დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | ჭიათურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/02/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/02/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.129.016427 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 49-ე მუხლის და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 და მე-6 პუნქტების საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო
ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის №26 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/11/2017; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.129.016239) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის „ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მერი აირჩევა 4 წლის ვადით, ხოლო რიგგარეშე არჩევნებში – მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, პირდაპირი არჩევნებით, საყოველთაო თანასწორი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესით. მერად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 6 თვეს მაინც.“. ბ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის „ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების“ მე-12 მუხლის მე-4 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ი“ ქვეპუნქტი; გ) დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის „ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების“ მე-13 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-9 პუნქტი. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები