დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ელექტროენერგეტიკის სექტორში ტარიფებისა და საფასურების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 15 დეკემბრის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია |
მიღების თარიღი | 01/02/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 05/02/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 300320000.16.009.016685 |
|
„ელექტროენერგეტიკის სექტორში ტარიფებისა და საფასურების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 15 დეკემბრის №68 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლისა და 29-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ადგენს: |
მუხლი 1 |
„ელექტროენერგეტიკის სექტორში ტარიფებისა და საფასურების გაანგარიშების მეთოდოლოგიების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 15 დეკემბრის №68 დადგენილების (ვებგვერდი, 23.12.2020, სარეგისტრაციო კოდი: 300320000.16.009.016429) პირველი მუხლის:
ა) „გ“ პუნქტით დამტკიცებული „ბოლო ალტერნატივის მიწოდების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი №3) მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. გარდამავალი დებულებები1. ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების სრულყოფილი ფუნქციონირების დაწყებისა და გასული პერიოდის 12 თვის უმაღლესი საშუალო თვიური ფასის არარსებობის შემთხვევაში, მეთოდოლოგიის მე-5 მუხლით გათვალისწინებული საბაზისო ფასის ნაცვლად გამოიყენება გასული 12 თვის განმავლობაში სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ მიერ გასაყიდ საბალანსო ელექტროენერგიაზე დაფიქსირებული უმაღლესი ფასი. 2. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელის ამოქმედებამდე, არანაკლებ სამი თვით ადრე, რეგულირებული საწარმო უფლებამოსილია შესაბამისი სატარიფო განაცხადით მიმართოს კომისიას, რომლის ფარგლებშიც კომისია უფლებამოსილია, შესაბამისი ტარიფის მოქმედების ვადა განსაზღვროს მიმდინარე სატარიფო რეგულირების პერიოდის ბოლომდე ან მომდევნო სატარიფო რეგულირების პერიოდის ჩათვლით.“; ბ) „ვ“ პუნქტით დამტკიცებული „ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორის მომსახურების საფასურის გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი №6) მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელის ამოქმედებამდე, არანაკლებ სამი თვით ადრე, ბაზრის ოპერატორი უფლებამოსილია შესაბამისი სატარიფო განაცხადით მიმართოს კომისიას, რომლის ფარგლებშიც კომისია უფლებამოსილია, შესაბამისი ტარიფის მოქმედების ვადა განსაზღვროს მიმდინარე სატარიფო რეგულირების პერიოდის ბოლომდე ან მომდევნო სატარიფო რეგულირების პერიოდის ჩათვლით.“; გ) „ვ1“ პუნქტით დამტკიცებული „საბითუმო საჯარო მომსახურების საფასურის გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი 61) მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელის ამოქმედებამდე, არანაკლებ სამი თვით ადრე, საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაცია უფლებამოსილია შესაბამისი სატარიფო განაცხადით მიმართოს კომისიას, რომლის ფარგლებშიც კომისია უფლებამოსილია, შესაბამისი ტარიფის მოქმედების ვადა განსაზღვროს მიმდინარე სატარიფო რეგულირების პერიოდის ბოლომდე ან მომდევნო სატარიფო რეგულირების პერიოდის ჩათვლით.“; დ) „ვ2“ პუნქტით დამტკიცებული „გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის“ (დანართი 62): დ.ა) მე-7 მუხლის მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „111“ პუნქტი: „111. რეგულირებული საწარმოს მიერ რეგულირებადი აქტივების ბაზის ღირებულების რეგულირებადი აქტივების წმინდა საბალანსო ღირებულებაზე ნაკლები ოდენობით ტარიფში გათვალისწინების მოთხოვნის შემთხვევაში, კომისია რეგულირებადი აქტივების ბაზის ღირებულებას განსაზღვრავს საწარმოს მოთხოვნის გათვალისწინებით.“; დ.ბ) მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ა) საანგარიშო თვემდე არაუგვიანეს 15 სამუშაო დღისა კომისიას შესათანხმებლად წარუდგინოს ბუნებრივი გაზის შესყიდვის ფასი;“; დ.გ) მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარდგენილი ბუნებრივი გაზის შესყიდვის ფასის ან ბუნებრივი გაზის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეთანხმების თაობაზე მსჯელობის შედეგად, კომისია უფლებამოსილია, უარი განაცხადოს შეთანხმებაზე ან შეითანხმოს იგი გარკვეული დამატებითი პირობებით ან პირობების გარეშე. ბუნებრივი გაზის შესყიდვის ფასის ან ბუნებრივი გაზის შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების შეთანხმების შემდეგ კომისია უზრუნველყოფს შესაბამისი ხელშეკრულების ძირითადი პირობების (ფასი, ანგარიშსწორების პირობები, მოქმედების პერიოდი) გასაჯაროებას ინფორმაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნების ან/და დაინტერესებული პირებისათვის პირდაპირ მიწოდების გზით;“; დ.დ) 22-ე მუხლის მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი: „7. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ახალი მოდელის ამოქმედებამდე, არანაკლებ სამი თვით ადრე, რეგულირებული საწარმო უფლებამოსილია შესაბამისი სატარიფო განაცხადით მიმართოს კომისიას, რომლის ფარგლებშიც კომისია უფლებამოსილია, შესაბამისი ტარიფის მოქმედების ვადა განსაზღვროს მიმდინარე სატარიფო წლის ბოლომდე ან მომდევნო სატარიფო წლის ჩათვლით.“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები