ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ზოტის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე N1 ქუჩისთვის, 3 ჩიხისა და 1 შესახვევისთვის, მურთაზ ირემაძის სახელის მინიჭების შესახებ

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ზოტის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე N1 ქუჩისთვის, 3 ჩიხისა და 1 შესახვევისთვის, მურთაზ ირემაძის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/01/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.114.016014
5
25/01/2024
ვებგვერდი, 31/01/2024
000000000.00.114.016014
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ზოტის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე N1 ქუჩისთვის, 3 ჩიხისა და 1 შესახვევისთვის, მურთაზ ირემაძის სახელის მინიჭების შესახებ
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 

განკარგულება №5

2024 წლის 25 იანვარი

ქ. ჩოხატაური

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ზოტის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე №1 ქუჩისთვის, 3 ჩიხისა და 1 შესახვევისთვის მურთაზ ირემაძის სახელის მინიჭების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების თანახმად, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ზოტის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე №1 ქუჩას, 3 ჩიხსა და 1 შესახვევს მიენიჭოს მურთაზ ირემაძის სახელი თანდართული ორთოფოტოს შესაბამისად (დანართი 1).

მუხლი 2

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

მუხლი 3

განკარგულების გასაჩივრება შეიძლება 1 თვის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, მისამართზე: ჭავჭავაძის ქ. №4.

მუხლი 4

განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე                            ირაკლი კუჭავა