,,სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ სამეცნიერო გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 16 იანვრის №01-3/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 13/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 02/02/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.035.017130
13/ნ
02/02/2024
ვებგვერდი, 02/02/2024
040030000.22.035.017130
,,სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ სამეცნიერო გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 16 იანვრის №01-3/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №13/ნ

2024 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

,,სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ სამეცნიერო გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 16 იანვრის №01-3/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ სამეცნიერო გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 16 იანვრის №01-3/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 16/01/2015, 040030000.22.035.016316) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული წესის:

1. მე-6 მუხლის:

ა) მე-6  და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. საგრანტო პროგრამას ცენტრი შესათანხმებლად წარუდგენს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს.

,,7. საგრანტო პროგრამას, სამეცნიერო საბჭოზე გამოთქმული შენიშვენების გათვალისწინებით და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან შეთანხმების შემდგომ, ამტკიცებს გენერალური დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

2. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 ,,მუხლი 7. საგრანტო პროგრამაში ცვლილებების შეტანა

საგრანტო პროგრამაში ცვლილების შეტანის საფუძველი შეიძლება გახდეს სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილება, რაც განპირობებულია ცენტრის ბიუჯეტში, ან დონორის მიერ გრანტისთვის განკუთვნილ თანხაში შეტანილი ცვლილებით, ასევე პროგრამაში შეტანილი საკითხის აქტუალობის ცვლილებით ან სხვა გარემოებებით. საგრანტო პროგრამაში ცვლილების შეტანა ხდება გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საგრანტო პროგრამის ცვლილების პროექტი, დამტკიცებამდე, შესათანხმებლად წარედგინება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიზურაბ აზარაშვილი