„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 11 თებერვლის №13/ნ/№29 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 70/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 27/02/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.018488
70/ნ
27/02/2024
ვებგვერდი, 28/02/2024
430030000.22.022.018488
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 11 თებერვლის №13/ნ/№29 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ერთობლივი ბრძანება №70/ნ/№56 

2024 წლის 27 თებერვალი

ქ.თბილისი

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 11 თებერვლის №13/ნ/№29 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის (№3822-XIIIმს-Xმპ; 30/11/2023) შესაბამისად,  ვბრძანებთ:

მუხლი 1
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 11 თებერვლის 13/ნ/ №29 ერთობლივი ბრძანების (www.matsne.gov.ge, 12/02/2016, სარეგისტრაციო კოდი: 430030000.22.022.017086) პირველი მუხლით დამტკიცებული „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვაუჩერის გაცემისა და გადატანის წესის“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის ავტორიზაციის მინიჭების ან ცვლილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, წერილობით აწვდის სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას (შემდგომ – მართვის სისტემა) და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) ეკონომიკურ დეპარტამენტს შემდეგ ინფორმაციას:

ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასახელება ქართულ და ინგლისურ ენებზე;

ბ) საიდენტიფიკაციო კოდი;

გ) მისამართი (რეგიონის და თვითმმართველი ქალაქის/მუნიციპალიტეტის მითითებით);

დ) მინიჭებული ავტორიზაციის ხანგრძლივობა;

ე) საფეხური, რაზეც მინიჭებული აქვს ავტორიზაცია;

ვ) მოსწავლეთა ზღვრული ოდენობა;

ზ) ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების ენა.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგიორგი ამილახვარი
საქართველოს ფინანსთა მინისტრილაშა ხუციშვილი