„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 24
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 29/01/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/01/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 280120000.22.026.017201
24
29/01/2024
ვებგვერდი, 30/01/2024
280120000.22.026.017201
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 
საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №24

2024 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 15 იანვრის №1 ბრძანებით (ვებგვერდი, 16/01/2018, სარეგისტრაციო კოდი: 280120000.22.026.016549) დამტკიცებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის პირობებში შეტანილ იქნეს ცვლილება და 51- მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. 2004 წლის აგვისტოს მოვლენების დროს, 2008 წელს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის, ასევე სამშვიდობო ოპერაციის/საერთაშორისო ოპერაციის განხორციელებისას  დაღუპულთა ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა არარეგისტრირებულ ქორწინებაში შეძენილ 18 წლის ზემოთ ასაკის შვილ(ებ)ს, პროპორციული განაწილებით, ყოველთვიურად მიეცეს ფულადი დახმარება  1000 ლარის ოდენობით, იმ შემთხვევაში, თუ გარდაცვლილ პირს არ ჰყავს პირველი რიგის სხვა მემკვიდრე.  ამ პუნქტით განსაზღვრული ფულადი დახმარების მიღების უფლება პირს წარმოეშობა განცხადების წარდგენის თარიღიდან.".

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის პირველი თებერვლიდან.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიჯუანშერ ბურჭულაძე