(სს „საქართველოს ბანკი“-ს (ს/ნ: 204378869) მინორიტარ აქციონერთა აქციების სავალდებულო მიყიდვის თაობაზე)

(სს „საქართველოს ბანკი“-ს (ს/ნ: 204378869) მინორიტარ აქციონერთა აქციების სავალდებულო მიყიდვის თაობაზე)
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სს „ბიჯეო ჯგუფი“
მიღების თარიღი 25/01/2024
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/01/2024
სარეგისტრაციო კოდი
0
25/01/2024
ვებგვერდი, 26/01/2024
(სს „საქართველოს ბანკი“-ს (ს/ნ: 204378869) მინორიტარ აქციონერთა აქციების სავალდებულო მიყიდვის თაობაზე)
სს „ბიჯეო ჯგუფი“

სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს

                                                                                          მის.: ქ.თბილისი გ.ფანჯიკიძის ქ. №2.

­­­­­

სს „ბიჯეო ჯგუფი“-ს

წარმომადგენლის, გიორგი ჯავახიშვილის

მის.: ქ. თბილისი, გაგარინის ქ. N29 ;

ელ-ფოსტა: g.javakhishvili@bog.ge

მობ: (593) 155 233.

 

(სს „საქართველოს ბანკი “ (ს/ნ: 204378869) მინორიტარ აქციონერთა აქციების სავალდებულო მიყიდვის თაობაზე)

(1) სს ,,ბიჯეო ჯგუფი“ (ს/ნ: 405103034) (შემდგომში შემსყიდველი“), როგორც სს „საქართველოს ბანკის“ (ს/ნ: 204378869) (შემდგომში საზოგადოება“) საწესდებო კაპიტალში განთავსებული აქციების სრული ოდენობის 99.63%-ის მფლობელი, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 225-ე მუხლის, „მინორიტარი აქციონერისათვის აქციის სავალდებულო მიყიდვის“ საფუძველზე, გამოხატავს ნებას საზოგადოების დანარჩენი აქციონერებისაგან მათ საკუთრებაში არსებული საზოგადოების აქციების სამართლიან ფასად გამოსყიდვასთან დაკავშირებით.

(2) აქციათა გამოსყიდვის მიზეზებია/წინაპირობებია: საზოგადოების ნორმალური, ეფექტური ფუნქციონირება, მართვის ოპტიმიზაცია და განვითარება, საზოგადოების განვითრებისა და ჩვეულებრივი საქმიანობის განხორიცელებისთვის საჭირო გადაწყვეტილებების საპროცესო ეკონომიურობის პრინციპის დაცვით მიღება, მმართველობითი ხარჯების მინიმიზაცია და სისტემური რისკების დაზღვევა.

(3) წინამდებარე განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ (ნებისმიერ დროს), „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 225-ე მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში სსსკ“) XXXIV​2 თავით დადგენილი ნორმების შესაბამისად, შემსყიდველი განცხადებით მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, აქციათა სავალდებულო მიყიდვის სააღრიცხვო თარიღის განსაზღვრის შესახებ.

(4) სსსკ-ის 30914 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აქციათა გამოსყიდვის სამართლიან ფასსა და გამოსყიდვის სააღრიცხვო თარიღს განსაზღვრავს სასამართლო სსსკ-ით დადგენილი წესით, აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ გადაწყვეტილებით.

(5) საზოგადოების აქციათა სავალდებულო მიყიდვის შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, შემსყიდველი ყველა დარჩენილი აქციის გამოსასყიდ თანხას განათავსებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 225-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სუბიექტთან, საზოგადოების სხვა აქციონერთა სასარგებლოდ გახსნილ ნომინალური მფლობელობის სპეციალურ ანგარიშზე. აღნიშნულის შესახებ საზოგადოების აქციონერებს ეცნობებათ კანონით გათვალისწინებული წესით და შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ მათ საკუთრებაში არსებული აქციების შესაბამისი/პროპორციული თანხა, სასამართლოს მიერ განსაზღვრული აქციათა სამართლიანი ფასის შესაბამისად.

(6) წინამდებარე განცხადება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სუბიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე.

(7) წინამდებარე განცხადება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე www.matsne.gov.ge.

(8) წინამდებარე განცხადების სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ოფიციალურ ვებგვერდზე www.matsne.gov.ge გამოქვეყნებით დაიწყოს კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო ვადის ათვლა.

(9) დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ საზოგადოების აქციების ნომინალურ მფლობელს  სს „გალტ ენდ თაგარტს“ (ს/ნ: 211359206) შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალექსანდრე პუშკინის ქ. 3, ელფოსტა: info@gt.ge.

 

პატივისცემით,                                                                                                                                    

სს „ბიჯეო ჯგუფი “ წარმომადგენელი                                                              გიორგი ჯავახიშვილი

25/01/2024