ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/01/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.127.016468
4
31/01/2024
ვებგვერდი, 01/02/2024
010250020.35.127.016468
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2024 წლის 31 იანვარი

ქ. ზესტაფონი 

 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფისა და შეღავათების დადგენის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტისა და „ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 დეკემბრის №667 დადგენილების შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე მგზავრობის ტარიფი განისაზღვროს 0.60 ლარით.
მუხლი 2
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებადსფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე შეღავათიანი ტარიფით, 0.40 ლარით მგზავრობის უფლება მიეცეთ შემდეგ პირთა კატეგორიებს:

1. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით ზესტაფონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პენსიონერებს;

2. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით ზესტაფონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს – დევნილებს;

3. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემთა ბაზის მიხედვით ზესტაფონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს;

4. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით ზესტაფონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს;

5. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს;

6. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს;

7. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ მარჩენალ დაკარგულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს;

8. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს.

მუხლი 3
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მარშრუტებზე უფასო მგზავრობის უფლება მიენიჭოთ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს.
მუხლი 4
1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარული სამგზავრო გადაყვანის გადახდის სისტემას ნერგავს და ამ დადგენილებით განსაზღვრული მგაზვრობის საფასურის მოკრებას ახორციელებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთლმოწყობის სერვისცენტრის“ (ს/ნ : 430024555) მიერ შერჩეული შესაბამისი უფლებამოსილი სუბიექტი გადახდის სიტემის მოწყობის ფარგლებში, ასევე, უზრუნველყოფს ამ დადგენილების პირველი და მე-2 მუხლებით გათვალისწინებული მგზავრებისთვის, სამგზავრო პლასტიკური ბარათების დამზადებასა და გაცემას.

2. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ„ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთლმოწყობის სერვისცენტრის“ (ს/ნ : 430024555) მიენიჭოს უფლებამოსილება, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების განმახორციელებელ უფლებამოსილ სუბიექტთან გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება.

 

მუხლი 5
1. ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირების მგზავრობა ხორციელდება ა(ა)იპ „ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთლმოწყობის სერვისცენტრის“ (ს/ნ : 430024555) მიერ შერჩეული, ამ დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული, უფლებამოსილი სუბიექტის მიერ გაცემული სამგზავრო პლასტიკური ბარათების მეშვეობით.

2. ამ დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტის (ბარათის გამცემი) მიერ გაცემული ბარათის დაზიანებისას ან დაკარგვისას, თუ ორივე შემთხვევაში წარმოიშვა ახალი ბარათის გაცემის აუცილებლობა, ბარათის აღდგენის თხოვნით, ბარათის გამცემს მიმართავს, ბარათის კანონიერი მფლობელი.

3. ამ დადგენილების მე-2 მუხლით გათვალისწინებული პირთა კატეგორიისათვის განკუთვნილი სამგზავრო პლასტიკური ბარათის სხვა პირთა მიერ მგზავრობისათვის გამოყენება ან ამ ბარათის სხვა პირზე ნებისმიერი ფორმით გადაცემა, რასაც მოჰყვა არაუფლებამოსილი პირის მიერ ბარათით სამგზავრო ბილეთის აღება, ექვემდებარება სამართალდამრღვევი პირის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმებას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთლმოწყობის სერვისცენტრის“ (ს/ნ : 430024555) უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, რომელიც დაუყოვნებლივ იღებს გადაწყვეტილებას შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირის/პირების სამგზავრო პლასტიკური ბარათის ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთლმოწყობის სერვისცენტრი“ (ს/ნ : 430024555) უზრუნველყოფს ამ დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას, ბარათის დაბლოკვის მიზნით.

4. ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვა ხორციელდება 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადით, ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბარათის სამგზავრო ფუნქციის დაბლოკვას 90 (ოცხმოცდაათი) კალენდარული დღის ვადით. აღნიშნული ვადისგასვლის შემდეგ, ბარათი ექვემდებარება უფასო განბლოკვას.

5. ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირებზე სამგზავრო პლასტიკურიბარათისგაცემა/აღდგენახორციელდება მათ მიერ ამ დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილ სუბიექტთან მიმართვის საფუძველზე.

მუხლი 6
ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით სარგებლობის მიზნით გასაცემი სამგზავრო პერსონიფიცირებული პლასტიკური ბარათის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი სტატუსისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 7
ამ დადგენილების მე-2 და მე-3 მუხლებით განსაზღვრული შეღავათიანი/უფასო მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირთა მონაცემთა ბაზის განახლების მიზნით, ამ დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი სუბიექტისათვის (ბარათის გამცემი) ან/და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ან/და ა(ა)იპ „ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთლმოწყობის სერვისცენტრი” -სათვის შესაბამისი ინფორმაციის კვარტალურად მიწოდების უზრუნველყოფა ეთხოვოთ შემდეგ დაწესებულებებს:

1. ამ დადგენილების მე-2 მუხლის პირველი, მე-2, მე-4, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტებით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს.

2. ამ დადგენილების მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს.

3. ამ დადგენილების მე-3 მუხლით დადგენილი კატეგორიის მქონე პირებთან დაკავშირებით – სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას.

მუხლი 8
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევახტანგ ღამბაშიძე