„საჯარო სკოლებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 09 მარტის №20/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 40/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 15/02/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 430070000.22.022.018458
40/ნ
15/02/2024
ვებგვერდი, 16/02/2024
430070000.22.022.018458
„საჯარო სკოლებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 09 მარტის №20/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №40/ნ

2024 წლის 15 თებერვალი

ქ.თბილისი

„საჯარო სკოლებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 09 მარტის №20/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს  კანონის (N3822-XIIIმს-Xმპ; 30/11/2023) შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სკოლებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 9 მარტის №20/ნ ბრძანების (www.matsne.gov,ge, 11/03/2016, 430070000.22.022.017093) პირველი მუხლით დამტკიცებული „საჯარო სკოლებისთვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლებისათვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის წესის“  მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. ინფორმაციის საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის მიწოდების წესი და ვადები

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (შემდგომ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა), შესაბამისი თვის 20 რიცხვის 20:00 საათის მდგომარეობით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, უზრუნველყოფს სამინისტროსათვის ელექტრონული ფორმით შემდეგი ინფორმაციის მიწოდებას:

ა) იმ საჯარო სკოლის დასახელება და საიდენტიფიკაციო მონაცემები, სადაც სწავლობენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები;

ბ) იმ საჯარო სკოლის რეკვიზიტები, სადაც სწავლობენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები;

გ) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების სახელი, გვარი, პირადი ნომერი და შესაბამისი კლასი“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგიორგი ამილახვარი