დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 33 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 31/01/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/02/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 190040000.22.033.017797 |
33
31/01/2024
ვებგვერდი, 02/02/2024
190040000.22.033.017797
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
|
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში (სსმ III, 29.11.2007 წ., №169, მუხლი 1871) შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) დანართ №2-ში აღნიშნული ციფრები განსაზღვრავენ სახელმწიფო ბიუჯეტს, აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით განსაზღვრულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს და სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებულ სახელმწიფო საწარმოებს (შემდგომში – სახელმწიფო საწარმოები);“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
დოკუმენტის კომენტარები