დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 აგვისტოს №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 31/01/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/02/2024 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/02/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.104.016550 |
|
„წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 აგვისტოს №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 აგვისტოს №28 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 30/08/2023 წ, სარეგ.კოდი 190040000.35.104.016530) და დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის:
ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. ასანაზღაურებელი ხარჯების ზღვრული ოდენობა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის უფლებამოსილების განხორციელებისათვის დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა შეადგენს 700 (შვიდასი) ლარს.“; ბ) მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის: ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ფრაქციის თითოეულ წევრს, ფრაქციაში მუშაობისთვის გაწეული ხარჯი, არაუმეტეს 300 ლარისა, რომლის თაობაზე ფორმას დანართი №3-ის შესაბამისად, წარმოადგენს შესაბამისი ფრაქციის თავმჯდომარე;“; ბ.ბ) „ბ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ1) წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, რომელიც არ არის გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ფარგლებში პოლიტიკური საქმიანობის, მოსახლეობასთან შეხვედრისა და სხვა აქტივობების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები არაუმეტეს 300 ლარისა (ფორმა №5);“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 თებერვლიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები