„უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 41/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 15/02/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 430210000.22.022.018459
41/ნ
15/02/2024
ვებგვერდი, 16/02/2024
430210000.22.022.018459
„უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №41/ნ

2024 წლის 15 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის №90/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (№3822-XIIIმს-Xმპ; 30/11/2023) შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის №90/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 19/10/2021, სარეგისტრაციო კოდი: 430210000.22.022.018090) პირველი მუხლით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესის და პირობების“:

1. პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სისტემის შექმნასა და ადმინისტრირებაზე, აგრეთვე მასში ასახული ინფორმაციის შეგროვებაზე, შენახვაზე, დამუშავებასა და ანალიზზე პასუხისმგებელ სუბიექტს წარმოადგენს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (შემდგომ – მართვის სისტემა), გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4. ამ წესის მე-6 მუხლის თანახმად ასახული ინფორმაციის შეგროვებაზე, შენახვაზე, დამუშავებასა და ანალიზზე პასუხისმგებელ სუბიექტს წარმოადგენს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომ – ცენტრი), ხოლო მართვის სისტემა უზრუნველყოფს ცენტრის ტექნიკურ მხარდაჭერას.“.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო;“.

3. მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ასევე უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე სწავლის გაგრძელების უფლების მქონე პირთა შესახებ მართვის სისტემის მიერ შეიტანება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“ და „ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მართვის სისტემისათვის წარდგენიდან არაუგვიანეს ათი სამუშაო დღის ვადაში.“.

4. მე-17 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სრულად ამოქმედებისა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირების ელექტრონულ სისტემებთან/მონაცემთა ბაზებთან ავტომატური წვდომის სრულყოფილად უზრუნველყოფის შემდგომ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების, ამ პროგრამების განმახორციელებელი პირებისა და ამ პროგრამებზე ჩარიცხვის უფლების მქონე/ჩარიცხული პირების შესახებ ინფორმაცია სისტემაში გენერირდება ავტომატურად, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგიორგი ამილახვარი