„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 ივლისის N77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 ივლისის N77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები ბორჯომის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 26/01/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.139.016544
3
26/01/2024
ვებგვერდი, 29/01/2024
190020020.35.139.016544
„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 ივლისის N77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ბორჯომის მუნიციპალიტეტი
 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2024 წლის 26 იანვარი

ქ. ბორჯომი

 

„ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 ივლისის №77 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 22 ივლისის №77 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 190020020.35.139.016467, 22/07/2022 წელი) და დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით დამტკიცებული „ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის“

1.  მე-2 მუხლის

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრებისათვის, რომლებიც არ არიან მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირები, საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ზღვრული ოდენობა თითოეულ წევრზე განისაზღვროს 880 (რვაას ოთხმოცი) ლარის ოდენობით  ყოველთვიურად.“.

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მოსახლეობასთან გამართული შეხვედრის შემთხვევაში საკრებულოს წევრი (გარდა თანამდებობის პირისა) ვალდებულია ყოველი თვის 28 რიცხვიდან მომდევნო თვის 28 რიცხვამდე საკრებულოს აპარატში წარადგინოს მოხსენებითი ბარათი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია (შეხვედრის ჩატარების დრო, ადგილი, თემატიკა) ამომრჩევლებთან შეხვედრის შესახებ.“.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს აპარატის უფროსი საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების  სხდომებზე, დასწრების ფაქტობრივი მონაცემების, ხოლო ამ წესის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საკრებულოს წევრის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის (მოხსენებითი ბარათი) საფუძველზე ავსებს ამ დადგენილების დანართი №2-ით დამტკიცებულ ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელების ამსახველი მონაცემების ცხრილის ფორმას  და წერილობით წარუდგენს (მოხსენებითი ბარათი) საკრებულოს თავმჯდომარეს არაუგვიანეს ყოველი თვის 28 რიცხვისა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2024 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართალ ურთიერთობებზე.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით ზაალიშვილი