დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 5 |
დოკუმენტის მიმღები | ახალგორის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 05/02/2024 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/02/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.150.016196 |
|
„ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მეოთხე პუნქტის საფუძველზე, ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახალგორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 26 დეკემბრის №28 დადგენილებაში (ვებგვერდი, 29.12.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.150.016073) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-11 მუხლის მეოთხე პუნქტიდან მთლიანად იქნეს ამოღებული „კ“ ქვეპუნქტი: „კ) სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის სამსახური.“. 2. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-12 მუხლიდან მთლიანად იქნეს ამოღებული მეათე პუნქტი: „10. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.“. 3. ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-14 მუხლის მეხუთე პუნქტიდან მთლიანად იქნეს ამოღებული „პ“ ქვეპუნქტი: „პ) მონაწილეობს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო სასწავლო შეკრებების ჩატარების, დაწყებითი სამხედრო სწავლების, სამხედრო პატრიოტული აღზრდისა და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების საკითხებში.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები