„საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ ცალკეული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე” შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ ცალკეული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე” შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1751
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 01/02/2024
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016725
1751
01/02/2024
ვებგვერდი, 05/02/2024
000000000.00.00.016725
„საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ ცალკეული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე” შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური
 

სსიპ  შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №1751

2024 წლის 1 თებერვალი

ქ. თბილისი

 

,,საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ ცალკეული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლებისსამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ ცალკეული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე და 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შეფარდებული ჯარიმისაგან ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე პირის გათავისუფლების ღონისძიებების“ (დანართი №2):

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შენიშვნა შემდეგი რედაქციით:

„შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის არ გაითვალისწინება 1 ლარამდე არსებული დავალიანება/მოსაკრებელი;“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ დანართის პირველი პუნქტის მიხედვით მომსახურების დეპარტამენტის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმისაგან გათავისუფლების შემდეგ, პირის მიერ იმავე საგადასახადო დეკლარაციის/გაანგარიშების შემდგომი დაზუსტებისას, როდესაც შესწორებული დეკლარაციით/გაანგარიშებით დამატებით დარიცხული გადასახადის თანხა არ აღემატება პირველადი დეკლარაციით დარიცხული გადასახადის თანხის 50%-ს, მომსახურების დეპარტამენტი უფლებამოსილია არ განახორციელოს დაზუსტებული დეკლარაციით/გაანგარიშებით დაანგარიშებული სანქციის დაკისრება, ხოლო შესწორებული დეკლარაციით/გაანგარიშებით დამატებით დარიცხული გადასახადის თანხის 50%-ზე მეტზე დაზუსტების შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა განსაზღვროს დაზუსტებული საგადასახადო დეკლარაციას/გაანგარიშებასა და ამავე საანგარიშო პერიოდზე მის წინ წარმოდგენილ საგადასახადო დეკლარაციას/გაანგარიშებას შორის სხვაობის თანხიდან.“;

გ) მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის თაობაზე პირის მიერ საგადასახადო ორგანოში განცხადების (ამ დანართის მიზნებისთვის შემდგომში – მიმართვის განცხადება) წარდგენის შემდგომ, მაგრამ დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის ფაქტზე შესაბამისი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გამოცემამდე, პირს წარდგენილი აქვს დღგ-ის შესაბამისი დეკლარაცია;“;

დ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ამ დანართის მე-3 პუნქტის მიხედვით მომსახურების დეპარტამენტის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმისაგან გათავისუფლების შემდეგ, პირის მიერ დღგ-ის შესაბამისი დეკლარაცი(ებ)ის ან/და მიმართვის განცხადებაში მითითებული თანხის დაზუსტებისას (რომელთა მიხედვით მოხდა შეფარდებული სანქციის გამოანგარიშება), როდესაც დაზუსტებული მონაცემებით დამატებით დარიცხული თანხა (რომელთა მიხედვით უნდა მოხდეს სანქციის გამოანგარიშება) არ აღემატება პირველადი მონაცემებით დარიცხული თანხის 50%-ს, მომსახურების დეპარტამენტი უფლებამოსილია არ განახორციელოს დაზუსტებული მონაცემებით დაანგარიშებული სანქციის დაკისრება. ხოლო შესწორებული დეკლარაციით ან/და მიმართვის განცხადებაში მითითებული თანხის დაზუსტებისას (რომელთა მიხედვით მოხდა შეფარდებული სანქციის გამოანგარიშება) დაზუსტებული მონაცემებით დამატებით დარიცხული თანხის 50%-ზე მეტზე დაზუსტების შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა განისაზღვროს დაზუსტებული მონაცემებისა და ამ მონაცემების წინ დაზუსტებული მონაცემების სხვაობის თანხიდან.”;

ე) 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„51. ამ დანართის მიზნებისათვის, თუ წარმოდგენილია რამდენიმე საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (იმავე სახის და საანგარიშო პერიოდის)/მიმართვის განცხადება, პირველად საგადასახადო დეკლარაციას/გაანგარიშებას /პირველად მონაცემებს წარმოადგენს ის საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება/პირველადი მონაცემები, რომლის მიმართ მომსახურების დეპარტამენტის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 274-ე და 282-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე მიღებულ იქნა ჯარიმისაგან გათავისუფლების შესახებ პირველი გადაწყვეტილება.“;

ვ) 51 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის 52 პუნქტი:

„52. იმ შემთხვევაში, თუ გადასახადის გადამხდელის მიერ ერთი და იმავე საანგარიშო პერიოდზე წარმოდგენილია რამდენიმე საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება/მიმართვის განცხადება და საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე ჯარიმისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების მიღების თარიღისათვის არ არის გასული საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი გასაჩივრების ვადა, მომსახურების დეპარტამენტი ამ დანართით დადგენილი წესით გადაწყვეტილებას იღებს, როგორც იმ დეკლარაციით/გაანგარიშებით/მიმართვის განცხადებით განსაზღვრული ჯარიმისაგან გათავისუფლებაზე, რომელზეც წარდგენილია საჩივარი, ასევე, დამატებით დარიცხული თანხებისაგან გათავისუფლების შესახებ.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

სამსახურის უფროსი                                                                                                        ლევან კაკავა