„დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 14 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 14 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები დმანისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/01/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.156.016512
5
25/01/2024
ვებგვერდი, 30/01/2024
010250050.35.156.016512
„დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 14 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დმანისის მუნიციპალიტეტი
 

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №5

2024 წლის 25 იანვარი

ქ. დმანისი

 

„დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 14 დეკემბრის №48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

მუხლი 1

„დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 14 დეკემბრის №48 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/12/2021, სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010250050.35.156.016426) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის დანართი №1-ის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით წინა წელს განხორციელებული შესყიდვების გეგმის ანგარიშის განხილვა.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის დანართი №1-ს  დაემატოს შემდეგი შინაარსის 941 მუხლი:

მუხლი 941. ელექტრონული პეტიცია

1. ამ რეგლამენტის 94-ე მუხლით განსაზღვრული სუბიექტების მიერ მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის პეტიციის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, მუნიციპალიტეტის ვებგვერდის სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის (შემდგომში – აპლიკაცია) მეშვეობით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პეტიციის წარდგენის მიზნით მომხმარებელი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელთა რაოდენობა აღემატება ერთს, ერთ-ერთი მომხმარებელი, რეგისტრირდება აპლიკაციის მომხმარებლად, რისთვისაც მიუთითებს სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, პირად ნომერს, ელექტრონული ფოსტის მისამართს, აპლიკაციაში განათავსებს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის (პასპორტის) დასკანერებულ ასლს. მომხმარებელს ელექტრონულ ფოსტაზე აპლიკაციის მიერ ავტომატურ რეჟიმში ეგზავნება კოდური სიტყვა/სიმბოლოები, რომლითაც   ახდენს რეგისტრაციის დადასტურებას.

3. მომხმარებელი ვალდებულია ამ რეგლამენტით განსაზღვრული პეტიციის ტექსტი განათავსოს აპლიკაციაში ქართული Silfaen შრიფტით და აპლიკაციაში დოკუმენტების ატვირთვის გზით, თან დაურთოს ამ რეგლამენტით განსაზღვრული შესაბამისი დოკუმენტები.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, აპლიკაციაში განთავსებული ტექსტი და თანდართული დოკუმენტები მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე გამოჩნდება მისი ატვირთვის დღის მომდევნო სამუშაო დღის 24 საათამდე. აპლიკაციაში განთავსებული ტექსტისა და თანდართული დოკუმენტების მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე ატვირთვის დასტური, მომხმარებელს ეგზავნება მობილური ტელეფონის ნომერზე ან ელექტრონულ ფოსტაზე, ასეთის მითითების შემთხვევაში.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული წესით აპლიკაციაში განთავსებულ ტექსტს და თანდართულ დოკუმენტებს მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირი, მუნიციპალიტეტის  ვებგვერდზე არ ასახავს, თუ:

ა) ტექსტი ეწინააღმდეგება ზნეობის საყოველთაოდ აღიარებულ  ნორმებსა და პრინციპებს;

ბ) ტექსტის შინაარსი შეურაცხყოფას აყენებს ნებისმიერ პირს;

გ) ტექსტი ზღუდავს საქართველოს კონსტიტუციის მე-2 თავით განსაზღვრულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.

6. ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, აპლიკაციაში ატვირთულ პეტიციაზე ამომრჩევლების მიერ ხელმოწერის შესრულება ხდება მუნიციპალიტეტის  ვებგვერდზე რეგისტრაციის გარეშე.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, პეტიციაზე ხელმოწერის დასაფიქსირებლად ამომრჩევლები აპლიკაციაში ქართული Silfaen შრიფტით უთითებენ საკუთარ სახელს, გვარს, პირად ნომერს, რეგისტრაციის მიხედვით საცხოვრებელი ადგილის მისამართსა და მობილური ტელეფონის ნომერს. პეტიციაზე ხელმოწერის დასაფიქსირებლად, ამომრჩეველი ვალდებულია, აპლიკაციის შესაბამის ფანჯარაში მონიშვნის გაკეთების გზით დაადასტუროს, რომ გაეცნო პეტიციის შინაარსს და ეთანხმება მას. აპლიკაციაში ამომრჩეველის მონაცემების ხელმომწერთა სიაში დამატება ხდება მის მიერ მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე აპლიკაციის მიერ ავტომატურ რეჟიმში გაგზავნილი კოდური სიტყვის/სიმბოლოების მეშვეობით ხელმოწერის დადასტურების შემდეგ და აპლიკაცია ავტომატურ რეჟიმში უთითებს ხელმოწერის განხორციელების თარიღს. ერთი მობილური ტელეფონის ნომერი შესაძლოა გამოყენებულ იქნეს  არაუმეტეს 5 პირის რეგისტრაციის მიზნით.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, ამომრჩევლის მიერ ხელმოწერის შესრულებისას იგი უფლებამოსილია დააფიქსიროს მისი პოზიცია მისი სახელისა და გვარის საჯაროობის თაობაზე. თუ ამომრჩეველი არარის თანახმა, მისი სახელი და გვარი გახდეს საჯარო, აპლიკაცია უზრუნველყოფს  მისი პერსონალური მონაცემების გამხელისაგან დაცვას. ამომრჩევლის პერსონალური მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ  მომხმარებლისა და დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფლებამოსილი პირისათვის.

9. აპლიკაცია უზრუნველყოფს, რომ ტექნიკურად არ იყოს შესაძლებელი ორი ან რამდენიმე ხელმოწერის შესრულება საქართველოს მოქალაქის ერთი და იგივე პირადი ნომრით.

10. პეტიციის ტექსტის გამოქვეყნების შემდეგ აპლიკაცია ასაჯაროებს  პეტიციაზე ხელმომწერი ამომრჩევლების მიმდინარე რაოდენობას, პეტიციაზე საჭირო ხელმომწერთა მინიმალურ რაოდენობას  და მომხმარებლ(ებ)ის სახელ(ებ)ს და გვარ(ებ)ს.

11. პეტიციის ტექსტის მუნიციპალიტეტის  ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან არაუმეტეს 30 დღის ვადაში, ამომრჩეველთა მიერ ამ რეგლამენტით დადგენილი მინიმალური ოდენობის ხელმოწერების ელექტრონულად განხორციელების შემდეგ, აპლიკაციის „რეგისტრაციაზე გაგზავნის“ ფუნქციის მეშვეობით მომხმარებელი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე პეტიციის ტექსტსა და თანდართულ დოკუმენტებს, მათ შორის პეტიციის ხელმომწერ ამომრჩეველთა სრულ სიას, აგზავნის მუნიციპალიტეტის ელექტრონული ფოსტის მისამართზე. ამ შემთხვევაში აპლიკაცია ავტომატურ რეჟიმში აკეთებს აღნიშვნას პეტიციის წარდგენის  თარიღის თაობაზე და საკრებულოს აპარატისგან ითხოვს პეტიციის მიღების დადასტურებას, საკრებულოს აპარატისგან მიღების დადასტურების შემდეგ აპლიკაცია ავტომატურ რეჟიმში ელექტრონულად ატყობინებს ამის შესახებ მომხმარებელს, თარიღისა და დროის მითითებით.

12. პეტიციის ტექსტის შესაბამისობაზე მოქმედ კანონმდებლობასთან და ამ რეგლამენტის მოთხოვნებთან, ასევე პეტიციის საკრებულოში გადაგზავნამდე, ამომრჩევლების მიერ მათი მონაცემების სრულად შეყვანით ელექტრონულად განხორციელებული ხელმოწერების რაოდენობის, რეგლამენტით დადგენილ მინიმალურ რაოდენობასთან შესაბამისობაზე პასუხისმგებელია მომხმარებელი.

13. პეტიციის ელექტრონულ ფოსტაზე მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში საკრებულოს აპარატი იწყებს ამ რეგლამენტის გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებას.

 

14. პეტიციის რეგისტრაციის შემდეგ საკრებულოს აპარატი პეტიციის რეგისტრაციაზე დასტურს ან პეტიციის რეგისტრაციაზე უარს  უგზავნის მომხმარებელს და აღნიშნულს განათავსებს მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე.“.

მუხლი 2

1. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

2. დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 1აპრილიდან.


დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ყულიაშვილი