„ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 9 სექტემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 9 სექტემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები ხობის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/01/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/01/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.106.016451
4
26/01/2024
ვებგვერდი, 30/01/2024
010250050.35.106.016451
„ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 9 სექტემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ხობის მუნიციპალიტეტი
 

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2024 წლის 26 იანვარი

ქ. ხობი

 

„ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 9 სექტემბრის №16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 9 სექტემბრის №16 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 12.09.2022 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.106.016397) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ტ) მიმწოდებლის მხრიდან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე კონტროლს და ზედამხედველობას; საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან სამუშაოების შესაბამისობის შემოწმებას; ფარული სამუშაოების შესრულებაზე დაკვირვებასა და შესაბამისი აქტების დამოწმებას; მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების გეგმა-გრაფიკთან შესაბამისობაზე კონტროლს; წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების განხილვას და შესაბამის რეაგირებას, სამუშაოების შუალედურ და საბოლოო მიღება-ჩაბარებას და სათანადო დოკუმენტაციის გაფორმებას;“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2024 წლის 1 თებერვლიდან.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელევან ქავთარაძე