“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი სახაზინო ადვოკატის სამსახურის შექმნის შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის №308 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

  • Word
“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი სახაზინო ადვოკატის სამსახურის შექმნის შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის №308 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 1275
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 15/07/2005
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 84, 18/07/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 02/07/2007
სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.007.560
  • Word
1275
15/07/2005
სსმ, 84, 18/07/2005
040.030.000.22.027.007.560
“საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი სახაზინო ადვოკატის სამსახურის შექმნის შესახებ" საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის №308 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.027.007.560

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1275

2005 წლის 15 ივლისი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატის სამსახურის შექმნის შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის №308 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2005 წლის 17 თებერვლის №308 ბრძანებით დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი (სახაზინო) ადვოკატის სამსახურის დებულებაში (სსმ III, 2005 წელი, №18, მუხ. 177) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-3 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. მომსახურება ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესის ყველა სტადიაზე.”;

ბ) მე-3 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) დაცვას სისხლის სამართლის საქმეებზე წინასწარი გამოძიების სტადიაზე;”.

2. მე-12 მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) იცავს ეჭვმიტანილს/ბრალდებულს სისხლის სამართლის საქმეებზე წინასწარი გამოძიების სტადიაზე;”.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. კემულარია