შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრის ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებისა და წარმოების წესის დამტკიცების შესახებ

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრის ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებისა და წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 7/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 31/01/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/01/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.017124
7/ნ
31/01/2024
ვებგვერდი, 31/01/2024
470230000.22.035.017124
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრის ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებისა და წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №7/ნ

2024 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრის ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებისა და წარმოების წესის დამტკიცების შესახებ

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ლ1“ ქვეპუნქტისა და „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრის ელექტრონული სისტემის ფუნქციონირებისა და წარმოების წესი“ (დანართი №1).
მუხლი 2
1. სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის ჩატარების უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებები ვალდებულნი არიან, სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შედეგების შესახებ ინფორმაცია ასახონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრის ელექტრონულ სისტემაში, ამ ბრძანების №1 დანართის მოთხოვნების შესაბამისად.
2. სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ვალდებულია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზისა და კონტროლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განმეორებით შემოწმებაზე (გადამოწმებაზე) გაგზავნასთან დაკავშირებით ინფორმაცია ასახოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრის ელექტრონულ სისტემაში, ამ ბრძანების №1.6 დანართის მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 თებერვლიდან.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიზურაბ აზარაშვილი