„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 38
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 05/02/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017800
38
05/02/2024
ვებგვერდი, 06/02/2024
200090000.22.033.017800
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №38

2024 წლის 5 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 732 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ქვეპუნქტი:

„ზ) უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის თანხის გაანგარიშებაში ასახული დღგ-ის თანხა, თუ პირს აღნიშნული თანხის დადგენილი წესით ჩათვლის უფლება წარმოექმნება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდეგ. ამასთან, ჩათვლა არ ხორციელდება იმ გაანგარიშების მიხედვით, რომელშიც ასახული დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების კალენდარული წლის დასრულებიდან გასულია 3 წელი.“.

2. დანართი №III-25 - ის:

ა)  დანართი „ა“-ს ნაწილი III ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნაწილი III

დღგ-ის ჩასათვლელი თანხა

ოპერაციის შინაარსი

ჯამი

(სვეტი 4 + სვეტი 5)

საქონელზე /მომსახურებაზე გადახდილი დღგ  (მე-5 სვეტის გარდა)

ძირითად საშუალებებზე გადახდილი დღგ-ის თანხა

1

2

3

4

5

1

საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ

 

 

 

2

საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ

 

 

 

3

საგადასახადო/საბაჟო ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქონლის იმპორტთან დაკავშირებით დარიცხული დღგ

 

 

 

4

დღგ, დარიცხული უკუდაბეგვრის წესით

 

 

 

41

უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის თანხის გაანგარიშებაში ასახული დღგ

 

 

 

5

ეკონომიკური საქმიანობის შეწყვეტის შემდეგ ძირითადი საშუალებების საკუთარ მფლობელობაში დატოვების ან დღგ-ის გადამხდელის რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში, ნაშთად არსებულ ძირითად საშუალებასთან მიმართებაში,  ამ ოპერაციებთან დაკავშირებით დარიცხული დღგ-ის ჩასათვლელი თანხა ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული წესის შესაბამისად

 

 

 

6

საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენების შემთხვევაში დარიცხული (გადასახდელი) დღგ-ის ჩასათვლელი თანხა

 

 

 

61

საკუთარი ძალებით განხორციელებული ძირითადი საშუალების (შენობის/ნაგებობის)რემონტის შემთხვევაში დარიცხული (გადასახდელი) დღგ-ის ჩასათვლელი თანხა

 

 

 

7

დღგ, დარიცხული საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის შემთხვევაში

 

 

 

8

დღგ, გადახდილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161​1  მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში

 

 

 

9

სულ

 

 

 

;

ბ)  დანართი „ბ“-ს IX ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის X ნაწილი:

„ნაწილი X

 

 

უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის თანხის გაანგარიშებაში ასახული დღგ-ის თანხა, რომელიც ექვემდებარება ჩათვლას

 

გაანგარიშების სარეგისტრაციო ნომერი

საანგარიშო პერიოდი

დღგ-ის თანხა

1

2

3

4

 

 

 

 

 

 

 

 

.

3.  75-ე მუხლის:

ა) 35 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„35. დღგ-ის დეკლარაციის დანართი „ა“-ს III ნაწილის მე-3 გრაფის მონაცემი არ უნდა იყოს დეკლარაციის დანართი „ბ“-ს VII ნაწილით, 41 გრაფა   დანართი „ბ“-ს X ნაწილით, მე-7 გრაფა – დანართ „ბ“-ს V ნაწილით და მე-8 გრაფა – დანართი „ბ“-ს IV ნაწილით დეკლარირებულ დღგ-ის თანხაზე მეტი. დღგ-ის დეკლარაციის დანართი „ა“-ს III ნაწილის მე-5 გრაფის მონაცემები არ უნდა იყოს დეკლარაციის დანართი „ა“-ს I ნაწილის 71 გრაფით დეკლარირებულ დღგ-ის თანხაზე მეტი. დანართი „ა“-ს III ნაწილის მე-6 და 61 გრაფები ივსება მხოლოდ საგადასახადო წლის ბოლო საანგარიშო პერიოდის დეკლარაციაში.“;

 ბ) 76  პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 77 პუნქტი:

 „77. დეკლარაციის „ბ“ დანართის X ნაწილი ივსება იმ შემთხვევაში, თუ პირს უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის თანხის გაანგარიშებაში ასახული დღგ-ის თანხის დადგენილი წესით ჩათვლის უფლება წარმოექმნება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შემდეგ. ამასთან, დეკლარაციის „ბ“ დანართის X ნაწილის მე-4 სვეტში ასახული დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არ უნდა იყოს უკუდაბეგვრის წესით დარიცხული დღგ-ის თანხის გაანგარიშებაში ასახული დღგ-ის თანხაზე მეტი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელილაშა ხუციშვილი