დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საჯარო სკოლის დირექტორის, დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის ან მოვალეობის სხვა შემსრულებლის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 7 ნოემბრის №147/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 31/ნ |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
მიღების თარიღი | 15/02/2024 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/02/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 430050000.22.022.018449 |
|
„საჯარო სკოლის დირექტორის, დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის ან მოვალეობის სხვა შემსრულებლის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 7 ნოემბრის №147/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (N3822-XIIIმს-Xმპ; 30/11/2023) შესაბამისად,
ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
„საჯარო სკოლის დირექტორის, დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის ან მოვალეობის სხვა შემსრულებლის რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2014 წლის 7 ნოემბრის №147/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 10/11/2014, სარეგისტრაციო კოდი: 430050000.22.022.016882) პირველი მუხლით დამტკიცებული „საჯარო სკოლის დირექტორის, დირექტორის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში – მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის ან მოვალეობის სხვა შემსრულებლის რეგისტრაციის წესის“:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის (შემდგომ – მინისტრი) მიერ დირექტორის, ან დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნის შემთხვევაში მართვის სისტემა რეგისტრაციას უზრუნველყოფს დირექტორის დანიშვნის შესახებ მინისტრის ბრძანების საფუძველზე.“ 2. მე-3 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) მინისტრის ბრძანების საფუძველზე სკოლის დირექტორის გათავისუფლების შემთხვევაში, მინისტრის ბრძანება, სკოლის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მინისტრის მიერ სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში უფლებამოსილების შეწყვეტის რეგისტრაციას მართვის სისტემა უზრუნველყოფს – სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის გათავისუფლების შესახებ მინისტრის ბრძანების საფუძველზე.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები