სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები სამტრედიის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 05/02/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/02/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/03/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.120.016471
1
05/02/2024
ვებგვერდი, 06/02/2024
010250020.35.120.016471
სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ
სამტრედიის მუნიციპალიტეტი
 
 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №1

2024 წლის 5 თებერვალი

ქ. სამტრედია

 

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „სახელმწიფო ქონების შესახებ“, საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტისა და „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 8 ოქტომბრის  №784 ბრძანებულების შესაბამისად, განიხილა სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის საკითხი და დაადგინა:

მუხლი 1
დაიყოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქალაქ სამტრედიის ტერიტორია სამ ზონად: ა) ცენტრალური (დანართი №1 მიხედვით);

ბ) შუალედური (დანართი №2 მიხედვით);

გ) პერიფერიული (დანართი №3 მიხედვით).

მუხლი 2
შემოღებულ იქნეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ქალაქ სამტრედიის ტერიტორიაზე ლოკალური ტერიტორიული ინდექსები:

ა) ცენტრალური ზონისათვის – 1,3;

ბ) შუალედური  ზონისათვის – 1,0;

გ) პერიფერიული ზონისათვის – 0,7.

მუხლი 3
შემოღებულ იქნეს სამტრედიის მუნიციპალიტეტის  ქალაქ  სამტრედიის ტერიტორიაზე მიწის ნორმატიული ფასის  განსაზღვრისათვის  მარეგულირებელი  კოეფიციენტები:

ა) ცენტრალური ზონისათვის – 55;

ბ) შუალედური  ზონისათვის – 29;

გ) პერიფერიული ზონისათვის – 30.

მუხლი 4
ქალაქ სამტრედიის ტერიტორიაზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის (ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული) საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი გამოანგარიშებულ იქნეს შემდეგი ფორმულით:  

CN=IMG X ITL X C X K, სადაც:

ა) CN არის 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი;

ბ) IMG არის სამტრედიის მუნიციპალიტეტის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,58-ს;

გ) ITL არის სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის:  

1) ცენტრალური ზონისათვის – 1,3;

2) შუალედური  ზონისათვის – 1,0;

3) პერიფერიული ზონისათვის – 0,7;

დ) C არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად,  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწის 1 კვადრატულ  მეტრზე  დადგენილი  საბაზისო  განაკვეთი  და  მისი  მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს;

ე) K არის სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი, რომლის ოდენობა უდრის:

1) ცენტრალური ზონისათვის – 55;

2) შუალედური  ზონისათვის – 29;

3) პერიფერიული ზონისათვის – 30.

მუხლი 5
განისაზღვროს ქალაქ სამტრედიის ტერიტორიაზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის (ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული) საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწის ნორმატიული ფასები შემდეგი ოდენობით:

ა) ცენტრალური ზონა – 1 მ2.  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი 10 ლარი (0.58 X 1.3 X 0.24 X 55);

ბ) შუალედური  ზონა – 1 მ2.  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი 4 ლარი (0.58 X 1.0 X 0.24 X 29);

გ) პერიფერიული  ზონა – 1 მ2.  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი 3  ლარი (0.58 X 0.8 X 0.24 X 30).

მუხლი 6
სამტრედიის მუნიციპალიტეტში შემავალი დაბის ტერიტორიაზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქის ტერიტორიის შუალედური ზონის 75%-ის ოდენობით, ხოლო სამტრედიის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლის ტერიტორიაზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს ქალაქის ტერიტორიის შუალედური ზონის 50%-ის ოდენობით,  კერძოდ:

ა) დაბა – 1 მ2. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი 3 ლარი; 

ბ) სოფელი – 1 მ2. არასასოფლო-სამეურნეო  დანიშნულების  მიწის ნაკვეთის  ნორმატიული ფასი 2 ლარი.

მუხლი 7
ქალაქის პერიფერიული ზონის, დაბისა და სოფლის ტერიტორიაზე მდებარე საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების  50 (ორმოცდაათი) მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს სამტრედიის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის შუალედური ზონისათვის დადგენილი მიწის ნორმატიული ფასის 75%-ის ოდენობით.
მუხლი 8
 დადგენილება მოქმედებს 2025 წლის 1 მარტამდე.
მუხლი 9
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 მარტიდან.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ ჯამბურია



            დანართი №1
ცენტრალური ზონა

ცენტრალური ზონა:

რუსთაველის ქუჩა მდინარე ჭურთავიდან ელექტროკავშირის შენობამდე;  რესპუბლიკის ქუჩა თბილისის ქუჩამდე;

ჭანტურიას ქუჩა დასაწყისიდან თბილისის ქუჩამდე;

ბაგრატიონის ქუჩა მთლიანად;

კ. გამსახურდიას ქუჩა თბილისის ქუჩამდე;

ბათუ კრავეიშვილის ქუჩა მთლიანად;

ჭავჭავაძის ქუჩა დასაწყისიდან №4 საჯარო სკოლის  ჩათვლით;

თამარ მეფის ქუჩა დასაწყისიდან ცენტრალურ სტადიონამდე;  

სააკაძის ქუჩა;

ჯავახიშვილის ქუჩა;

გენო გეგეშიძის ქუჩა;

ძმები ნინუების ქუჩა;

დ. ჭონქაძის ქუჩა;

ჟ. შარტავას ქუჩა;

ა. რაზმაძის ქუჩა;

სახელმწიფო მნიშვნელობის ავტომაგისტრალები, გარდა ქალაქის პერიფერიული ზონის,

დაბისა და სოფლის ტერიტორიაზე  მდებარე  საერთაშორისო  და  შიდა სახელმწიფოებრივი 

მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა.


  დანართი №2
შუალედური ზონა

შუალედური ზონა:

ლაშა თევზაძის ქუჩა მთლიანად;

ქართველიშვილის ქუჩა ჯანელიძის ქუჩამდე;

ეგნატე ნინოშვილის ქუჩა;

რობაქიძის ქუჩა დასაწყისიდან საკონსერვო ქარხანამდე;

რესპუბლიკის ქუჩა თბილისის ქუჩიდან ავტოგასამართ სადგურამდე;

თბილისის ქუჩა;

9 აპრილის ქუჩა დასაწყისიდან თბილისის ქუჩამდე;

ეგრისის ქუჩა ყაზბეგის ქუჩიდან წერეთლის ქუჩამდე;

წერეთლის ქუჩა №2 საშუალო სკოლიდან რუსთაველის ქუჩამდე;

ნიკოლაძის ქუჩა;

ჭავჭავაძის ქუჩა №4 საჯარო სკოლიდან წერეთლის ქუჩამდე;

 რუსთაველის ქუჩა ელექტროკავშირის შენობიდან;

ივანე ნიკოლეიშვილს ქუჩა;

ლევან მელქაძის ქუჩა ბოლომდე;

თამარ მეფის ქუჩა ცენტრალური სტადიონიდან მდინარე ლოღობამდე;

კოსტავას ქუჩა სოხუმის ქუჩის გადაკვეთამდე;

ნახალოვკის დასახლება მთლიანად;

ეროსი მანჯგალაძის ქუჩა.


  დანართი №3
პერიფერიული ზონა

პერიფერიული ზონა:

