„ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2
დოკუმენტის მიმღები ხაშურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 01/02/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.143.016693
2
01/02/2024
ვებგვერდი, 02/02/2024
010250020.35.143.016693
„ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ხაშურის მუნიციპალიტეტი
 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №2

2024 წლის 1 თებერვალი

ხაშური

 

„ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის №33 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, 132-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის №33 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/12/2023; 010250020.35.143.016689) შეტანილ იქნეს ცვლილებები, დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“, „ე“, „ვ“ და „ნ“ ქვეპუნქტების,  24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2023 წლის 4 აპრილის საქართველოს კანონის (№27380- XIმს-Xმპ) მე-3 მუხლის  მე-2 პუნქტის საფუძველზე მუნიციპალიტეტის

მუხლი 2
„მუხლი 1. დამტკიცდეს „ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია“ ამ დადგენილების დანართი №1-ის შესაბამისად. 
მუხლი 3
„მუხლი 2. დამტკიცდეს „ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების  პირობები“ წინამდებარე დადგენილების დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელილევან გამრეკელი



დანართი №1

 

ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სია

ფოთლოვანი ხეები

 

ქართული დასახელება

ლათინური დასახელება

1

იფანი მახვილფოთოლა

Fraxinus oxycarpa

2

იფანი ჩვეულებრივი

Fraxinus excelsior

3

იფანი გრძელფოთოლა

Fraxinus coriaraefolia

4

აკაკი კავკასიური

Celtis caucasica

5

აკაკი სამხრეთული

Celtis australis

6

ცაცხვი კავკასიური

Tilia caucasica

7

ცაცხვი წვრილფოთოლა (გულფოთოლა)

Tilia cordata

8

ცაცხვი უნგრული

Tilia tomentosa

9

ნეკერჩხალი მინდვრის

Acer campestre

10

ნეკერჩხალი „დიდი ბოყვი“

Acer velutinum

11

ნეკერჩხალი-ქორაფი

Acer cappadocicum

12

ნეკერჩხალი ქართული

Acer ibericum

13

კვიდო ხედ ფორმირებული შტამზე

Ligustrum japonicum

14

ირმის რქა

Ligestroemia japonicum

15

სოფორა იაპონური სწორ შტამზე

Sophora japonica

16

დეკორატიული ვაშლის ხეები

Malus floribunda/malus cocinela

17

წითელი ტყემალი

Prunus cerasifera pssardii

18

პანტა დეკორატიული (შანტაკლერის)

Pirus santacler

19

არღავანი (იუდას ხე)

Cercis siliqustrum

20

ამბრის ხე

Liquidambar styraciflua

21

გინკო ბილობა

Ginkgo biloba

22

მელია

Melia azedarach

23

ფშატი ფორმირებული შტამზე

Elaeagnus ebbing “viveleg”, elaeagnus pungens “maculata”

24

ზეთისხილის ხე

Olea europea

25

ძელქვა

Zelkowa carpinifolia

26

ცხენისწაბლი

Aesculus sp.

27

საკმლის ხე (საღსაღაჯი) ველური ფორმა

Pistacia mutica

28

საკმლის ხე (საღსაღაჯი) სელექციური ფსტა

Pistacia vera / atlantica

29

ნუში

Prunus amygdalus (amygdalus communis, prunus dulcis)

30

თუთა უნაყოფო/მტირალა ფორმა

Morus alba l. platanifolia / morus alba “pendula”

31

უხრავი

Ostrya carpinifolia

32

თუთუბო

Rhus coriaria

33

კოწახური ჩვეულებრივი

Berberis vulgaris

34

ტყის ხურმა

Diospyros lotus

35

ბერყენა (სახოკიას)

Pyrus salicifolia

36

კუნელი

crataegus

37

ბროწეული ტყის

Punica granatum

38

მაჟალო

Malus orientalis

39

ჭადარი აღმოსავლური

Platanus orientalis

40

მტირალა ტირიფი

Salix babylonica

 

წიწვოვანი ხეები

N

ქართული დასახელება

ლათინური დასახელება

1

კვიპაროსი მარადმწვანე პირამიდალური

Cupressus sempervirens “pyramodalis”

2

კვიპაროსი მარადმწვანე ჰორიზონტალური

Cupressus sempervirens var. horizntalis

3

არიზონული კვიპაროსი

Cupressus arizonica

4

ლეილანდიის კვიპაროსი

Cupressus leylandi

5

ჰიმალაის კედარი

Cedrus deodara

6

ატლასის კედარი

Cedrus atlantica

7

ელდარის ფიჭვი

Pinus eldarica

8

შავი  ფიჭვი

Pinus nigra

9

უთხოვარი

Taxus baccata

10

ვერცხლისფერი ნაძვი

Picea pungens glauca

 

ფოთლოვანი ბუჩქები და მრავალწლიანი ბალახები

N

ქართული დასახელება

ლათინური დასახელება

1

გრაკლა

Spiraea hypericifolia / spiraea crenata

2

აბელია დიდფოთოლა

Abelia grandiflora

3

ბუდლეია

Budleja davidii

4

კოლხური ბზა

Buxus sempervirens

5

წვრილფოთოლა ბზა

Buxus microphylla

6

იაპონური ფშატი

Elaeagnus x ebbingei “limelight”

7

ფოტინია წითელი

Photinia x fraseri “red robin”

8

ფოტინია მწვანე დიდი, ღობის

Photinia serrulata

9

მარადმწვანე ძახველი პირამიდული მაღალი

Vibrunum lucidium

10

სურნელოვანი ძახველი

Vibrunum tinus

11

მარადმწვანე, პრიალაფოთლიანი ძახველი

Viburnum lucidium

12

ცხრატყავა

Lonicera sp.

13

ჩიტავაშლა

Pyracantha coccinea

14

ჭყორი ჭრელფოთოლა

Ilex aquifolium

15

ფიტოსპორუმი წვრილფოთოლა

Pittosporum tobira “nana”

16

ფიტოსპორუმი საბორდიურე

Pittosporum tobira

17

კვიდო (ლიგოსტრუმი) მარადმწვანე

Ligustrum lucidium

18

კვიდო ჭრელფოთოლა

Ligustrum lucidium “veriegata”

19

ჰიბისკუსი (სირიული ვარდი) ბუჩქი

Hibiscus syriacus

20

ოლეანდრა ბუჩქად ფორმირებული

Nerium oleander

21

წყავი

Prunus laurocerasus

22

იუკა

Yucca gloriosa

23

ვარდი - (სხვადასხვა ჯიში)

Rosa sp.

24

ნანდინა (სხვადასხვა ფორმა)

Nandina domestica, nandina domestica firepower

25

ჭანჭყატი (სხვადასხვა ფორმა)

Euonymus japonicus

26

კოწახური

Berberis vulgaris, berberis thunbergi

27

იოლღუნი

Tamarix hohenackeri

28

თრიმლი

Cotinus coggygria

 

მხვიარა ბუჩქები და მრავალწლიანი ბალახები (მხვიარები)

N

ქართული დასახელება

ლათინური დასახელება

1

გლიცინია

Wisteria sinensis

2

ტეკომა

Tecoma sp.

3

უსურვაიზი

Parthencissus tricuspidata, parthenocissus quinquefolia

4

ცხრატყავა

Lonicera sp.

5

მარადმწვანე ჟასმინი, მხვიარა

Jasminum grandiflorum, jasminum fruticans, jasminum nudiflorum

6

წვრილფოთოლა სურო

Hedera helix

7

კატაბარდა

Clematis sp.

8

ლავანდა

Lavanluda angustifolia

9

როზმარინი

Rosmarinus officinalis

10

წივანა

Festuca sp.

11

მაჯაღვერი

Daphne mezereum

 

წიწვოვანი ბუჩქები

N

ქართული დასახელება

ლათინური დასახელება

1

ტუია ნანა-ოქროსფერი

Thuja orientalis “aurea nana”

2

ტუია სმარაგდი

Thuja occidentalis “smaragd”

3

ტუია ბრაბანტის

Thuja occidentalis “Brabant”

4

ტუია ოქროსფერი

Thuja occidentalis “gold”

5

ბიოტა (ტუია) საბორდიურე

Thuja occidentalis “gold”

6

ღვია ოქროსფერი

Juniperus x pfitzeriana “mordigan gold”

7

ღვია ვერცხლისფერი

Juniperus virginiana “silver spreader”

8

ღვია გართხმული

Juniperus horizontalis

9

ღვია „კაზაკური“

Juniperus sabina

10

ღვია „მყრალი“

Juniperus foetidissima

11

ღვია გრძელფოთოლა

Juniperus oblonga

 


 

დანართი №2

 

ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით განსაზღვრული განაშენიანების დეტალური გემის ფარგლებში და მშენებლობის ნებართვის გაცემის ფარგლებში შესათანხმებელი გამწვანების პროექტთან დაკავშირებული მოთხოვნების განსაზღვრა. აგრეთვე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული დაგეგმილი გამწვანების (რომელშიც აღწერილია სავარაუდო გამწვანების პროექტი) დაკავშირებული მოთხოვნების  განსაზღვრა.

2. ამ დადგენილების მოქმედება ვრცელდება საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსით  გათვალისწინებულ გამწვანების პროექტზე, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ ფუნქციური ზონისა, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.

3. გამოყენებულ ტერმინებს აქვთ საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტორული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-3 მუხლით  განსაზღვრული მნიშვნელობა.

მუხლი 2. განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის ეტაპზე დასამუშავებელი გამწვანების ზოგადი პროექტი

1. განაშენიანების დეტალური გეგმის კონცეფციის დამტკიცების ეტაპზე წარსადგენი გამწვანების ზოგადი პროექტი უნდა მოიცავდეს დაგეგმილი გამწვანების შესახებ ზოგად მონაცემებს.

2. გამწვანების ზოგადი პროექტის შეთანხმების პირობები

ა) გამწვანების ზოგადი პროექტის ეტაპზე წარმოდგენილი უნდა იქნეს მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემული საექსპერტო დასკვნა, რომელიც  უნდა აკმაყოფილებდეს ამ დანართის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ პირობებს;

ბ) გამწვანების ზოგადი პროექტი უნდა მოიცავდეს საპროექტო ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზეც დატანილი უნდა იქნას გასამწვანებელი არეალები;

გ) გამწვანების ზოგადი პროექტის ეტაპზე წარმოდგენილი უნდა იქნეს პროექტის განხორციელებისთვის ხელის შემშლელი მოსაჭრელი/გადასარგავი მწვანე ნარგავების შესახებ ინფორმაცია ცხრილის სახით, საპროექტო არეალში შემავალი თითოეული მიწის ნაკვეთისთვის ცალ-ცალკე;

დ) მოსაჭრელი/გადასარგავი მწვანე ნარგავები შესაბამისი ნუმერაციითა და პირობითი აღნიშვნებით დატანილი უნდა იქნეს  საპროექტო ტოპოგრაფიულ გეგმაზე;

ე) პროექტის განხორციელებისთვის ხელის შემშლელი მოსაჭრელი, ჯანსაღი, ღირებული მწვანე ნარგავების რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს ტერიტორიაზე არსებული ჯანსაღი ღირებული მწვანე ნარგავების 25 %-ს;

ვ) გამწვანების ზოგად პროექტში მითითებული უნდა იყოს დაგეგმილი ფუნქციური ზონის შესაბამისი გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი/ები შესაბამის საანგარიშო ფართობ(ებ)თან ერთად.

მუხლი 3. განაშენიანების დეტალური გეგმით გათვალისწინებული გამწვანების პროექტი

1. განაშენიანების დეტალური გეგმით გათვალისწინებული გამწვანების პროექტი შედგენილი უნდა იყოს მიწის ნაკვეთის ფუნქციური ზონირების შესაბამისად, გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ ფუნქციური ზონისა, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.

2. გამწვანების პროექტით გათვალისწინებული უნდა იყოს:

ა) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი შესაბამის საანგარიშო ფართობთან ერთად, რომლის ათვისებაც ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს მწვანე ნარგავებით;

ბ) გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობა და დახასიათება (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე);

გ) არსებული, გადასარგავი და საპროექტოდ დასარგავი მწვანე ნარგავების გაშენების არეალი;

დ) გამწვანების პროექტის დასრულების თარიღი;

ე) გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი პირი;

ვ) ფოტომონტაჟის სახით მოცემული გამწვანების პროექტის გამოსახულება;

ზ) დამატებითი საინფორმაციო დაფის ამსახველი ფოტოსურათები, რომელზედაც მითითებულია ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ.

3. გამწვანების პროექტის ფარგლებში დასარგავი მწვანე ნარგავების  სახეობები უნდა შეირჩეს ამ დადგენილების დანართი №1-ის გათვალისწინებით, ხაშურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი პრიორიტეტული ხე-მცენარეების სიიდან.

4. გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს საპროექტო ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემულ საექსპერტო დასკვნას.

5. მწვანე ნარგავების აღწერისა და მათი ხარისხობრივი შეფასების შესახებ გაცემული საექსპერტო დასკვნა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

ა) გაცემული უნდა იყოს შესაბამისი ექსპერტის მიერ. ექსპერტთა სიის განსაზღვრის უფლებამოსილება აქვს მუნიციპალიტეტს;

ბ) შედგენილი უნდა იყოს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ტერმინების გამოყენებით.

6. მწვანე ნარგავების ხარისხობრივ შეფასებაზე გაცემულ საექსპერტო დასკვნაში  მითითებული უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია:

ა) მწვანე ნარგავების შესწავლისა და დასკვნის გაცემის თარიღი, ადგილი (მისამართი, საკადასტრო კოდი) და საფუძველი;

ბ) ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების საერთო რაოდენობა და შეფასებული მწვანე ნარგავების რაოდენობა;

გ) კვლევის ჩატარების მეთოდი;

დ) ინფორმაცია მწვანე ნარგავების სახეობის, მდგომარეობის, დიამეტრის (მიწის ზედაპირიდან 10 სმ სიმაღლეზე) და საჭიროების შემთხვევაში ხნოვანების თაობაზე;

ე) მწვანე ნარგავების ნუმერაციის მიხედვით კვლევის ამსახველი ფერადი ფოტომასალა, რომელზეც თვალსაჩინოდ უნდა ჩანდეს საპროექტო ტერიტორიაზე აღწერილი თითოეული მწვანე ნარგავის ხარისხობრივი მდგომარეობა (როგორც ღერო, ასევე ვარჯი) და საექსპერტო დასკვნის შესაბამისად მინიჭებული ნუმერაცია;

ვ) დაავადებული/წვერხმელი მწვანე ნარგავების  შემთხვევაში დასკვნას უნდა ერთოდეს ლაბორატორიული კვლევის ამსახველი დოკუმენტი, ასეთის საჭიროებისას და დასაბუთება იმის თაობაზე, ექვემდებარება თუ არა აღნიშნული ხე-მცენარე გამოჯანსაღებას;

ზ) ჯანსაღი მწვანე ნარგავების შემთხვევაში ექსპერტის დასაბუთებული არგუმენტაცია ხე-მცენარის გადარგვისა და მისი გახარების შესაძლებლობის თაობაზე;

თ) წვერხმელი მწვანე ნარგავების შემთხვევაში – მწვანე ნარგავის რა ნაწილია ხმელი;

ი) საექსპერტო დასკვნა უნდა მოიცავდეს ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზეც დატანილი უნდა იყოს საპროექტო ობიექტების სქემა (შენობა-ნაგებობები, გზა, პარკინგი, და სხვა) და საექსპერტო დასკვნაში აღწერილი მწვანე ნარგავები შესაბამისი ნუმერაციით, ასევე, ტოპოგრაფიულ გეგმაზე აღნიშნული უნდა იყოს საპროექტო შენობასა და მწვანე ნარგავებს შორის არსებული მანძილები.

მუხლი 4. მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი სანებართვო განაცხადისთვის თანდართული გამწვანების პროექტი

1. მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილი გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს:

ა) განაშენიანების დეტალური გეგმის არსებობის შემთხვევაში − ამ გეგმის ფარგლებში შეთანხმებულ გამწვანების პროექტს;

ბ) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრულ ფართობს, გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობას და დახასიათებას (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე), გამწვანების პროექტის დასრულების თარიღს, გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობისთვის პასუხისმგებელ პირს, ფოტომონტაჟის სახით მოცემულ გამწვანების პროექტის გამოსახულებას;

გ) დამატებითი საინფორმაციო დაფის ამსახველ ფოტოსურათებს, რომელზედაც მითითებულია ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ.

2. ეს მუხლი არ ვრცელდება ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებსა და იმ შენობა-ნაგებობების არქიტექტურულ პროექტებზე, რომელთა შეთანხმებაც მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის იმ ფუნქციურ ზონაში, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.

3. სამშენებლო ნებართვის მფლობელმა, ნებართვის დადგენილი წესით გაცემიდან 10 დღის ვადაში არსებული საინფორმაციო დაფის გვერდით უნდა განათავსოს სხვა, დამატებითი საინფორმაციო დაფა, რომელზედაც უნდა მიეთითოს ინფორმაცია სამშენებლო ობიექტზე გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობის ათვისების, გამწვანების პროექტის ძირითადი ასპექტებისა და პარამეტრების შესახებ (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა და იმ შენობა-ნაგებობების არქიტექტურული პროექტებისა, რომელთა შეთანხმებაც მოთხოვნილია მიწის ნაკვეთის იმ ფუნქციურ ზონაში, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის), კერძოდ:

ა) გამწვანების მინიმალური კოეფიციენტით განსაზღვრული ფართობი;

ბ) გამწვანების პროექტის შეთანხმების თარიღი;

გ) გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობა და დახასიათება (მათ შორის, ხნოვანება, გარშემოწერილობა, სიმაღლე);

დ) გამწვანების პროექტის დასრულების თარიღი;

ე) ინფორმაცია გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობისთვის პასუხისმგებელი პირის შესახებ;

ვ) გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის ხანგრძლივობა;

ზ) შეთანხმებული გამწვანების პროექტის მაკეტი ან/და გამოსახულება ფოტომონტაჟის სახით.

მუხლი 5. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებული დაგეგმილი გამწვანების პროექტი

1. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით გათვალისწინებულია  დაგეგმილი გამწვანების პროექტის წარდგენა, მასში უნდა აღიწეროს სავარაუდო გამწვანების პროექტი.

2. დაგეგმილი გამწვანების პროექტი უნდა მოიცავდეს:

ა) ინფორმაციას დაგეგმილი გამწვანების შესახებ, რომელშიც აღწერილია სავარაუდო გამწვანების პროექტი. გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა;

ბ) ექსპერტის დასკვნას მიწის ნაკვეთზე არსებული მწვანე ნარგავის/ნარგავების აღწერისა და ხარისხობრივი შეფასების შესახებ;

გ) ტოპოგრაფიულ გეგმას, რომელზედაც აღნიშნულია მწვანე ნარგავები ექსპერტის დასკვნით მინიჭებული ნომრების მიხედვით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები არ მოითხოვება იმ ფუნქციურ ზონაზე, რომელშიც გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი განსაზღვრული არ არის.