“საქართველოს დამსახურებული მშენებლის" და “საქართველოს დამსახურებული არქტიტექტურის" წოდებათა მინიჭებული კომისიის დებულების დამტკციების შესახებ"

  • Word
“საქართველოს დამსახურებული მშენებლის" და “საქართველოს დამსახურებული არქტიტექტურის" წოდებათა მინიჭებული კომისიის დებულების დამტკციების შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 1-1/868
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 21/07/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 89, 01/08/2005
სარეგისტრაციო კოდი 300.010.000.22.024.007.579
  • Word
1-1/868
21/07/2005
სსმ, 89, 01/08/2005
300.010.000.22.024.007.579
“საქართველოს დამსახურებული მშენებლის" და “საქართველოს დამსახურებული არქტიტექტურის" წოდებათა მინიჭებული კომისიის დებულების დამტკციების შესახებ"
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.010.000.22.024.007.579

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/868

2005 წლის 21 ივლისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს დამსახურებული მშენებლის” და ,,საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის” წოდებათა მიმნიჭებელი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს კანონის ,,სამშენებლო საქმიანობის შესახებ” მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 12 თებერვლის №50 ბრძანებულებით ,,საქართველოს დამსახურებული მშენებლის” და ,,საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის” წოდებათა მინიჭებისა და სპეციალური სამკერდე ნიშნებით დაჯილდოების წესის შესახებ” დამტკიცებული დებულების მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს ,,საქართველოს დამსახურებული მშენებლის” და ,,საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის” წოდებათა მიმნიჭებელი სპეციალური კომისიის დებულება.

2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ი. ჩოგოვაძე

,,საქართველოს დამსახურებული მშენებლის” და ,,საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის” წოდებათა მიმნიჭებელი სპეციალური კომისიის

დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1.

,,საქართველოს დამსახურებული მშენებლის“ და ,,საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის“ წოდებათა მიმნიჭებელი სპეციალური კომისია (შემდგომში – კომისია) შექმნილია საქართველოს კანონის „სამშენებლო საქმიანობის შესახებ“ მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 12 თებერვლის №50 ბრძანებულებით ,,საქართველოს დამსახურებული მშენებლის” და ,,საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის“ წოდებათა მინიჭებისა და სპეციალური სამკერდე ნიშნებით დაჯილდოების წესის შესახებ” დამტკიცებული დებულების მე-2 პუნქტის შესაბამისად, რომელიც დაკომპლექტებულია ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანამშრომლებითა და მოწვეული სპეციალისტებით.

    მუხლი 2.

კომისია თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობით, აგრეთვე ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

    მუხლი 3.

,,საქართველოს დამსახურებული მშენებლის“ და ,,საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის“ წოდებათა მიმნიჭებელი სპეციალური კომისიის შემადგენლობა მტკიცდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ადმინისტრაციული აქტით.

თავი II

კომისიის ფუნქციები და უფლება-მოვალეობები

    მუხლი 4.

თავის სხდომაზე კომისია განიხილავს საქართველოს ტერიტორიაზე მოღვაწე არქიტექტორების, დამპროექტებლებისა და მშენებლებისთვის ,,საქართველოს დამსახურებული მშენებლის“ და ,,საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის“ წოდებათა მინიჭების შესახებ წარმოდგენილ შუამდგომლობებს. წარმოდგენილ კანდიდატებს უნდა გააჩნდეთ სპეციალობის მიხედვით მუშაობის არანაკლებ 20 წლის სტაჟი და გამოირჩეოდნენ კოლეგებსა და საზოგადოებაში დამსახურებული ავტორიტეტით, რაც ასახულ უნდა იქნეს კანდიდატების ბიოგრაფიასა და სათანადო დოკუმენტებში. ეს დოკუმენტები კომისიას წარედგინება წერილობით და სათანადოდ დამოწმებული. წარმოდგენილ შუამდგომლობებს უნდა დაერთოს ასევე შუამდგომლობის წარმომდგენი ორგანიზაციის საერთო კრების ან საბჭოს სხდომის ოქმების ამონაწერები და წარმოდგენილი კანდიდატების დაპროექტებული ან/და აშენებული ობიექტების ჩამონათვალი, ხოლო არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროებში მოღვაწე მეცნიერებზე, სამეცნიერო-კვლევითი შრომებისა და სტატიების ნუსხა შესაბამისი რეცენზიებით, რომელსაც კომისიას წარუდგენენ საქართველოს არქიტექტორთა შემოქმედებითი კავშირი და საქართველოს მშენებელთა ფედერაცია, ასევე არქიტექტურისა და მშენებლობის სფეროებში მოღვაწე საპროექტო, სამშენებლო და სამეცნიერო-კვლევითი ორგანიზაციები ყოველი წლის განმავლობაში.

    მუხლი 5.

,,საქართველოს დამსახურებული მშენებლის” და ,,საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის” წოდებებზე წარმოდგენილი კანდიდატების დოკუმენტებს წინასწარ შეისწავლის კომისიის პასუხისმგებელი მდივანი და კომისიის სხდომაზე განხილვამდე, გასაცნობად გადასცემს კომისიის ყველა წევრს.

თავი III

კომისიის საქმიანობის წესი

    მუხლი 6.

კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე.

    მუხლი 7.

კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი.

    მუხლი 8.

კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით, დამსწრე წევრთა საერთო რიცხვიდან ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად.

    მუხლი 9.

კომისიის სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე, კომისიის სხდომა ტარდება წელიწადში ერთხელ ,,მშენებლის” დღის აღნიშვნამდე 45 დღით ადრე.

    მუხლი 10.

კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული გადაწყვეტილება დაურთოს ოქმს, რის შესახებაც კეთდება აღნიშვნა.

თავი IV

გადაწყვეტილების გაფორმება

    მუხლი 11.        

საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 12 თებერვლის №50 ბრძანებულების ,,საქართველოს დამსახურებული მშენებლისა და საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის წოდებათა მინიჭების და სპეციალური სამკერდე ნიშნებით დაჯილდოების შესახებ“ პირველი პუნქტით დაწესებული წოდებების მინიჭება ხდება საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ბრძანებით ზემოაღნიშნული კომისიის ოქმის საფუძველზე. მინისტრის ბრძანება და სპეციალური სამკერდე ნიშანი დაჯილდოებულს გადაეცემა „მშენებლის“ დღის აღსანიშნავად გამართულ საზეიმო სხდომაზე.