ქალაქ სამტრედიის ტერიტორია

სამასი არაგველის ქუჩა

შ. არაგვისპირელის ქუჩა

დ. არაყიშვილის ქუჩა

არგონავტების ქუჩა

კ. არსაკიძის ქუჩა

დავით აღმაშენებლის გამზირი

ჯემალ ტუღუშის სახელობის ქუჩა

ს. ახმეტელის ქუჩა

ახალგაზრდობის ქუჩა

ბათუმის ქუჩა

მ. ბარამიას ქუჩა

ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩა

აკ. ბაქრაძის ქუჩა

ა. ბახტაძის ქუჩა

ბესიკის ქუჩა

ვ. ბოლქვაძის ქუჩა

ი. გაგარინის ქუჩა

გალაკტიონის  ქუჩა

მ. გამრეკელიძის ქუჩა

ა. გეგეშიძის ქუჩა

ვლადიმერ ხვედელიძის ქუჩა

ი. გოგებაშვილის ქუჩა

ძმები გოგიების ქუჩა

გოგოძის ქუჩა

ვ. გორგასლის ქუჩა

ა. გრიბოედოვის ქუჩა

დ. გურამიშვილის ქუჩა

ც. დადიანის ქუჩა

დიდგორის ქუჩა

ნ. დუმბაძის ქუჩა

თ. დუნდუას ქუჩა

მეფე ერეკლეს ქუჩა

რ. ერისთავის ქუჩა

ვაჟა-ფშაველას ქუჩა

ა. ვასაძის ქუჩა

ჯ. ვაშაკიძის ქუჩა

ნ. ვაჩნაძის ქუჩა

ვახუშტის ქუჩა

ილ. ვეკუას ქუჩა

ს. ზაქარიაძის ქუჩა

რ. თაბუკაშვილის ქუჩა

თამარ თავაძის ქუჩა

ჯ. თავაძის ქუჩა

თავისუფლების ქუჩა

ან. თევზაძის ქუჩა

თელიას ქუჩა

პეტრე იბერის ქუჩა

იმერეთის ქუჩა

კ. კაკაბაძის ქუჩა

ილორის ქუჩა

თ. კაკაბაძის ქუჩა

კ. კალაძის ქუჩა

ა. კალაძის ქუჩა

კანდელაკის ქუჩა

ნ. კეცხოველის ქუჩა

ჯ. კიკაბიძის ქუჩა

დ. კლდიაშვილის ქუჩა

კონსტიტუციის ქუჩა

ვ. კოპალეიშვილის ქუჩა

აკ. კვანტალიანის ქუჩა

კრავეიშვილების ქუჩა

კრწანისის ქუჩა

რ. ლაღიძის ქუჩა

გ. ლეონიძის ქუჩა

პ. ლორიას ქუჩა

კ. ლესელიძის ქუჩა

გ. მაზნიაშვილის ქუჩა

ვ. მაიაკოვსკის ქუჩა

26 მაისის ქუჩა

9 მაისის ქუჩა

კ. მარჯანიშვილის ქუჩა

მეგობრობის ქუჩა

სოლომონ მეფის ქუჩა

ე. მიქელაძის ქუჩა

ნ. მუსხელიშვილის ქუჩა

მშვიდობის ქუჩა

რ. ნადირაძის ქუჩა

ვ. პაპავას ქუჩა

ნიკურაძის ქუჩა

ჯ. ნიკურაძის ქუჩა

ე. ნინოშვილის ქუჩა

 ვ. ნინუას ქუჩა

ს. ოდილავაძის ქუჩა

გრ. ორბელიანის ქუჩა

ორპირის ქუჩა

აკ. და თ. პაპავების ქუჩა

კ. რევიშვილის ქუჩა

რიონის ქუჩა

ზ. რუხაძის ქუჩა

საიათნოვას ქუჩა

ძველი სამტრედიის ქუჩა

სანავარდოს ქუჩა

სანაპიროს ქუჩა

ვ. სარაჯიშვილის ქუჩა

ა. სიგუას ქუჩა

სოხუმის ქუჩა

სულხანიშვილის ქუჩა

ტ. ტაბიძის ქუჩა

ალ. ტერელაძის ქუჩა

ლ. ტოლსტოის ქუჩა

ზ. ფალიაშვილის ქუჩა

გ. ფანჯიკიძის ქუჩა

ფარნავაზის ქუჩა

ჯ. ფაღავას ქუჩა

ნ. ფიროსმანის ქუჩა

თ. ქაროსანიძის ქუჩა

ფ. ქორიძის ქუჩა

ქუთაისის ქუჩა

ი. ქუთათელაძის ქუჩა

ა. ყაზბეგის ქუჩა

აკ. შანიძის ქუჩა

ტ. შევჩენკოს ქუჩა

ა. ჩეხოვის ქუჩა

ვ. ჩიქოვანის ქუჩა

ბ. ჩოლოყაშვილის ქუჩა

ლ. ჩხეიძის ქუჩა

გ. ცაბაძის ქუჩა

ცურტაველის ქუჩა

ცხენისწყლის ქუჩა

ტ. ჩაჩუას ქუჩა

ქეთევან წამებულის ქუჩა

წინსვლის ქუჩა

მ. ხერგიანის ქუჩა

9 ძმა ხერხეულიძის ქუჩა

აკ. ხორავას ქუჩა

დ. ხუჭუას ქუჩა

ი. ჯანელიძის ქუჩა

ფიქრის ქუჩა

ი. ჯაშის ქუჩა

 

დაბისთემისა და სოფლის ტერიტორია

1. დაბა კულაში

2. სოფელი დიდი ჯიხაიში

3. სოფელი იანეთი

4. სოფელი ბაში

5. სოფელი გამოჩინებული

6. სოფელი გორმაღალი

7. გომის თემი

7. 1 სოფელი მთისძირი

7. 2 სოფელი დაბლა გომი

7. 3 სოფელი კეთილაური

7. 4 სოფელი ცივწყალა

7. 5 სოფელი გომნატეხები

7. 6 სოფელი გომმუხაყრუა

7. 7 სოფელი დაბლა ეწერი

7. 8 სოფელი დობირო

7. 9 სოფელი ზედა ეწერი

7. 10 სოფელი კორმაღალი

7. 11 სოფელი დაფნარი

8) ნაბაკევის თემი

8. 1 სოფელი ნაბაკევი

8. 2 სოფელი ხუნჯულაური

8. 3 სოფელი ჩხენიში

8. 4 სოფელი ნინუაკუთხე

8. 5 სოფელი კვირიკე

9) ოფეთის თემი

9. 1 სოფელი დიდი ოფეთი

9. 2 სოფელი პატარა ოფეთი

9. 3 სოფელი ნაწილი ოფეთი

9. 4 სოფელი მტერჩვეული

9. 5 სოფელი წიაღუბანი - თხილაგანი

10) საჯავახოს თემი

10. 1 სოფელი საჯავახო

10. 2 სოფელი ჭოგნარი

10. 3 სოფელი ნიგორზღვა

11) ეწრის თემი

11. 1 სოფელი პატარა ეწერი

11. 2 სოფელი ახალსოფელი

11. 3 სოფელი ჯიქთუბანი

11. 4 სოფელი ოჭოფა

11. 5 სოფელი გვიმრალა

11. 6 სოფელი კეჭინარი

12. ღანირის თემი

12. 1 სოფელი ღანირი

12. 2 სოფელი ჭაგანი

13. მელაური თემი

13. 1 სოფელი მელაური

13. 2 სოფელი მიწაბოგირა

13. 3 სოფელი ხიბლარი

14. ტოლების თემი

14. 1 სოფელი ტოლები

14. 2 სოფელი ვაზისუბანი

14. 3 სოფელი ზემოტოლები

14. 4 სოფელი ბუღნარა

14. 5 სოფელი ქვემო ნოღა

14. 6 სოფელი ზემო ნოღა

14. 7 სოფელი ქორეისუბანი