„დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის №262 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის №262 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 20
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/01/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010110010.10.003.024412
20
29/01/2024
ვებგვერდი, 31/01/2024
010110010.10.003.024412
„დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის №262 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №20

2024 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

 

„დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის №262 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 მარტის №262 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 01/04/2014, 010110010.10.003.017882) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების პირველი მუხლის:

ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ − სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ უზრუნველყონ მათ ხელთ არსებული მონაცემთა ბაზების და/ან საჭირო ინფორმაციის მიწოდება სააგენტოსათვის, რაც საჭიროა ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის რეალიზებისათვის, მხარეთა ურთიერთშეთანხმებული ფორმატით.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ − ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტომ უზრუნველყოს ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო საინფორმაციო სისტემ(ებ)ის მართვა, მონაცემების მიმოცვლა/სინქრონიზება, სხვადასხვა ორგანიზაციიდან/ დაწესებულებებიდან მიღებული ინფორმაციის/მონაცემების შედარება/ დამუშავება და სხვა საჭირო ტექნიკური მხარდაჭერა. სხვადასხვა ორგანიზაციას/დაწესებულებას შორის მონაცემთა გაცვლის მიზნით, ამ დადგენილებით დამტკიცებულ პროგრამაში ჩართული მხარეები კონსულტაციას გადიან სსიპ − ციფრული მმართველობის სააგენტოსთან „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ციფრული მმართველობის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მონაცემთა გაცვლის ერთიანი ინფრასტრუქტურის გამოყენებასთან დაკავშირებით.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული „დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის“:

ა) მე-3 მუხლის:

ა.ა) პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − ინფორმაციული ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის საფუძველზე, მართვის ავტომატიზებული საშუალებების, „ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემისა და ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება (ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს);“;

ა.ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სააგენტო უფლებამოსილია, პროგრამის ადმინისტრირებისას გამოიყენოს მის ხელთ არსებული, ასევე სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარმოებული მონაცემთა ბაზები, სააგენტოს მოთხოვნისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი დებულებებითა და ურთიერთშეთანხმებული ფორმატით, მათ შორის:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოებული მონაცემთა ბაზა ბენეფიციარის, ბენეფიციარის მშობლის/მშობლების/ კანონიერი წარმომადგენლის საზღვრის კვეთის თაობაზე;

ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზა − ბენეფიციარისა (სახელი, გვარი, დაბადების/გარდაცვალების თარიღი, საქართველოს მოქალაქეობის სტატუსი) და ბენეფიციარის მშობლის/ მშობლების/კანონიერი წარმომადგენლის (სახელი, გვარი, გარდაცვალების თარიღი) პერსონალური მონაცემები;

გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ დამუშავებული ინფორმაცია ბენეფიციარის მშობლის/მშობლების/კანონიერი წარმომადგენლის პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსების თაობაზე;

დ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ინფორმაცია − ბენეფიციარის, ბენეფიციარის მშობლის/მშობლების/კანონიერი წარმომადგენლის სპეციალიზებულ დაწესებულებაში განთავსების თაობაზე;

ე) სააგენტოში დაცული, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არსებული ინფორმაცია.“;

ა.გ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-5 მუხლის 21 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„21. ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ ბენეფიციარს ენიშნება ყოველთვიური ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით, ერთი წლის განმავლობაში, ერთი წლის ასაკის შესრულების თვის ჩათვლით, თუ ბენეფიციარი პირველი ან მეორე შვილია, ხოლო 200 ლარის ოდენობით 2 წლის განმავლობაში, 2 წლის ასაკის შესრულების თვის ჩათვლით, თუ ბენეფიციარი მე-3 ან მომდევნო შვილია.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი