„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 28
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 30/01/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 200090000.22.033.017794
28
30/01/2024
ვებგვერდი, 31/01/2024
200090000.22.033.017794
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №28

2024 წლის 30 იანვარი

ქ. თბილისი

 

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით (ვებგვერდი, 060111, 03/01/2011, სარეგისტრაციო კოდი: 200090000.22.033.016112) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
  1. დანართი №II-04 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
  1. 331 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 331. სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირის, აზარტული თამაშობის ან/და ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაცია

ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს სათამაშო აპარატების სალონის მოწყობას, აზარტული თამაშობის ან/და ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობას, საგადასახადო ორგანოში წარადგენს სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირის, აზარტული თამაშობის ან/და ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციას, არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, №II-041 დანართის ფორმით.“.

  1. 332  მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 332. სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირის, აზარტული თამაშობის ან/და ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური  დეკლარაციის  შევსება“;

ბ) მე-5 პუნქტის:

ბ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) პირველი სტრიქონის მე-4 სვეტში აისახება კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის ნაწილში (სვ. 4=პირველი სტრიქონის სვ.3*15%);“;

ბ.ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები:

„ე) მე-3 სტრიქონის მე-3 სვეტში აისახება სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირის მიერ საქმიანობის ამ ნაწილში საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობის თანხა;

ვ) მე-3 სტრიქონის მე-4 სვეტში აისახება კუთვნილი საშემოსავლო გადასახადი სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნაწილში (სვ.4=მესამე სტრიქონის სვ.3*15%).“.

4. 38-ე მუხლის:

ა) მე-6 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) 21-ე უჯრაში – არადაქირავებულ ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები, რომლებიც არ უკავშირდება მომსახურების ანაზღაურებას და, ამასთან, ექვემდებარება გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებას (გარდა დივიდენდებისა და ანაბრებზე გაცემული პროცენტებისა), როგორიცაა სტიპენდია, გარდა სახელმწიფო სტიპენდიისა; პენსია, გარდა იმ პენსიისა, რომელიც გაიცემა სახელმწიფო სოციალური უზრუნველყოფის სისტემაში, სათამაშო ბიზნესის მომწყობ პირთა მიერ ფიზიკურ პირებზე გაცემული მოგებები, აგრეთვე, სათამაშო აპარატების მეშვეობით მოწყობილ აზარტულ ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან/და მომგებიან (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობაში მონაწილე პირების მიერ თამაშობის მომწყობი პირისგან, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან, გატანილი თანხები (ფულადი განაცემი);“;

ბ) მე-7 პუნქტის:

ბ.ა) „ბ - დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მე-5 სვეტში აისახება შემოსავლების მიმღებ პირთა კატეგორია. კერძოდ, რეზიდენტი ფიზიკური პირები – დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირები, საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოში დაქირავებით მომუშავე ფიზიკური პირები, რომელთა საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე საწარმოში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ხელფასი იბეგრება 5%-ით, ფიზიკური პირები, გარდა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, ნოტარიუსებისა, კერძო აღმასრულებლებისა, მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში, რომლებიც ეწევიან მომსახურებას და რომელთა შემოსავალი იბეგრება 20%-ით, ფიზიკური პირები, გარდა ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირებისა, ნოტარიუსებისა, კერძო აღმასრულებლებისა, მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირებისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში, რომლებიც ეწევიან მომსახურებას და რომელთა შემოსავალი იბეგრება 5%-ით, ფიზიკური პირები, რომელთა მიერ საქონლის მიწოდებით მიღებული შემოსავალი  საქონლის შემძენი პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 133​​​3 მუხლის შესაბამისად იბეგრება გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით; სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მესაკუთრე ფიზიკური პირები;  სხვა ფიზიკური პირები, მ.შ. სათამაშო აპარატების მეშვეობით მოწყობილ აზარტულ ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან/და მომგებიან (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობაში მონაწილე პირები, რომელთა მიერ თამაშობის მომწყობი პირისგან, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხა იბეგრება 5 პროცენტით; რეზიდენტი ორგანიზაციები; არარეზიდენტები – შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში რეგისტრირებული იურიდიული პირები, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებში რეგისტრირებული ფიზიკური პირები, საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე სხვა არარეზიდენტი იურიდიული პირები, საქართველოში მუდმივი დაწესებულების არმქონე არარეზიდენტი ფიზიკური პირები; ფიზიკური პირი – „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განმახორციელებელი არარეზიდენტი ქვეკონტრაქტორი; მეწარმე ფიზიკური პირის მიერ საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისათვის და საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხების მიმღები პირი; იურიდიული პირი – „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციების განმახორციელებელი არარეზიდენტი ქვეკონტრაქტორი; საწარმოს, ორგანიზაციის  მიერ საერთაშორისო კავშირგაბმულობის ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისათვის და საერთაშორისო გადაზიდვების სატრანსპორტო მომსახურებისათვის გადახდილი თანხების მიმღები პირი;

გ) მე-6 სვეტში აისახება განაცემის სახე (ხელფასი, დივიდენდი, პროცენტი, ნივთმოგება, სათამაშო აპარატების მეშვეობით მოწყობილ აზარტულ ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან/და მომგებიან (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობაში მონაწილე პირების მიერ თამაშობის მომწყობი პირისგან, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხა, იჯარის მომსახურების ანაზღაურება, მომსახურების ანაზღაურება, სტიპენდია, ამხანაგობის დასაბეგრი მოგების (შემოსავლის) წილის მფლობელზე, რომელიც არ არის რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად საგადასახადო ორგანოში, გაცემული მისი წილის შესაბამისი შემოსავალი და სხვა);

დ) მე-7 სვეტში აისახება განაცემის ოდენობა (თანხა). ამასთან, სათამაშო აპარატების მეშვეობით მოწყობილ აზარტულ ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან/და მომგებიან (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობაში მონაწილე პირების მიერ თამაშობის მომწყობი პირისგან, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხა აისახება სრულად, ანგარიშის ან/და სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირის მიერ დაწესებული მომსახურების საკომისიოს ჩათვლით;“;

ბ.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) მე-9 სვეტში აისახება განაცემის თარიღი. ამასთან, სათამაშო აპარატების მეშვეობით მოწყობილ აზარტულ ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ ან/და მომგებიან (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი წამახალისებელი გათამაშებისა) თამაშობაში მონაწილე პირის მიერ  თამაშობის მომწყობი პირისგან, მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან თვის განმავლობაში ჯამურად გატანილ თანხაზე განაცემის თარიღად მიეთითება შესაბამისი თვის ბოლო რიცხვი;“.

5. №II-086  დანართის IV ნაწილი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

6. 401  მუხლის:

ა) მე-5 პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის „მაგალითი 2“-ის შენიშვნის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) რომელიც ახორციელებს საშემოსავლო/მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულ სანებართვო საქმიანობას (მაგალითად: აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის მომწყობი პირი (გარდა სისტემურ-ელექტრონული ფორმით თამაშობის მომწყობი პირისა)).

ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 98​1 მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიზნებისთვის მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულ პირად არ ჩაითვლება სპეციალური სავაჭრო კომპანია იმ ოპერაციებთან მიმართებაში, რომელთა მიმართ კმაყოფილდება ამავე კოდექსის 24​1 მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. დეკლარაციის IV ნაწილი ივსება სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირის, აზარტული თამაშობის ან/და ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირის მიერ. კერძოდ:

ა) პირველი სტრიქონის მე-3 სვეტში აისახება აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირის მიერ საქმიანობის ამ ნაწილში საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობის თანხა;

ბ) პირველი სტრიქონის მე-4 სვეტში აისახება კუთვნილი მოგების გადასახადი აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის ნაწილში (სვ. 4=პირველი სტრიქონის სვ.3*15%);

გ) მე-2 სტრიქონის მე-3 სვეტში აისახება ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირის მიერ საქმიანობის ამ ნაწილში საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებული ფსონების ჯამი;

დ) მე-2 სტრიქონის მე-4 სვეტში აისახება კუთვნილი მოგების გადასახადი ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის ნაწილში (სვ.4=მეორე სტრიქონის სვ.3*7%);

ე) მე-3 სტრიქონის მე-3 სვეტში აისახება სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირის მიერ საქმიანობის ამ ნაწილში საანგარიშო თვის განმავლობაში მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობის თანხა;

ვ) მე-3 სტრიქონის მე-4 სვეტში აისახება კუთვნილი მოგების გადასახადი სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნაწილში (სვ.4=მესამე სტრიქონის სვ.3*15%).“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელილაშა ხუციშვილი