„ცხოველის საკვების ჰიგიენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 მარტის №173 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ცხოველის საკვების ჰიგიენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 მარტის №173 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/01/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/01/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2025
სარეგისტრაციო კოდი 240110000.10.003.024415
23
29/01/2024
ვებგვერდი, 31/01/2024
240110000.10.003.024415
„ცხოველის საკვების ჰიგიენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 მარტის №173 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №23

2024 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

„ცხოველის საკვების ჰიგიენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 მარტის №173 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ცხოველის საკვების ჰიგიენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 მარტის №173 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/03/2020, 240110000.10.003.021885) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ცხოველის საკვების ჰიგიენის წესის“ მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ამ პუნქტით განსაზღვრული ცხოველის საკვების პირველადი წარმოებისა და მასთან დაკავშირებული შემდგომი ოპერაციების დონეზე, ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორი ვალდებულია, მის მიერ განხორციელებული საქმიანობა შეესაბამებოდეს ამ წესის IV თავით განსაზღვრულ მოთხოვნებს:

ა) პირველადი პროდუქტების წარმოების ადგილზე ჰენდლინგი, შენახვა და ტრანსპორტირება;

ბ) პირველადი პროდუქტების წარმოების ადგილიდან საწარმომდე ტრანსპორტირება;

გ) ცხოველის საკვების შერევა მხოლოდ მათი საკუთარი სადგომების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, დანამატების ან  დანამატების პრემიქსის ან „ცხოველის სამკურნალო საკვების წარმოება, ბაზარზე განთავსება და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად განსაზღვრული ვეტერინარული პრეპარატის ან შუალედური პროდუქტის გამოყენების გარეშე (გარდა სილოსის დანამატებისა), როდესაც სრულდება შესაბამისი ოპერაციები.

2. ოპერაციებისთვის, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულისა, მათ შორის, ცხოველის საკვების შერევა მხოლოდ მათი საკუთარი სადგომების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად დანამატების ან  დანამატების პრემიქსის ან „ცხოველის სამკურნალო საკვების წარმოება, ბაზარზე განთავსება და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად განსაზღვრული ვეტერინარული პრეპარატის ან შუალედური პროდუქტის გამოყენებისას (გარდა სილოსის დანამატებისა), ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორი ვალდებულია, მის მიერ განხორციელებული საქმიანობა შეესაბამებოდეს ამ წესის V თავით განსაზღვრულ მოთხოვნებს, როდესაც სრულდება შესაბამისი ოპერაციები.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.

 


პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი