წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლებისა და გაწვევის გადავადების საკითხების შემსწავლელი კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლებისა და გაწვევის გადავადების საკითხების შემსწავლელი კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/01/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 120000000.10.003.024417
25
29/01/2024
ვებგვერდი, 31/01/2024
120000000.10.003.024417
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლებისა და გაწვევის გადავადების საკითხების შემსწავლელი კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №25

2024 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

 

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლებისა და გაწვევის გადავადების საკითხების შემსწავლელი კომისიის შემადგენლობისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
1. თავდაცვის კოდექსის 64-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 65-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, შეიქმნას წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლებისა და გაწვევის გადავადების საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში − კომისია) შემდეგი შემადგენლობით:

ა) კომისიის თავმჯდომარე − საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე;

ბ) კომისიის თანათავმჯდომარე − საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე − გენერალური შტაბის უფროსი;

გ) კომისიის წევრები:

გ.ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელი;

გ.ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენელი;

გ.გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის წარმომადგენელი;

გ.დ) სსიპ − სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს (შემდგომში − სააგენტო) დირექტორი;

გ.ე) სააგენტოს წარმომადგენელი;

გ.ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-1 პერსონალის დეპარტამენტის წარმომადგენელი;

გ.ზ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პერსონალის მართვის ცენტრის წარმომადგენელი;

გ.თ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტის წარმომადგენელი;

გ.ი) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი;

დ) კომისიის მდივანი − სააგენტოს წარმომადგენელი.

2. 2025 წლის 1 იანვრამდე, საჭიროების შემთხვევაში, კომისია უფლებამოსილია ხმის უფლებით კომისიის სხდომაზე მიიწვიოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები.

3. საჭიროების შემთხვევაში, საკითხის განხილვის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, კომისია უფლებამოსილია, ხმის უფლების გარეშე, კომისიის სხდომაზე მიიწვიოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სხვა წარმომადგენლები, ექსპერტები, სახელმწიფო უწყების, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის ან/და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი/წარმომადგენლები.

4. კომისიის შემადგენლობის ფარგლებში ამავე კომისიის სახელობითი შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

მუხლი 2
დამტკიცდეს თანდართული „წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლებისა და გაწვევის გადავადების საკითხების შემსწავლელი კომისიის საქმიანობის წესი“.

 

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი



წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლებისა და გაწვევის გადავადების საკითხების შემსწავლელი კომისიის საქმიანობის წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლებისა და გაწვევის გადავადების საკითხების შემსწავლელი კომისია (შემდგომში – კომისია) შექმნილია საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2. კომისიის საქმიანობის წესი (შემდგომში − წესი) განსაზღვრავს კომისიის უფლებამოსილებასა და საქმიანობის საკითხებს.

3. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, თავდაცვის კოდექსით, ამ წესითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.

მუხლი 2. კომისიის ფუნქციები და ამოცანები

1. კომისიის ფუნქციები და ამოცანებია:

ა) თავდაცვის კოდექსის 64-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე  წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში პირის გაწვევის გათავისუფლების თაობაზე რეკომენდაციის მომზადება;

ბ) თავდაცვის კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში პირის გაწვევის გადავადების თაობაზე რეკომენდაციის მომზადება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მომზადებული რეკომენდაცია, კომისიის თავმჯდომარის ხელმოწერით, წარედგინება საქართველოს პრემიერ-მინისტრს.

მუხლი 3. კომისიის უფლებამოსილებანი

კომისია უფლებამოსილია:

ა) განიხილოს წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირის განცხადება და მასზე თანდართული მასალები (დანართი №1);

ბ) სახელმწიფო უწყებებიდან და სათანადო ორგანიზაციებიდან, ასევე დაინტერესებული პირისაგან მოითხოვოს და მიიღოს კომისიის საქმიანობისათვის აუცილებელი ინფორმაცია და დოკუმენტაცია;

გ) საკითხების განხილვის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, კომისიის სხდომაზე ხმის უფლების გარეშე მიიწვიოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სხვა წარმომადგენლები, ექსპერტები, სახელმწიფო უწყების, ასევე საქართველოს სახალხო დამცველის ან/და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი/წარმომადგენლები;

დ) გასცეს რეკომენდაცია პირის არა უმეტეს 12 თვემდე გაწვევის გადავადებაზე, თუ კონკრეტულ პერიოდში ამ პირის გაწვევამ არაპროპორციულად დიდი ზიანი შეიძლება, მიაყენოს პირის პირად ან საზოგადოებრივ ინტერესებს და აღნიშნული ზიანის არიდება შესაძლებელი იქნება გაწვევის გადავადებით;

ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, არაპროპორციულ ზიანთან დაკავშირებით კომისიამ გაითვალისწინოს შემდეგი გარემოება ან გარემოებების ერთობლიობა:

ე.ა) საქართველოს თავდაცვის ძალების და თავდაცვის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული უწყებების დაკომპლექტების მოთხოვნები;

ე.ბ) პირს აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა (დადასტურებული დოკუმენტებით);

ე.გ) პირს ჰყავს ერთი შვილი სამ წელზე მეტი ასაკის;

ე.დ) პირის ასაკი (გადავადების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება 24, 25, 26 წლის ასაკის პირს, თუ მას ამავდროულად აქვს ამ პუნქტის „ე.ბ“ და „ე.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული გარემოება ან გარემოებების ერთობლიობა);

ე.ე) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გადავადების ჯერადობა.

მუხლი 4. კომისიის მუშაობის ორგანიზება

1. კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თანათავმჯდომარე, მდივანი და კომისიის წევრები.

2. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი.

3. კომისიის სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე, ხოლო თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში – კომისიის თანათავმჯდომარე.

4. კომისიის სხდომების ორგანიზებასა და კომისიის თავმჯდომარის მიერ გაცემულ დავალებათა შესრულების კონტროლს უზრუნველყოფს კომისიის მდივანი.

5. კომისიის სხდომების დღის წესრიგს, კომისიის მდივნის წარდგინებით, ამტკიცებს კომისიის თავმჯდომარე.

6. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.

7. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.

8. კომისიის სხდომის ოქმსა და კომისიის თავმჯდომარის შესაბამის დავალებებს აფორმებს და ხელმოსაწერად ამზადებს კომისიის მდივანი. კომისიის სხდომის ოქმს ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი, რომელიც კომისიის სხდომას ესწრებოდა.

9. კომისია, როგორც წესი, იკრიბება საჭიროების შემთხვევაში, კომისიისათვის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან გაწვევის გადავადებისათვის განცხადებით მიმართვის შემთხვევაში.

10. კომისიის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის წევრთა ერთი მესამედის მოთხოვნის საფუძველზე.

მუხლი 5. კომისიაში განცხადების წარდგენის წესი

1. დაინტერესებული პირის განცხადება, მისი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გამოძახების შემდეგ, წარედგინება სააგენტოს/ სააგენტოს სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების მუნიციპალურ/რაიონულ განყოფილებას. განცხადების წარდგენა ასევე შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალური ელექტრონული ფოსტის საშუალებით.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული განცხადება სააგენტოს მიერ კომისიას გადაეგზავნება 7 სამუშაო დღის ვადაში.

3. კომისია დაინტერესებული პირის განცხადებას განიხილავს მისი კომისიაში წარდგენიდან 30 სამუშაო დღის ვადაში.

მუხლი 6. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა

კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს სააგენტო.

დანართი №1

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში

გაწვევისგან გათავისუფლებისა და გაწვევის გადავადების

 საკითხების შემსწავლელ კომისიას

 

 

სახელი და გვარი ____________________________________

პირადი ნომერი, დაბადების წელი  ____________________

საკონტაქტო ნომერი ____________________

მისამართი  _________________________________________

             (სადაც გსურთ პასუხის მიღება)

 

 

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

 

 

(გარემოება, რაც წარმოადგენს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის

_____________________________________________________________________________________

გადავადების/გათავისუფლების საფუძველს)

_______________________________________________________________________________________

_____________________________________________

 

დასაქმებული:         □   საჯარო სექტორში              □   კერძო სექტორში                □  თვითდასაქმებული

 

დასაქმების სფერო:  ___________________________________________________________________

_______________________________________________________________________________________

____________________________________________

შემოსავალი: □         ______________________________________________________________________         

                                    (შრომის ანაზღაურება, თვითდასაქმებულის შემთხვევაში  − შემოსავალი თვეში)

 

 

ოჯახური მდგომარეობა:            □  დასაოჯახებელი           □  დაოჯახებული 

 

შვილები:             □  ერთი შვილი 3 წელზე მეტი ასაკის                □   არცერთი შვილი                                                                                     

 

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოთხოვნის პერიოდი (გადავადების პერიოდი

არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს):________________________________ ______________________________________________________________________________________________

_________________________________________

რა პერიოდში იქნება თავიდან აცილებული წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევით წარმოშობილი არაპროპორციული ზიანი პირის პირადი ან საზოგადოებრივი ინტერესების მიმართ:

________________________________________________________________

                                          (პირის შეფასება, რა პერიოდში იქნება აღმოფხვრილი აღნიშნული გარემოება)

_______________________________________________________________________________________________

___________________________________________________________________________

 

გთხოვთ, უფლებამოსილების ფარგლებში, განიხილოთ აღნიშნული საკითხი.

 

დანართი: _________ ფურცელი.

 

ხელმოწერა: ______________________                                                                          თარიღი:_______________

 

 

შენიშვნა: განცხადების ფორმას თანდართული უნდა ჰქონდეს განცხადებაში აღნიშნული საკითხ(ებ)ის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი.