„საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 1 მაისის №77/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 1 მაისის №77/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 21/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 02/02/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 200090000.18.011.016827
21/04
02/02/2024
ვებგვერდი, 05/02/2024
200090000.18.011.016827
„საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 1 მაისის №77/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება  №21/04

2024 წლის 2 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 1 მაისის №77/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1

„საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაციისა და რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 1 მაისის №77/04 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 02/05/2023; ს/კ:200090000.18.011.016687) დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-12 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 121 პუნქტი:

„121. თუ დაინტერესებული პირის ადმინისტრატორი/ადმინისტრატორები ან/და მნიშვნელოვანი წილის როგორც პირდაპირი/არაპირდაპირი, ასევე ბენეფიციარი მესაკუთრე (მესაკუთრეები)/მნიშვნელოვანი გავლენის მქონე პირი ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტ(ებ)ში ფლობს აქციებს/წილს  ან ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტ(ებ)ში წარმოადგენს ადმინისტრატორს და გავლილი აქვს ეროვნული ბანკში ადმინისტრატორის/ადმინისტრატორების ან/და მნიშვნელოვანი წილის როგორც პირდაპირი/არაპირდაპირი, ასევე ბენეფიციარი მესაკუთრის (მესაკუთრეების)/მნიშვნელოვანი გავლენის მქონე პირის სულ მცირე ამ წესის შესაბამისი ან /და უფრო კომპლექსური შესაფერისობის შემოწმება, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მხედველობაში მიიღოს ეროვნულ ბანკში შესაფერისობის დადგენისას წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია და აღარ მოითხოვოს დაინტერესებული პირისგან ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“, „ნ“, „ო“, „პ“ ან/და „ჟ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა .“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელინათელა თურნავა