დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ “ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 2 |
დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 29/01/2024 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/01/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.154.016522 |
|
„თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ “ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ნორმატიული აქტების შესახებ, საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, |
მუხლი 1 |
თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობებისა და გამწვანების პროექტის შეთანხმების პირობების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 27 დეკემბრის №38 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 28.12.2023, საიდენტიფიკაციო კოდი 010250050.35.154.016520 შევიდეს შემდეგი ცვლილება: |
1.
დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2023 წლის 4 აპრილის №2738-XIმს-Xმპ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „ე“ „ვ“ „ნ“ ქვეპუნქტების, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს“: |
2.
დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
დანართი №1 თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში გასაშენებელი მწვანე ნარგავების სახეობების სია
“. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები