„სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 14/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 06/02/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 280070010.22.035.017131
14/ნ
06/02/2024
ვებგვერდი, 06/02/2024
280070010.22.035.017131
„სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №14/ნ

2024 წლის 6 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„სახელმწიფო პენსიის და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანებაში (სსმ III, 2006წ., №19, მუხლი 241) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული  №2 დანართის „სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესის“:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) ელექტრონული სისტემა – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ ადმინისტრირებადი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრის ელექტრონული სისტემა.“.

2. მე-7 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო (გარდა წვევამდელთა ეროვნული სამსახურიდან დათხოვნილი პირებისა), შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი პირები, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან დათხოვნილი სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები, იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილი, ზევადიანი სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან გათავისუფლებული პირები, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამდებობებიდან განთავისუფლებული სპეციალური წოდების მქონე პირები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან და საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან და ეროვნული უსაფრთხოების სამსახურიდან დათხოვნილი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები;‘‘;

ბ) 3​2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3​2. ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარება აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, ამავე სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან და იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების მქონე პირი ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირი, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი. ნამსახურობაში, გარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში და ამავე სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში და საგამოძიებო დეპარტამენტში ნამსახურობისა, შედის იმ ორგანოებში სამსახური, რომლებიც საპატიმრო სასჯელს აღასრულებდნენ (მიუხედავად მათი სამართლებრივი სტატუსისა და ორგანიზაციული დაქვემდებარებისა), აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში სამსახური.‘‘;

გ) 3​4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„34. ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამდებობიდან განთავისუფლებული სპეციალური წოდების მქონე პირები, თუ მათ აქვთ ნამსახურობის არანაკლებ 20 წელი. ნამსახურობაში, გარდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფში ნამსახურობისა, შედის შემდეგ ორგანოებში ნამსახურობა: სამხედრო, შინაგან საქმეთა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის და პროკურატურის ორგანოები, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია და საგამოძიებო დეპარტამენტი, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია და საგამოძიებო დეპარტამენტი, იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (2009 წლის დეკემბრამდე), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, აგრეთვე მოსამართლედ ან მის თანაშემწედ მუშაობა.‘‘.

3. 71 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. „პროკურატურის  შესახებ“  საქართველოს  ორგანული კანონის  37-ე  მუხლის პირველი პუნქტის  „ფ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პროკურატურიდან დათხოვნისას პროკურატურის თანამშრომელს კომპენსაცია ენიშნება, თუ მას აქვს ამავე  პუნქტით განსაზღვრულ ორგანოში/ორგანოებში სპეციალობით  მუშაობის არანაკლებ 20 წლის სტაჟი (მათ შორის, პროკურატურის სისტემაში –  არანაკლებ 4 წლის  სტაჟი). მუშაობის 20 წლის სტაჟში ჩაითვლება შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, პროკურატურის და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საგამოძიებო დეპარტამენტში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში და საგამოძიებო დეპარტამენტში, იმავე სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, 2011 წლის 11 მარტამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, 2011 წლის 11 მარტიდან 2011 წლის 3 ივნისამდე საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამის საგამოძიებო დანაყოფებში სპეციალობით მუშაობა, აგრეთვე ამ წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სხვა ორგანოების შესაბამის საგამოძიებო დანაყოფებში სპეციალობით მუშაობა. ამ კომპენსაციის ოდენობა არის:

ა) უმაღლესი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირისათვის –  სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 20%-ის შესაბამის სტაჟზე ნამრავლი;

ბ) უფროსი სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირისათვის – სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 15%-ის შესაბამის სტაჟზე ნამრავლი;

გ) საშუალო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირისათვის –  სახელმწიფო პენსიას დამატებული სახელმწიფო პენსიის 10%-ის შესაბამის სტაჟზე ნამრავლი.“.

4. მე-9 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან,  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან გათავისუფლებული პირებს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამდებობებიდან განთავისუფლებული სპეციალური წოდების მქონე პირები, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან და საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს;‘‘;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი პირისთვის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის გამო კომპენსაციის ოდენობაა:

ა) მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში –ამ წესის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის 115%;

ბ) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის შემთხვევაში – ამ წესის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის 125%.“.

5. მე-11 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) კომპენსაცია სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, საქართველოს დაზვერვის და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო სპეციალური წოდებით მომუშავე მოსამსახურეთა გარდაცვალების გამო ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მშობლებს, მეუღლეს და შვილებს, თუ მარჩენალი გარდაიცვალა სამხედრო სამსახურის დროს, ან არა უგვიანეს სამი თვისა სამხედრო სამსახურიდან გასვლის შემდეგ, ან ამ ვადაზე უფრო გვიან სხვა დაავადებით, რომელიც სამხედრო მოსამსახურემ მიიღო სამხედრო სამსახურის ან ოპერატიული მუშაობის დროს. ასეთივე უფლებით სარგებლობენ ყოფილი სამხედრო ტყვეების ოჯახის წევრები, რომლებიც ნებაყოფლობით არ ჩაბარდნენ ტყვედ და ტყვეობაში ყოფნის დროს არ ჩაიდინეს სამშობლოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება და სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე საომარი მოქმედების დროს უგზო - უკვლოდ დაკარგული სამხედრო მოსამსახურის ოჯახი უთანაბრდება ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახს;‘‘;

ბ)  „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში  −  სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, ამავე სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში და საგამოძიებო დეპარტამენტში, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საგამოძიებო დეპარტამენტში, იმავე სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მომუშავე სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, მის შრომისუუნარო მეუღლეს, მშობლებს და შვილებს;‘‘;

გ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

,,ვ) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი პირის სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს: გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე, შრომისუუნარო მშობლებს, მეუღლეს და შვილებს.  აღნიშნული კომპენსაცია ინიშნება ამ თავით დადგენილი წესით. მისი ოდენობაა ამ წესის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის 75%.“. 

6. მე-15 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „აქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სამხედრო, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთათვის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან,  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან დათხოვნილი სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთათვის, იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილი, ზევადიანი სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთათვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან გათავისუფლებულ პირთათვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამდებობიდან გათავისუფლებულ პირთათვის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან და საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთათვის ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი,  შესაბამისი უწყების/დაწესებულების მიერ გაცემული წელთა ნამსახურობის ნუსხა/გაანგარიშება, ბრძანება სამხედრო ძალების/თავდაცვის ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, ბრძანება საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის დათხოვნის შესახებ, ბრძანება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ბრძანება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ბრძანება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, ამავე სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, საგამოძიებო დეპარტამენტიდან ან სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნის შესახებ, ბრძანება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან და  საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ, ბრძანება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატიდან დათხოვნის შესახებ, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო- სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი.

ა.ა) სამხედრო, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილმა პირმა, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფმა პირმა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან,  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან დათხოვნილმა სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირმა, იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილმა, ზევადიანი სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირმა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან გათავისუფლებულმა პირმა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამდებობიდან გათავისუფლებულმა პირმა,  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან და საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან დათხოვნილმა სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე   პირმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატიდან დათხოვნილმა სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირმა შეზღუდული შესაძლებლობის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, შესაბამისი უწყების/დაწესებულების მიერ გაცემული წელთა ნამსახურობის ნუსხა/გაანგარიშება, ბრძანება სამხედრო ძალების /თავდაცვის ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, ბრძანება საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის დათხოვნის შესახებ,  ბრძანება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ, ბრძანება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ბრძანება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ბრძანება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, საგამოძიებო დეპარტამენტიდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, ამავე სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან დათხოვნის შესახებ, ბრძანება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან და   საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ, ბრძანება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატიდან დათხოვნის შესახებ, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი;

ა.ბ) სამხედრო, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის, შინაგან საქმეთა ორგანოების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის,  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის და საგამოძიებო დეპარტამენტის, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის და საგამოძიებო დეპარტამენტის, იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მოსამსახურის,  გარდაცვალების შემთხვევაში, ოჯახის წევრებზე კომპენსაციის დანიშვნისათვის – პირადობის დამადასტურებელი  დოკუმენტი, წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება სამხედრო ძალების/თავდაცვის ძალების  რიგებიდან დათხოვნის შესახებ, ბრძანება საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის დათხოვნის შესახებ, ბრძანება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ, ბრძანება საქართველოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან, ბრძანება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ბრძანება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ბრძანება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან, საგამოძიებო დეპარტამენტიდან და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნის შესახებ, ბრძანება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან და   საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ, ბრძანება ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატიდან დათხოვნის შესახებ, გარდაცვალების მოწმობა, საჭიროების შემთხვევაში შრომისუუნარობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამასთან, დამატებით, მშობლებზე – გარდაცვლილის დაბადების მოწმობა, მეუღლეზე – ქორწინების მოწმობა, შვილ(ებ)ზე – დაბადების მოწმობა;‘‘;

ბ)  მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. იმ შემთხვევაში, თუ კომპენსაციის მაძიებელს ან/და კომპენსაციის მიმღებ პირს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი დაუდგინდა 2024 წლის 1 თებერვლის შემდეგ, სახელმწიფო კომპენსაციის მიღებაზე უფლების დადგენის მიზნით იგი თავისუფლდება ამ წესით განსაზღვრული სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერის წარდგენის ვალდებულებისგან. მინიჭებული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადასტურებას სააგენტო უზრუნველყოფს ელექტრონული სისტემის საშუალებით, რომელზეც წვდომა ხორციელდება სააგენტოსა და ელექტრონული სისტემის მესაკუთრეს შორის გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად.“.

7. მე-19 მუხლს მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. სააგენტო უფლებამოსილია შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მოქმედების ვადის გასვლამდე გადაამოწმოს ბენეფიციარის მონაცემები ელექტრონულ სისტემაში და იქ არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით მიიღოს გადაწყვეტილება სახელმწიფო კომპენსაციის ავტომატურად გაგრძელების (ბენეფიციარის განცხადებით მომართვის გარეშე სტატუსის მოქმედების ვადის ფარგლებში) ან შეჩერების/შეწყვეტის თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მოქმედების ვადის გასვლამდე ელექტრონულ სისტემაში ბენეფიციარს დაუფიქსირდება შეზღუდული შესაძლებლობის ახალი სტატუსი,  სახელმწიფო კომპენსაციის ავტომატური გაგრძელება განხორციელდება მომდევნო თვიდან შესაბამისი კატეგორიისათვის განსაზღვრული თანხის ოდენობით.“.

მუხლი 2
   1. ამ ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტი, მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-7 პუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 1 თებერვლიდან.

      2. ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-2 - მე-5 პუნქტები და მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიზურაბ აზარაშვილი