„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2018 წლის 20 ივლისის №ნ-22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2018 წლის 20 ივლისის №ნ-22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი ნ-2
დოკუმენტის მიმღები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
მიღების თარიღი 29/01/2024
დოკუმენტის ტიპი ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010240080.64.076.016132
ნ-2
29/01/2024
ვებგვერდი, 30/01/2024
010240080.64.076.016132
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2018 წლის 20 ივლისის №ნ-22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი
 

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის

უფროსის  ბრძანება №ნ-2

2024 წლის 29 იანვარი
ქ. თბილისი

 

„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2018 წლის 20 ივლისის №ნ-22 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ’’ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2018 წლის 20 ივლისის №ნ-22 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი – 24/07/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010240080.64.076.016052) დამტკიცებულ „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 21 მუხლი ამოღებულ იქნეს.

2. მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62 მუხლები:

„მუხლი 61. მეორადი სტრუქტურული ერთეულის (მონიტორინგისა და მოკვლევის სამმართველო) ხელმძღვანელი

ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;

ბ) აუდიტის სფეროში მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“, ეთიკის კოდექსის სახელმძღვანელო პროფესიონალი ბუღალტრისთვის, ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტები (ISQM), აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები (ISA), ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS), საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 ოქტომბრის №17 ბრძანება „ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“;

დ) სასურველია პროფესიონალ ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) ან სერტიფიცირებულ საჯარო ბუღალტერთა ამერიკის ინსტიტუტის (AICPA) სერტიფიკატის ფლობა;

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) კარგი ცოდნა;

ვ) ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.

მუხლი 62. მეორადი სტრუქტურული ერთეულის (პროფესიული განათლების ზედამხედველობისა და რეესტრების წარმოების სამმართველო) ხელმძღვანელი

ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;

ბ) აუდიტის სფეროში მუშაობის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღრიცხვა, ანგარიშგების ან/და აუდიტის სწავლების სფეროში მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება (მათ შორის, სწავლების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება);

გ) საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“, ეთიკის კოდექსის სახელმძღვანელო პროფესიონალი ბუღალტრისთვის, ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტები (ISQM), აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები (ISA), ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS), საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 ოქტომბრის №17 ბრძანება „ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“;

დ) სასურველია პროფესიონალ ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) ან სერტიფიცირებულ საჯარო ბუღალტერთა ამერიკის ინსტიტუტის (AICPA) სერტიფიკატის ფლობა;

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) კარგი ცოდნა;

ვ) ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.“.

3. მე-7 მუხლის „ბ-დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) აუდიტის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“, ეთიკის კოდექსის სახელმძღვანელო პროფესიონალი ბუღალტრისთვის, ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტები (ISQM), აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები (ISA), ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS); საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“;

დ) სასურველია პროფესიონალ ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) ან სერტიფიცირებულ საჯარო ბუღალტერთა ამერიკის ინსტიტუტის (AICPA) სერტიფიკატის ფლობა;“.

4. მე-7 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:

„მუხლი 71. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (მონიტორინგისა და მოკვლევის მიმართულება)

ა) უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;

ბ) აუდიტის სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“, ეთიკის კოდექსის სახელმძღვანელო პროფესიონალი ბუღალტრისთვის, ხარისხის მართვის საერთაშორისო სტანდარტები (ISQM), აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები (ISA), ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები (IFRS); საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“;

დ) სასურველია პროფესიონალ ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) ან სერტიფიცირებულ საჯარო ბუღალტერთა ამერიკის ინსტიტუტის (AICPA) სერტიფიკატის ფლობა;

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) კარგი ცოდნა;

ვ) ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა.“.

5. მე-8 მუხლი ამოღებულ იქნეს.

6. 81 მუხლი ამოღებულ იქნეს.

7. მე-11 მუხლი ამოღებულ იქნეს.

8. მე-14 მუხლი ამოღებულ იქნეს.

9. 141 მუხლი ამოღებულ იქნეს.

10. მე-15 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 15. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (მიმომხილველი)“.

11. მე-16 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „მუხლი 16. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (მიმომხილველი)“.

12. 161 მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 161. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (ანგარიშგებების ადმინისტრირების მიმართულება)“.

13. მე-18 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს კანონის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“, საქართველოს კანონის „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“, საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანების „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 ოქტომბრის №17 ბრძანების „ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2020 წლის 29 აპრილის №ნ-4 ბრძანების „სერტიფიცირებული ბუღალტრების ერთიანი რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანების, „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანების „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე“, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2023 წლის 2 მაისის №ნ-3 ბრძანების „პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრების სახელმწიფო რეესტრისა და საბუღალტრო ფირმების სახელმწიფო რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების წესის, მათი სტრუქტურისა და ფორმის, მათში ასახული ინფორმაციის ნუსხის და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის დამტკიცების თაობაზე“, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2023 წლის 8 აგვისტოს №ნ-8 ბრძანების „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით განგრძობითი განათლების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2023 წლის 7 ნოემბრის №ნ-14  ბრძანების „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურის შესწავლის და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესი“ ცოდნა;“.

14. მე-19 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს კანონის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“, საქართველოს კანონის „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“, საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანების „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 ოქტომბრის №17 ბრძანების „ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2020 წლის 29 აპრილის №ნ-4 ბრძანების „სერტიფიცირებული ბუღალტრების ერთიანი რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანების „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანების „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე“ ცოდნა, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2023 წლის 7 ნოემბრის №ნ-14  ბრძანების „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურის შესწავლის და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესი“ ცოდნა;“.

15. მე-19 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-20 მუხლი:

მუხლი 20. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (განგრძობითი განათლებისა და რეესტრის წარმოების მიმართულება)

ა) უმაღლესი განათლება სამართლის ან/და ეკონომიკის ან/და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;

ბ) ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის საკითხებზე ან/და იურიდიულ ან/და საფინანსო სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს კანონის „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“, საქართველოს კანონის „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“, საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ“, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანების „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 ოქტომბრის №17 ბრძანების „ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2020 წლის 29 აპრილის №ნ-4 ბრძანების „სერტიფიცირებული ბუღალტრების ერთიანი რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №1 ბრძანების, „ანგარიშვალდებული პირის მიერ გარიგების თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის 2020 წლის 5 ივნისის №2 ბრძანების „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესის დამტკიცების თაობაზე“, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2023 წლის 2 მაისის №ნ-3 ბრძანების „პროფესიული მომსახურების გამწევი ბუღალტრების სახელმწიფო რეესტრისა და საბუღალტრო ფირმების სახელმწიფო რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების წესის, მათი სტრუქტურისა და ფორმის, მათში ასახული ინფორმაციის ნუსხის და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის დამტკიცების თაობაზე“,         ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 18 აგვისტოს ნ-13 ბრძანების „განგრძობითი განათლების სტანდარტის დამტკიცების შესახებ“, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2023 წლის 8 აგვისტოს№ნ-8 ბრძანების „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით განგრძობითი განათლების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2023 წლის 7 ნოემბრის №ნ-14  ბრძანების „ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის (მმართველობის) სტრუქტურის შესწავლის და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესი“ ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook) კარგი ცოდნა;

ე) ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა

ვ) სასურველია ფულის გათეთრების წინააღმდეგ მებრძოლ სერტიფიცირებულ სპეციალისტთა ასოციაციის (ACAMS) სერტიფიკატის ფლობა;

ზ) სასურველია ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის (FATF) 40 რეკომენდაციის ცოდნა.“.

16. მე-20 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის V თავი:

„თავი V.

იურიდიული დეპარტამენტი

მუხლი 21. პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) იურისტად მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება (მათ შორის, ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება);

გ) საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“, საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“, საქართველოს კანონი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“, საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“, საქართველოს კანონი „დაზღვევის შესახებ“, საქართველოს კანონი „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 ოქტომბრის №17 ბრძანება „ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანება „ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობისსამსახურის უფროსის 2019 წლის 21 მაისის №ნ-6 ბრძანება „ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესის დამტკიცების თაობაზე“ ცოდნა“;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook) კარგი ცოდნა;

ე) ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;

მუხლი 22. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (იურისტი)

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) იურიდიულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება (მათ შორის საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება);

გ) საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (VII​1-VII​24 თავების გარდა), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს ორგანული კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსი“, საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) კარგი ცოდნა;

ე) ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა.

მუხლი 23. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (იურისტი)

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) იურისტად მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, საჯარო სექტორში სამართალშემოქმედებითი მიმართულებითი მუშაობის გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს ორგანული კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“, საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“, საქართველოს კანონი „დაზღვევის შესახებ“, საქართველოს კანონი „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 ოქტომბრის №17 ბრძანება „ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანება „ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) კარგი ცოდნა;

ე) ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა.

მუხლი 24. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (იურისტი)

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) იურისტად მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს ორგანული კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“, საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“, საქართველოს კანონი „დაზღვევის შესახებ“ (I და II თავები), საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ I თავიდან VIII თავის ჩათვლით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 ოქტომბრის №17 ბრძანება „ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანება „ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) კარგი ცოდნა;

ე) ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა.

მუხლი 25. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (იურისტი)

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) იურისტად მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს ორგანული კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“, საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 28 ოქტომბრის №17 ბრძანება „ვებგვერდისა და რეესტრის ელექტრონული ფორმით წარმოების, მისი სტრუქტურის, ფორმის, მასში ასახული ინფორმაციის ნუსხისა და მომხმარებელთა იდენტიფიცირების წესის განსაზღვრის თაობაზე“, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2017 წლის 12 ივლისის №ნ-9 ბრძანება „ხარისხის კონტროლის სისტემის მონიტორინგის განხორციელების წესის შესახებ“;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) კარგი ცოდნა;

ე) ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა.

მუხლი 26. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (იურისტი)

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) იურისტად მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება (მათ შორის, საჯარო სექტორში სამართალშემოქმედებითი მუშაობის გამოცდილება);

გ) საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს ორგანული კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“, საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“, საქართველოს კანონი „დაზღვევის შესახებ“, საქართველოს კანონი „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობისსამსახურის უფროსის 2019 წლის 21 მაისის №ნ-6 ბრძანება „ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესის დამტკიცების თაობაზე“ ცოდნა“;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) კარგი ცოდნა;

ე) ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა.

მუხლი 27. პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (იურისტი)

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) იურისტად მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;

გ) საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს ორგანული კანონი „ნორმატიული აქტების შესახებ“, საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“, საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“, საქართველოს კანონი „დაზღვევის შესახებ“, საქართველოს კანონი „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“, საქართველოს კანონი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ I თავიდან VIII თავის ჩათვლით, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 14 სექტემბრის №223 ბრძანება „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2019 წლის 21 მაისის №ნ-6 ბრძანება „ანგარიშგების ვებგვერდზე მომხმარებელთა რეგისტრაციის, სუბიექტების მიერ ანგარიშგების წარდგენისა და წარდგენილი ინფორმაციის გასაჯაროების წესის დამტკიცების თაობაზე“ ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft office word, Microsoft office Excel, Microsoft Office Outlook) კარგი ცოდნა;

ე) ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა.“.

მუხლი 2
   ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის 26 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსიდავით მჭედლიძე