„მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 03
დოკუმენტის მიმღები მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/01/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.159.016562
03
31/01/2024
ვებგვერდი, 01/02/2024
190020020.35.159.016562
„მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მარნეულის მუნიციპალიტეტი
 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2024 წლის 31 იანვარი

ქ. მარნეული

,,მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 11 მარტის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველბის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის  შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „მარნეულის მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2019 წლის 11 მარტის, №9 დადგენილების (ვებგვერდი: www.matsne.gov.ge; გამოქვეყნების თარიღი: 14/03/2019; სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.159.016361) დანართ №1-ში და,

1. დადგენილების დანართი №1-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ოპერაციის ან/და რეაბილიტაციის ან/და გმოკვლევის ან/და მკურნალობის  ან/და მედიკამენტების შეძენის დაფინანსების მიზნით, დახმარება გაეწევა ეტაპობრივად წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების 80%-ით, კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 2 000 ლარისა. მედიკამენტების შეძენის დაფინანსების შემთხვევაში ბენეფიციარს დახმარება გაეწევა წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების 80%-ით,   კვარტალში ერთხელ არაუმეტეს 500 ლარისა, ამ პუნქტით განსაზღვრული თანხის  ფარგლებში. იმ პირებისათვის, რომლებიც არიან ეტლს მიჯაჭვულები/მწოლიარეები, ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე, დაფინანსებას დაექვემდებარება ჰიგიენური საშუალებები, წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების 80%-ით, არაუმეტეს 500 ლარისა.

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;

ა.ბ) ბენეფიციარის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

ა.დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

ა.ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ბ) ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.“.

2. დადგენილების დანართი №1-ის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მარნეულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეების ან/და იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილი მოსახლეობის, რომელზეც განცხადების განხილვის ეტაპისათვის ვრცელდება წესის პირველი – მე-7 მუხლებით დადგენილი შეზღუდვები (მაგ., ათვისებული აქვს პროგრამით გათვალისწინებული გასაცემი დახმარებები ან/და არ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს), განცხადების განხილვის მიზნით მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში, მერის გადაწყვეტილებით იქმნება სოციალური და ჯანდაცვის საკითხების განმხილველი საბჭო (შემგომში  – „საბჭო“), რომლის არანაკლებ 7-წევრიან შემადგენლობას (მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არანაკლებ 1 წევრის და საკრებულოს აპარატის 2 თანამშრომლის, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირის ან/სხვა საჯარო მოსამსახურის არანაკლებ 4) ამტკიცებს მუნიციპალიტეტის მერი.“.

3. დადგენილების დანართი №1-ის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საბჭოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა განიხილოს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირების განცხადება, შეისწავლოს მათი მდგომარეობა და გაუწიოს დაფინანსების რეკომენდაცია მუნიციპალიტეტის მერს ან/და მის მიერ უფლებამოსილ პირს, ბენეფიციარისათვის ჯანმრთელობის დაცვის (ოპერაცია, გამოკვლევა) მიმართულებით.“.

4. დადგენილების დანართი №1-ის მე-8 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. ამ მუხლის 22 პუნქტით გათვალისწინებულ ოდენობაზე მეტი რაოდენობის თანხის დასაბუთებულ საჭიროებას აფასებს საბჭო და ასეთი საჭიროების განსაზღვრის შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თანხმობით. საბჭოს გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რასთან დაკავშირებითაც მერი ან/და მის მიერ უფლებამოსილი პირი იღებს შემდეგი სახის გადაწყვეტილებას:

ა) გაითვალისწინოს საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაცია და განახორციელოს სათანადო საგარანტიო წერილის გაგზავნა;

ბ) გაცემულ რეკომენდაციაზე დასაბუთებული შენიშვნები ერთჯერადად დაუბრუნოს საბჭოს.“.

5. დადგენილების დანართი №1-ის მე-8 მუხლის 22 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„22. ბენეფიციარის დაფინანსება განხორციელდება:

ა) 500-დან – 5000 ლარამდე ოპერაციის/გამოკვლევის დაფინანსების მიზნით, ბენეფიციარი დაფინანსდება წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების 80%-ით, კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 2 000 ლარის ოდენობით;

ბ) 5000-დან – 10 000 ლარამდე ოპერაციის/გამოკვლევის დაფინანსების მიზნით, ბენეფიციარს დახმარება გაეწევა წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების 80%-ით, კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 3 000 ლარის ოდენობით;

გ) 10 000 ლარის და მეტის შემთხვევაში ოპერაციის/გამოკვლევის დაფინანსების მიზნით, ბენეფიციარს დახმარება გაეწევა წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების 80%-ით, კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 4 000 ლარის ოდენობით;

დ) 13 წლამდე ასაკის ფიზიოთერაპიის და მასაჟის დაფინანსების მიზნით, ბენეფიციარს დახმარება გაეწევა კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით.“.

6. დადგენილების დანართი №1-ის მე-8 მუხლის მე-5 პუნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილებას საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე იღებს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ან/და მის მიერ უფლებამოსილი პირი.“.

7. დადგენილების დანართი №1-ის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. მერი ან/და მის მიერ უფლებამოსილი პირი დაფინანსების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გასცემს საგარანტიო წერილს, რომლის ვადა განისაზღვრება 60 (სამოცი) დღის ოდენობით (მაგრამ არაუგვიანეს კალენდარული წლის 15 დეკემბრისა) და ანაზღაურება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით, მომსახურების გამწევი სუბიექტის ანგარიშზე, გარდა გამონაკლისი შემთხვევისა, რა დროსაც შესაძლებელია თანხა გადაირიცხოს როგორც ამ მუხლის ბენეფიციარის ანგარიშზე, ასევე შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირის ანგარიშზე.“.

8. დადგენილების დანართი №1-ის მე-8 მუხლის მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„11. საბჭო იკრიბება არანაკლებ თვეში 1-ჯერ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიორგაძე