„ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 23 მაისის №56/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 23 მაისის №56/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 42/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 21/02/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018460
42/ნ
21/02/2024
ვებგვერდი, 22/02/2024
430210000.22.022.018460
„ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 23 მაისის №56/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №42/ნ

2024 წლის 21 თებერვალი

ქ.თბილისი

 

„ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 23 მაისის №56/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (3822-XIIIმს-Xმპ; 30/11/2023) შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ერთიანი სახელმწიფო საგანმანათლებლო დოკუმენტებისა და სერტიფიკატების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 23 მაისის №56/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 23/05/2014, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.016791) და ბრძანების:

1. პირველი მუხლით დამტკიცებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის   ატესტატის ფორმა ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად.

2. მე-2 მუხლით დამტკიცებული საბაზო ზოგადი  განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის  ატესტატის ფორმა ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად.

3. მე-4 მუხლით დამტკიცებული საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის  დიპლომის დუბლიკატის ფორმა ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №3-ის შესაბამისად.

4. მე-5 მუხლით დამტკიცებული სახელობო განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის  სერტიფიკატის დუბლიკატის ფორმა ჩამოყალიბდეს ამ ბრძანების დანართი №4-ის შესაბამისად.

5. მე-6 მუხლით გათვალისწინებული №6 დანართის:

ა) პირველი მუხლის:

ა.ა) პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) დოკუმენტის სახიან მხარეზე ჩარჩოზე უნდა მიეთითოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სრული იურიდიული დასახელება (ქართულად და ინგლისურად) თეთრ ფერში;“;

ა.ბ) მე-2 პუნქტის „თ“  „კ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის სახელსა და გვარს (ქართულად და ინგლისურად);

ი) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გენერირებულ ხელმოწერას;

კ) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს გენერირებულ ბეჭედს.“;

ბ) მე-2 მუხლის:

ბ.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ყველა ხაზი შესრულდეს მიკროშრიფტით უწყვეტი წარწერით  საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო;“;

ბ.ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) დოკუმენტის სახიან მხარეზე ჩარჩოზე უნდა მიეთითოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სრული იურიდიული დასახელება (ქართულად და ინგლისურად);“.

6.  მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 7

წინამდებარე ბრძანების პირველი, მე-2, მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული სახელმწიფო დოკუმენტების აუცილებელი რაოდენობის განსაზღვრას, პოლიგრაფიული საწარმოების მეშვეობით მათ ტირაჟირებასა და გამოყენების კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.“.

მუხლი 2
1. ეს ბრძანება, გარდა ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა და მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი და მეორე პუნქტები და მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 1 აპრილიდან.

 


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგიორგი ამილახვარი