საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალგაზრდობის სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალგაზრდობის სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 27/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
მიღების თარიღი 12/02/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 010020000.22.022.018445
27/ნ
12/02/2024
ვებგვერდი, 12/02/2024
010020000.22.022.018445
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალგაზრდობის სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
 

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის

 ბრძანება №27/ნ

2024 წლის 12 თებერვალი

ქ.თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალგაზრდობის სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების დამტკიცების შესახებ

„სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №572 დადგენილებით დამტკიცებული „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესის“ შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ახალგაზრდობის სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები:

ა) ემბლემის ფორმა ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად;

ბ) მედიასთან საკომუნიკაციო ბანერის ფორმა ამ ბრძანების დანართი №2-ის შესაბამისად;

გ) ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკი (ქართული ვერსია) ამ ბრძანების დანართი №3-ის შესაბამისად;

დ) ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკი (ინგლისური ვერსია) ამ ბრძანების დანართი №4-ის შესაბამისად;

ე) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკი ამ ბრძანების დანართი №5-ის შესაბამისად.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრიგიორგი ამილახვარი