„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1086
დოკუმენტის მიმღები შემოსავლების სამსახური
მიღების თარიღი 25/01/2024
დოკუმენტის ტიპი შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/01/2024
ძალაში შესვლის თარიღი 01/02/2024
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.00.016724
1086
25/01/2024
ვებგვერდი, 26/01/2024
000000000.00.00.016724
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
შემოსავლების სამსახური

 

სსიპ –  შემოსავლების  სამსახურის უფროსის

 

 

ბრძანება №1086

 

 

2024 წლის 25 იანვარი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ  

საქართველოს ზოგადი   ადმინისტრაციული   კოდექსის 63-ე   მუხლისა და   „საჯარო   სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების   შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო    სამართლის    იურიდიული   პირის  – შემოსავლების   სამსახურის    სტრუქტურული ერთეულების დებულების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის   2011 წლის 2 ივნისის №2742 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის   – შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის დებულების“ (დანართი №4) :

ა) მე-5 მუხლის:

 

ა.ა) ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სისტემური ანალიტიკისა და პროგრამული მხარდაჭერის სამმართველო;“;

ა.ბ) ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1 ქვეპუნქტი:

„ა1) პროექტების მართვისა და განვითარების სამმართველო;“;

 

ა.გ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ვებ სერვისების მართვის სამმართველო;“;

ბ) მე-6 მუხლის:

ბ.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სისტემური  ანალიტიკისა  და   პროგრამული  მხარდაჭერის  სამმართველოს  ძირითადი ფუნქციებია:

ა) ცენტრის   მიერ  განსახორციელებელი   პროექტების   და   ტექნიკური   ამოცანების   შესრულებაში მონაწილეობა, ანალიტიკის განხორციელების მიზნით;

ბ) შემოსავლების სამსახურის შესაბამის ჩართულ/დაინტერესებულ დეპარტამენტებთან ერთად პროცესების შესწავლა და ანალიზი;

გ) ახალი პროდუქტების და სერვისების პროექტირება;

დ) ანალიზის შედეგად ამოცანის შესაბამისი ტექნიკური დავალების მომზადება და მისი შესრულების პროცესის ადმინისტრირება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების განვითარების, მართვის და მომსახურების სტანდარტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება,   მომსახურების ხარისხის მართვა და კონტროლი;

ვ) პროგრამული ინციდენტების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, ანალიზი და სათანადო რეაგირების /დაინტერესებული მხარეების მხარდაჭერის უზრუნველყოფა;

ზ) ცენტრის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშებისა და ანალიტიკური მასალის მომზადება.“.

ბ.ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:

„11. პროექტების მართვისა და განვითარების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) ცენტრის ერთიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, სამოქმედო გეგმაში ცვლილებების შეტანის უზრუნველყოფა და შესრულების კონტროლი;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების განვითარების, მართვის და მომსახურების სტანდარტების შემუშავებასა და დანერგვაში მონაწილეობის მიღება;

გ)  შემოსავლების    სამსახურის    შესაბამის    ჩართულ/დაინტერესებულ    დეპარტამენტებთან,    სხვა დაინტერესებულ მხარეებთან/დონორებთან ერთად პროექტების დაგეგმვასა და მართვაში მონაწილეობა;

დ) პროექტების   მართვისთვის   საჭირო   პროგრამულ   უზრუნველყოფაში   პროექტების   აღრიცხვა, საჭიროებისამებრ ცვლილების ინიცირება და მონიტორინგი;

ე) პროექტების ინიცირება, დაგეგმვა და მართვა (კოორდინაცია), პროექტების განხორციელებისათვის საჭირო რესურსების (ადამიანური, ტექნიკური) დაგეგმვა, განაწილება და უზრუნველყოფა, პროექტების მართვასთან დაკავშირებული სხვა ადმინისტრაციული ღონისძიებების განხორციელება;

ვ) ცენტრის პროექტების შემუშავება, მართვა, არსებულ და ახალ პროექტებზე წინადადებების შემუშავება და მათი განვითარებისათვის საჭირო ცვლილებების დაგეგმვა და ინიცირება.“;

ბ.გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) მონაცემთა ბაზის არქიტექტურის და დიზაინის შემუშავება;

ბ) პროგრამული უზრუნველყოფის ვერსიების და ცვლილებების აღრიცხვა;

გ) ტექნიკური დოკუმენტის შესაბამისად ახალი მოდულების შექმნა ან არსებულ სისტემებში ცვლილებების შეტანა;

დ) პროგრამულ ინციდენტებზე რეაგირება და გაუმართაობის აღმოფხვრა;

ე) შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეულებიდან მიღებული დავალების საფუძველზე შემოსავლების სამსახურისთვის სპეციალიზებული საინფორმაციო სისტემების შექმნა;

ვ) პროგრამული კოდის შექმნის სტანდარტის შემუშავება;

ზ) საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სწავლების ინიცირება;

თ) ტექნოლოგიური სიახლეების გაცნობა და საჭიროების შემთხვევაში მათი დანერგვა.“;

ბ.დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ვებრესურსების მართვის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) ვებ და ანდროიდ აპლიკაციების არქიტექტურის შემუშავება და დიზაინის განსაზღვრა;

ბ) ტექნიკური დოკუმენტის შესაბამისად ერთიანი საჯარო და შიდა კორპორატიული პორტალის მომსახურება;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაცემთა ბაზების არქიტექტურის და დიზაინის შემუშავება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, პროგრამული კოდის შექმნის სტანდარტის შემუშავება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, ტექნოლოგიური სიახლეების გაცნობა და საჭიროების შემთხვევაში მათი დანერგვა;

ვ)    კომპეტენციის    ფარგლებში,    პროგრამულ    ინციდენტებზე    რეაგირება    და    გაუმართაობის აღმოფხვრა.“;

ბ.ე) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. ვებ სერვისების მართვის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, მონაცემთა ბაზების არქიტექტურის და დიზაინის შემუშავება;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, ტექნოლოგიური სიახლეების გაცნობა და საჭიროების შემთხვევაში მათი დანერგვა;

გ)    კომპეტენციის    ფარგლებში,    პროგრამულ    ინციდენტებზე    რეაგირება    და    გაუმართაობის აღმოფხვრა;

დ) ტექნიკური დოკუმენტის შესაბამისად ვებსერვისების, API-ის შემუშავება;

ე) ვებსერვისების და API-ის არქიტექტურის განსაზღვრა;

ვ) პროგრამული კოდის შექმნის სტანდარტის შემუშავება (.NET ტექნოლოგიაში);

ზ) სხვა ორგანიზაციების ვებ სერვისების ინტეგრირება შემოსავლების სამსახურის სისტემაში.“;

ბ.ვ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საინფორმაციო სისტემების ხარისხის კონტროლის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა)  ცენტრის    მიერ    შექმნილი    საინფორმაციო    სისტემების    ხარისხის    კონტროლი,    ტესტირების სცენარების შექმნა და დოკუმენტირება;

ბ) ცენტრის    მიერ    შექმნილი    საინფორმაციო    სისტემების    სასიცოცხლო    ციკლის    პროცესის მხარდაჭერა, ხარისხის კონტროლის მონიტორინგი;

გ) ხარისხიანი საინფორმაციო სისტემების მისაღებად ტესტირების გეგმის შემუშავება და შეთანხმება ცენტრის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან;

დ) ხარისხის კონტროლის დამატებითი მექანიზმების შემუშავება (სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა, შესაბამისი სწავლების და ტრენინგის ინიცირება);

ე)   საინფორმაციო   სისტემის   პროგრამული   უზრუნველყოფის   ტესტირება   სატესტო   გარემოში, ხარვეზების ანგარიშის მომზადება.“.

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის 1 თებერვლიდან .

 

 

სამსახურის უფროსი                                             ლევან კაკავა