დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის ელექტრონული სისტემის შექმნის, მართვისა და ადმინისტრირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 6 აგვისტოს N68/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 29/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 15/02/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 15/02/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430060000.22.022.018447 |
29/ნ
15/02/2024
ვებგვერდი, 15/02/2024
430060000.22.022.018447
„პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის ელექტრონული სისტემის შექმნის, მართვისა და ადმინისტრირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 6 აგვისტოს N68/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
|
„პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის ელექტრონული სისტემის შექმნის, მართვისა და ადმინისტრირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 6 აგვისტოს №68/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
“ საქართველოს კანონის (N3822-XIIIმს-Xმპ; 30/11/2023) შესაბამისად,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის ელექტრონული სისტემის შექმნის, მართვისა და ადმინისტრირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 6 აგვისტოს N68/ნ ბრძანების (www.matsne.gov.ge, 09/08/2021, სარეგისტრაციო კოდი: 430060000.22.022.018068) პირველი მუხლით დამტკიცებული „პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის ელექტრონული სისტემის შექმნის, მართვისა და ადმინისტრირების წესის“ მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლებს, რომელთაც გააჩნიათ სისტემაში მონაცემებზე წვდომის შესაბამისი მასშტაბი;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები