ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების შესახებ

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 31/01/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 01/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.127.016467
3
31/01/2024
ვებგვერდი, 01/02/2024
010250020.35.127.016467
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების შესახებ
ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2024 წლის 31 იანვარი

ქ. ზესტაფონი 

 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-11 პუნქტის, მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის, „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „რ“ ქვეპუნქტის, „ეკონომიკის რეგულირებადი სფეროების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 05 დეკემბრის №667 დადგენილების შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტები დანართი №1-ის შესაბამისად.

 

მუხლი 2
ამ დადგენილების დანართით დამტკიცებული მარშრუტების შესაბამისად, ავტობუსებით (M3 კატეგორია) რეგულარულ სამგაზვრო გადაყვანას ახორციელებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „ზესტაფონის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სერვისცენტრი“ (ს/ნ:430024555).

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევახტანგ ღამბაშიძე



დანართი №1

 

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M3 კატეგორია) მოძრაობის მარშრუტები

მარშრუტის №

ავტობუსების (M3 კატეგორია) მარშრუტები

მარშრუტის უკუ მიმართულება

ავტობუსების ყოველდღიურირაოდენობა

ინტერვალისაშუალოდ (წთ)

1

ა) შათირიშვილის ქუჩა ბ) მელქაძის ქუჩა გ) კეკელიძის ქუჩა დ) გ.ჭანტურიას ქუჩა ე) დ.აღმაშენებელის ქუჩა ვ) ს.ზაქარიაძის ქუჩა ზ) თამარ მეფის ქუჩა თ) არჩილ და იუზა ცქიტიშვილების ქუჩა ი) სტაროსელსკის ქუჩა კ) გ.ჭანტურიას ქუჩა ლ) ლ.მაღლაკელიძის ქუჩა მ) შათირიშვილის ქუჩა

ა) შათირიშვილის ქუჩაბ)ლ.მაღლაკელიძის ქუჩა გ) გ.ჭანტურიას ქუჩა დ) სტაროსელსკის ქუჩა ე) არჩილ და იუზა ცქიტიშვილების ქუჩა ვ) თამარ მეფის ქუჩა ზ) ს.ზაქარიაძის ქუჩა თ) დ.აღმაშენებელის ქუჩა ი) გ.ჭანტურიას ქუჩა კ) კეკელიძის ქუჩა ლ) მელქაძის ქუჩა მ) შათირიშვილის ქუჩა

2

 

2

ა) შათირიშვილის ქუჩა ბ) მელქაძის ქუჩა დ) კეკელიძის ქუჩა ე) შოთა რუსთაველის ქუჩა ვ) დ.აღმაშენებელის ქუჩა ზ) სტაროსელსკის ქუჩა თ) კვედა საქარის მაგისტრალიდან ჩამოსასვლელი ი) სტაროსელსკის ქუჩა კ) დ.აღმაშენებელის ქუჩა ლ) შოთა რუსთაველის ქუჩა მ) ფარნავაზის ქუჩა ნ) შოთა რუსთაველის ქუჩა ო) კეკელიძის ქუჩა პ) მელქაძის ქუჩა ჟ) შთირიშვილის ქუჩა

 

1