„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის №05/90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის №05/90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 05/33
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი
მიღების თარიღი 01/02/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.088.016059
05/33
01/02/2024
ვებგვერდი, 01/02/2024
040030000.22.088.016059
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის №05/90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი
 

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის

ბრძანება №05/33

2024 წლის 1 თებერვალი

ქ.თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის №05/90 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2021 წლის 16 მარტის №335-IVმს-Xმპ კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის №3822-XIIIმს-Xმპ კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის №05/90 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 09/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.054.016119) დამტკიცებულ წესდებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კონსერვატორიაში სწავლების ენა არის ქართული (სხვა ენაზე სწავლება, გარდა ინდივიდუალური სასწავლო კურსებისა, დაშვებულია, თუ ეს გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებით ან დადასტურებულია კონსერვატორიის საქმიანობაზე  სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი უწყების მიერ და შეთანხმებულია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან).“.

2. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) ინოვაციური კვლევებისა და სწავლებისათვის აუცილებელი პირობების, მათ შორის – ახალი მუსიკალური ტექნოლოგიების დანერგვისათვის სათანადო პირობების შექმნასა და ხელშეწყობას;“.

3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. კონსერვატორიის სტატუსი და სახელმწიფო კონტროლი

კონსერვატორია დაფუძნებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმით, რომლის საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლს, ამ წესდებითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.“.

4. მე-5 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მართვის ორგანოებია დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. კონსერვატორიის სტრუქტურა შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების – ფაკულტეტებისაგან, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულისაგან, კონსერვატორიის ბიბლიოთეკისაგან, კონსერვატორიის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების (ადმინისტრაციის) და დამხმარე სტრუქტურული ერთეულებისაგან: რექტორის აპარატისაგან, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატისაგან, წარმომადგენლობითი საბჭოს სამდივნოსა და აკადემიური საბჭოს სამდივნოსაგან.“;

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. კონსერვატორიის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესდების 242 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს და შექმნილი უნდა იყოს „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესდებით დადგენილი წესით. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში.“;

დ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. გადაწყვეტილებას საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულების, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის შექმნის ან გაუქმების შესახებ იღებს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულების, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით.“.

5. მე-7 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აკადემიური საბჭოს წევრები პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩევიან შემდეგი წესით:

ა) ფაკულტეტის წარმომადგენელი – ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ;

ბ) დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარმომადგენელი – დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის ყველა წევრის მიერ.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. აკადემიურ საბჭოში თითოეული ფაკულტეტიდან აირჩევა 4 წარმომადგენელი. არჩეულად ითვლება კენჭისყრის მიხედვით ოთხი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი.“;

გ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულს (გარდა ფაკულტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულისა) უნდა ჰყავდეს 1 წარმომადგენელი. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარმომადგენელი აირჩევა დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის ყველა წევრის მიერ პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების უბრალო უმრავლესობით.“;

დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი, ხოლო დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულიდან დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარმომადგენელი. აკადემიური საბჭოს წევრად პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.“;

ე) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

6. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ფაკულტეტის ან/და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „1-5“ ქვეპუნქტები:

„თ1) კონსერვატორიის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს კონსერვატორიის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის კანდიდატურას;

2) კონსერვატორიის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინებით განიხილავს და წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს კონსერვატორიის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებას და კონსერვატორიის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს;

3) კონსერვატორიის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინებით განიხილავს და წარმომადგენლობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს კონსერვატორიის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს;

4) კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით განიხილავს და ამტკიცებს კონსერვატორიის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესს;

5) ფაკულტეტის წარდგინებით განიხილავს და ამტკიცებს შესაბამისი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მიერ სტუდენტთა საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების და დისერტაციების შესრულებაში მონაწილეობის, აგრეთვე სტუდენტთა სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში ჩართვის წესს;“;

გ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,კ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით ამტკიცებს სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისთვის, აგრეთვე ფაკულტეტებზე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით;“;

დ) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ლ) აწესებს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში ფაკულტეტების საბჭოების წარდგინებით;“;

ე) „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„უ) იღებს გადაწყვეტილებას საგანმანათლებლო ერთეულის, დამოუკიდებელი სამეცნიერო- კვლევითი ერთეულის შექმნისა და გაუქმების შესახებ და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;“;

ვ) „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ღ) დადგენილებით იღებს დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულების, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებებს და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს;“;

ზ) „ჩ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჩ) ფაკულტეტის საბჭოს ან დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს წარდგინების საფუძველზე, გადაწყვეტილებას იღებს საპატიო დოქტორისა და ემერიტუსის წოდების მინიჭების შესახებ;“.

7. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) შეიმუშავებს კონსერვატორიის წესდებას აკადემიური საბჭოს მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს;“;

ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს ფაკულტეტის დებულებას, აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს კონსერვატორიის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულების, კონსერვატორიის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებებს, ხოლო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით – ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;“;

გ) „ო“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო1“ ქვეპუნქტი:

„ო1) აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს, შრომის ანაზღაურების ოდენობასა და პირობებს, ასევე კონსერვატორიის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს;“.

8. მე-14 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რექტორს ირჩევს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, 4 წლის ვადით. თუ ვერცერთმა პრეტენდენტმა ვერ დააგროვა ხმების ეს რაოდენობა, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში პირველი და მეორე საუკეთესო შედეგის მქონე პრეტენდენტი. თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არაუგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი. პრეტენდენტი, რომელიც ამავდროულად იკავებს რექტორის თანამდებობას, ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრაში არ მონაწილეობს. საარჩევნო პროცედურასთან დაკავშირებულ საკითხებს ადგენს აკადემიური საბჭო.“;

ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. რექტორის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას. პრეტენდენტი, რომელიც ამავდროულად იკავებს რექტორის თანამდებობას, ამ პუნქტით გათვალისწინებულ შეფასებაში არ მონაწილეობს.“;

გ) მე-8 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) უფლებამოსილია დანიშნოს კონსერვატორიის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი;“.

9. მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) კონსერვატორიის ფაკულტეტებთან, დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულთან და სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კონსულტაციის შედეგად კოორდინაციას უწევს კონსერვატორიის მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას;“.

10. მე-17 მუხლის მე-7 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“ ქვეპუნქტი:

„დ1) კონსერვატორიის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესის შემუშავებას, რომელსაც დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს. კონსერვატორიის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესი უნდა ეყრდნობოდეს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შეფასების საერთაშორისო სტანდარტებს (შეფასების პროცესში უცხოელ შემფასებელთა მონაწილეობა, სამეცნიერო ბიბლიომეტრიკის სხვადასხვა ფორმის გამოყენება და სხვა);“.

11. III თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის III1 თავი:

„თავი III1

დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული

მუხლი 241. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული

1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული არის კონსერვატორიის დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული, რომელიც ახორციელებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და რომელსაც ჰყავს მართვის ორგანოები.

2. დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულს უფლება აქვს, მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული უნდა აკმაყოფილებდეს ამ წესდების 242 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.

3. დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულს უფლება აქვს:

ა) განახორციელოს ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს საკონსულტაციო და საექსპერტო საქმიანობა;

გ) ორგანიზება გაუწიოს სამეცნიერო კონფერენციებსა და სხვა სამეცნიერო ღონისძიებებს;

დ) ითანამშრომლოს საქართველოსა და უცხოეთის სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან;

ე) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში;

ვ) კონსერვატორიის მიერ განსაზღვრული წესით მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების მომზადებასა და განხორციელებაში, აგრეთვე სტუდენტთა მიერ საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების და დისერტაციების შესრულებაში;

ზ) კონსერვატორიის მიერ განსაზღვრული წესით სტუდენტები ჩართოს სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში;

თ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.

4. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის ავტონომიურობის ფარგლები, მართვისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით.

მუხლი 242. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის კრიტერიუმები და მისი შექმნის წესი

1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული იქმნება ამ წესდებით დადგენილი წესით კონსერვატორიაში შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.

2. კონსერვატორიაში დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის შექმნის გადაწყვეტილებას იღებს კონსერვატორიის აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

3. კონსერვატორიის სამეცნიერო-კვლევითი ერთეული შესაძლებელია შეიქმნას მხოლოდ სამეცნიერო საქმიანობის ინსტიტუციური გამოცდილების მქონე სუბიექტისგან (ინსტიტუცია – სტრუქტურული ერთეული, დაწესებულება და სხვ.), მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. კონსერვატორიის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის შესაქმნელად შესაბამისი სუბიექტი უნდა აკმაყოფილებდეს ქვემომოცემულ კრიტერიუმებს:

ა) სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებად ან ერთეულად არსებობის არანაკლებ 15 წლის გამოცდილება და ამ პერიოდში საშუალოდ წლიურად სამეცნიერო საქმიანობის განმახორციელებელი არანაკლებ 3 თანამშრომელი;

ბ) მინიმუმ 5 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ჩატარების გამოცდილება;

გ) მინიმუმ 5 საერთაშორისო სამეცნიერო პროექტის განხორციელების გამოცდილება.

მუხლი 243. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტრუქტურა და მართვა

1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტრუქტურა შეიძლება ითვალისწინებდეს ძირითად და დამხმარე სტრუქტურულ ერთეულებს.

2. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მართვის ორგანოებია დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი.

3. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო და არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულები, მათი ხელმძღვანელობისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით. კონსერვატორიის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებას ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

4. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ღია კონკურსის საფუძველზე ირჩევს სამეცნიერო საბჭო და ამტკიცებს დირექტორი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულების შესაბამისად. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს. თუ პირს არ უკავია დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში, იგი ითვლება აგრეთვე სათანადო სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულად.

5. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არჩევის/დანიშვნის წესი განისაზღვრება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით.

მუხლი 244. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო

1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლები ქმნიან დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს.

2. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო:

ა) განიხილავს და წყვეტს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო მართვისა და განვითარების საკითხებს;

ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში მონაწილეობს კვლევითი კომპონენტის შესრულების მონიტორინგის პროცესში;

გ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობითა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

3. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს საქმიანობას წარმართავს მისი წევრებისაგან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული თავმჯდომარე.

4. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები, უფლებამოსილების ვადა, არჩევისა და უფლებამოსილების შეწყვეტის წესი განისაზღვრება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით.

მუხლი 245. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი

1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის საქმიანობას ხელმძღვანელობს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი.

2. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის კანდიდატურას 5 წლის ვადით, ღია კონკურსის საფუძველზე შეარჩევს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს. კანდიდატურის დამტკიცებაზე აკადემიური საბჭოს დასაბუთებული უარის შემთხვევაში, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო წარადგენს იმავე კანდიდატს ან შეარჩევს სხვა კანდიდატურას. კანდიდატურის დამტკიცებაზე აკადემიური საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში, კონსერვატორიის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს რექტორი. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო ვალდებულია, არაუგვიანეს 6 თვისა, შეარჩიოს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის ახალი კანდიდატურა. რექტორის მიერ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ინიშნება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის კანდიდატურის დამტკიცებამდე.

3. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს ამ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს და რომლის ასაკი 65 წელს არ აღემატება. თუ პირს არ უკავია დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობის დაკავების შემთხვევაში, იგი ითვლება აგრეთვე მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე არჩეულად. 65 წლის ასაკის მიღწევა არ იწვევს დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტას.

4. ერთმა და იმავე პირმა დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობა ზედიზედ შეიძლება მხოლოდ ორჯერ დაიკავოს.

5. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის კანდიდატურის შერჩევის წესი და დირექტორის უფლებამოსილებები განისაზღვრება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით.“.

12. 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონსერვატორიაში არსებობს ადმინისტრაციული, აკადემიური, სამეცნიერო, მასწავლებელთა და დამხმარე თანამდებობები.“.

13. 31-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 311-314 მუხლები:

„მუხლი 311. კონსერვატორიის სამეცნიერო პერსონალი

1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალი შეიძლება შედგებოდეს მეცნიერებისა და პოსტდოქტორანტებისაგან.

2. მეცნიერები არიან შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების მქონე პირები: მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი და მეცნიერი თანამშრომელი.

3. პოსტდოქტორანტია პირი, რომელიც კონკრეტული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის განსახორციელებლად არაუმეტეს 3 წლის ვადით, კონკურსის საფუძველზე აირჩევა ფაკულტეტზე ან დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული წესითა და ვადით. პოსტდოქტორანტად პირი შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ.

მუხლი 312. სამეცნიერო თანამდებობის დაკავების წესი

1. სამეცნიერო თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის საფუძველზე, რომელიც უნდა ჩატარდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების შესაბამისად.

2. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება 6 წლის ვადით შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და მნიშვნელოვანი პუბლიკაციები.

3. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება უვადოდ შეუძლია პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც აქვს განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები (სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და მაღალრეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და აქვს სხვა მიღწევები დარგის სპეციფიკის გათვალისწინებით).

4. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას იკავებს 5 წლის ვადით.

5. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას იკავებს 4 წლის ვადით.

6. სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების თარიღი და დამატებითი პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით გათვალისწინებული წესით, შესაბამისი საბუთების მიღებამდე 1 თვით ადრე.

7. მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციის გავლას. ატესტაციის გავლას არ ექვემდებარება მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, რომელიც მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე არჩეულია 5 წელზე მეტი ვადით, მაგრამ მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე არჩევიდან 5 წლის შემდეგ დარჩენილი აქვს უფლებამოსილების 5 წელზე ნაკლები ვადა.

8. ატესტაცია ტარდება რექტორის ბრძანებით შექმნილი შესაბამისი კომისიის/კომისიების მიერ. ატესტაცია ტარდება 2 ეტაპად – განხორციელებული სამეცნიერო საქმიანობის შეფასება და გასაუბრება. კომისიის მიერ სამეცნიერო საქმიანობის შეფასება ეფუძნება მინიმალურ სამეცნიერო მოთხოვნებს (კრიტერიუმებს), რომლებიც აისახება ატესტაციის ჩატარების ერთიანი წესისა და პირობების დამდგენ სამართლებრივ აქტში. ატესტაციის შედეგად შესაბამისი კომისია თითოეულ მეცნიერზე ადგენს დასკვნას. კომისია აკადემიური საბჭოს წინაშე და ატესტაციის შედეგებზე დაყრდნობით შუამდგომლობს, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი დარჩეს თუ გათავისუფლდეს მის მიერ დაკავებული თანამდებობიდან. ატესტაციის ჩატარების ერთიან წესსა და პირობებს შეიმუშავებს რექტორი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევით ერთეულის წარდგინებით და განსახილველად გადასცემს აკადემიურ საბჭოს. ატესტაციის ჩატარების ერთიან წესსა და პირობებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.

9. კონსერვატორიის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს და კონსერვატორიის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს შეიმუშავებს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და განსახილველად წარუდგენს უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს, რომელიც აღნიშნულ წესსა და დამატებით პირობებს დასამტკიცებლად წარუდგენს უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.

10. კონსერვატორია უფლებამოსილია დაადგინოს უფროსი მეცნიერი თანამშრომლისა და მეცნიერი თანამშრომლისათვის დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის პროცედურის გავლის ვალდებულება, მათი არჩევიდან არანაკლებ ნახევარი ვადის გასვლის შემდგომ არაუმეტეს ერთხელ. აღნიშნული პროცედურა ტარდება რექტორის ბრძანებით შექმნილი შესაბამისი კომისიის/კომისიების მიერ, 2 ეტაპად – განხორციელებული სამეცნიერო საქმიანობის შეფასება და გასაუბრება. კომისიის მიერ სამეცნიერო საქმიანობის შეფასება ეფუძნება კონსერვატორიის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს და კონსერვატორიის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს. დაკავებულ თანამდებობასთან შესაბამისობის პროცედურის შედეგად, კომისია თითოეულ მეცნიერზე ადგენს დასკვნას და აკადემიური საბჭოს წინაშე შუამდგომლობს, უფროსი ან მეცნიერი თანამშრომელი დარჩეს თუ გათავისუფლდეს მის მიერ დაკავებული თანამდებობიდან.

11. პოსტდოქტორანტად აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული წესით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი.

მუხლი 313. სამეცნიერო პერსონალის შრომითი ურთიერთობები

1. სამეცნიერო პერსონალთან იდება წერილობითი შრომითი ხელშეკრულება.

2. სამეცნიერო პერსონალთან დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა;

გ) დისციპლინური ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა;

დ) შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დარღვევა;

ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.

მუხლი 314. მეცნიერის უფლებები და მოვალეობები

1. მეცნიერის უფლებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით ან/და შრომითი ხელშეკრულებით.

2. მეცნიერს უფლება აქვს:

ა) გარე ჩარევის გარეშე განახორციელოს სამეცნიერო კვლევა და შეუზღუდავად გამოაქვეყნოს კვლევის შედეგები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი შეზღუდვა შრომითი ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული ან ისინი შეიცავენ სახელმწიფო საიდუმლოებას;

ბ) დამოუკიდებლად განსაზღვროს სამეცნიერო კვლევის შინაარსი, კვლევის მეთოდები და საშუალებები;

გ) მონაწილეობა მიიღოს საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო და კვლევითი კომპონენტების შესრულებაში;

დ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებასთან ერთად მონაწილეობა მიიღოს საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებელ კონკურსებში, აგრეთვე ისარგებლოს ინდივიდუალური გრანტის/გრანტების დაფინანსებით და მიიღოს დამატებითი დაფინანსება;

ე) განახორციელოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი.

3. მეცნიერი ვალდებულია:

ა) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობითა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით დადგენილი მოთხოვნები;

ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები;

გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ყოველწლიურად წარადგინოს შესრულებული სამუშაოს ანგარიში.

4. კონსერვატორია/დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული უზრუნველყოფენ სამეცნიერო პერსონალის სამეცნიერო კვლევის თავისუფლებას.“.

14. 32-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონსერვატორიაში ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება: რექტორი და მისი მოადგილე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და მისი მოადგილე, ფაკულტეტების დეკანები და მათი მოადგილეები, კონსერვატორიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი, ფაკულტეტების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსები.“.

15. 46-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კონსერვატორიის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რაც გულისხმობს კონსერვატორიის საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო უფლებამოსილია, მოსთხოვოს კონსერვატორიას კონტროლის განსახორციელებლად საჭირო ნებისმიერი მასალისა და ინფორმაციის წარმოდგენა.

3. კონსერვატორიამ, წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს თანხმობით, შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები:

ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა;

ბ) სესხის აღება;

გ) თავდებობა;

დ) სხვა გადაწყვეტილებები კონსერვატორიის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.“.

16. 46-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:

„31. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან ერთად, კონსერვატორიის უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შეძენა, გასხვისება ან იჯარით გაცემა ხორციელდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 85-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.“.

17. 46-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება, თუ იგი სცილდება საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებს, შეიძლება მხოლოდ წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. კონსერვატორიისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონება, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით შეიძლება უსასყიდლო ფლობისა და სარგებლობის უფლებით გადაეცეს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც ახორციელებს სკოლისგარეშე სახელოვნებო-შემოქმედებით საგანმანათლებლო პროგრამების სწავლებას.“.

18. 46-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.“.

19. 47-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 47. კონსერვატორიის ბალანსის შედგენა და შემოწმება

კონსერვატორია ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს. კონსერვატორიის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.“.

20. 48-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კონსერვატორიის რეორგანიზაციასა და ლიკვიდაციას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს მთავრობა, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარდგინებით.“.

21. 49-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წესდებაში ცვლილების პროექტს კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს მონაწილეობით შეიმუშავებს და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობითი საბჭო.“;

ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო წესდებას ამტკიცებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დასკვნის გათვალისწინებით.“.

 

მუხლი 2
1. აკადემიური საბჭოს შემადგენლობის ამ ბრძანებასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, კონსერვატორიას დაევალოს თითოეული ფაკულტეტიდან და ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრიდან აკადემიური საბჭოს დამატებით თითო წევრის ასარჩევად საჭირო პროცედურების განხორციელება ამ ბრძანების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 15 დღის ვადაში.

2. დაევალოს კონსერვატორიას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის, როგორც უკვე არსებული დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამართლებრივი დოკუმენტებისა და სტრუქტურის ამ წესდებასთან შესაბამისობაში მოყვანა, ამ ბრძანების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების დასრულებამდე, ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის დირექტორს და მის თანამშრომლებს უნარჩუნდებათ უფლებამოსილება.

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელითეა წულუკიანი