„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს“ შექმნის და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 ნოემბრის №86 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს“ შექმნის და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 ნოემბრის №86 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 117
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/01/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016850
117
26/01/2024
ვებგვერდი, 29/01/2024
010250050.35.160.016850
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს“ შექმნის და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 ნოემბრის №86 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №117

2024 წლის 26 იანვარი

ქ. რუსთავი

 

,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს“ შექმნის და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 ნოემბრის №86 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს:

მუხლი 1
,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს“ შექმნის და დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 24 ნოემბრის №86 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 28/11/2023, 010250050.35.160.016819) შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

1.დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს შექმნის და დებულების დამტკიცების შესახებ“;

1.2. დადგენილების მეორე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს დებულება, დანართი №1-ის შესაბამისად“.

1.3. დადგენილების მეორე მუხლით დამტკიცებული დანართი №1-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს დებულება”;

1. 4. დადგენილების მეორე მუხლით დამტკიცებულ დანართი №1-ის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების, მერის წარმომადგენლების, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა ადმინისტრაციული ორეგანოების აქტიურად ჩაბმის უზრუნველყოფა შშმ პირთა საზოგადოებაში ჩართულობის კუთხით;

1.5. დადგენილების მეორე მუხლით დამტკიცებულ დანართი №1-ის მე-3 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების განსახორციელებლად საბჭოს უფლება აქვს საბჭოს ეფექტური ფუნქციონირებისათვის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, გამოითხოვოს სახელმწიფო დაწესებულებებიდან, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებიდან, მერიის წარმომადგენლებიდან, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირებიდან და სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან ოფიციალური მონაცემები და დოკუმენტები“.

1.6. დადგენილების მეორე მუხლით დამტკიცებულ დანართი №1-ის მე-4 მუხლის მეოთხე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. საბჭოს შემადგენლობაში შედის საბჭოს მდივანი, რომელიც არ სარგებლობს ხმის უფლებით და არ იღებს მონაწილეობას საბჭოს გადაწყვეტილებების მიღებაში, იგი ახდენს საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.

1.7. დადგენილების მეორე მუხლით დამტკიცებულ დანართი №1-ის მე-7 მუხლის პირველი პუნქტს ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, თუ არ არსებობს თავმჯდომარის გადაწყვეტილება უფლებამოსილების განხორციელების შესახებ, საბჭოს მოადგილე ახორციელებს საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას;“

1.8. დადგენილების მეორე მუხლით დამტკიცებულ დანართი №1-ის მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საბჭოს მდივანი ახორციელებს საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, ამდენად:

ა) პასუხისმგებელია საბჭოს სხდომის ოქმის სწორად და ზუსტად შედგენაზე, სხდომათა მასალების შენახვასა და დაცვაზე;

ბ) უზრუნველყოფს საბჭოს საქმისწარმოებას. პასუხისმგებელია საბჭოს წევრების ინფორმირებაზე სხდომის ჩატარების თაობაზე სხდომის დღის წესრიგის, ოქმის, დასწრების ფურცლის მომზადებაზე, რომლებსაც წარუდგენს (როგორც მატერიალურად, ასევე ელექტრონულად) საბჭოს წევრებს;

გ) 7 (შვიდი) კალენდარული დღით ადრე აცნობოს საბჭოს წევრებს სხდომის ჩანიშვნისა და სხდომის დღის წესრიგის თაობაზე; საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, დასაშვებია სხდომის ჩანიშვნის შესახებ ეცნობოს საბჭოს წევრებს საბჭოს სხდომის წინა დღეს;

დ) იწვევს და საბჭოს წევრებს წარუდგენს განსახილველი საკითხების ნუსხას;

ე) საბჭოზე განსახილველ საკითხთა ჩამონათვალს ურიგებს საბჭოს წევრებს და უწევს კონტროლს დოკუმენტაციის შეგროვებასა და დამუშავებას;

ვ) აწარმოებს საბჭოს სხდომების საოქმო დოკუმენტაციას;

ზ) ახორციელებს საბჭოს დებულებით გათვალისწინებულ და საბჭოს თავმჯდომარის მიერ გაცემულ ცალკეულ დავალებებს;

თ) საბჭოს თავმჯდომარის დავალებით, მონაწილეობს შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებზე ტექნიკური უზრუნველყოფის ჭრილში (წერილების მომზადება და სხვა);

ი) კორდინაციას და მონიტორნიგს უწევს საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას და წარუდგენს ინფორმაციას საბჭოს თავმჯდომარეს;

კ) კეთილსინდისიერად და ჯეროვნად უზრუნველყოფს ამ დებულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენოდარი შეროზია