დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ერედვის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 04 დეკემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2 |
დოკუმენტის მიმღები | ერედვის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 05/02/2024 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/02/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.147.016302 |
|
„ერედვის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 4 დეკემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლი მე-4 პუნქტის საფუძველზე, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
„ერედვის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 04 დეკემბრის №15 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/12/2022; 010250020.35.147.016293) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. ონკოლოგიური (ავთვისებიანი სიმსივნით) ავადმყოფების ერთჯერადი სოციალური დახმარება ბ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები დევნილი ონკოლოგიური (ავთვისებიანი სიმსივნით) ავადმყოფები და მათი ოჯახის იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის არმქონე წევრი (მეუღლე) მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას 500 ლარის ოდენობით.“. გ) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დიალიზზე მყოფი დაავადებული მოქალაქე, რომლიც არის ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირი – დევნილი და მათი ოჯახის იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის არმქონე წევრი (მეუღლე), მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მიიღებს ერთჯერად სოციალურ დახმარებას 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით.“; დ) დადგენილებით დამტკიცებული წესს დაემატოს 121 მუხლი: „მუხლი 121. შაქრიანი დიაბეტით (ინსულინდამოკიდებული) დაავადებულ არასრულწლოვანთა დახმარება 1. შაქრიანი დიაბეტით (ინსულინდამოკიდებული) დაავადებული არასრულწლოვნები, რომლებიც არიან ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას 400 (ოთხასი) ლარის ოდენობით. 2. დახმარების მისაღებად არასრულწლოვნის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) არასრულწლოვნის პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი; დ) არასრულწლოვნის დევნილობის მოწმობის ასლი; ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100), სადაც აღნიშნული იქნება, რომ არასრულწლოვანი არის დაავადებული შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 (ქრონიკული) ინსულინ დამოკიდებული; ვ) საბანკო რეკვიზიტები; ზ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღების ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში). 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.“; ე) დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში, სოციალური დახმარების გაცემისას სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ დოკუმენტაციას, მასალებს სამსახური გადასცემს შემდგომი განხილვისათვის სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფს (შემდგომში – სამუშაო ჯგუფი).“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები