დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2023 წლის 5 ოქტომბრის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 18 |
დოკუმენტის მიმღები | პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი |
მიღების თარიღი | 25/01/2024 |
დოკუმენტის ტიპი | პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/01/2024 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/02/2024 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2024 |
სარეგისტრაციო კოდი | 010100000.78.091.016019 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის 2023 წლის 5 ოქტომბრის №16 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 06/10/2023, სარეგისტრაციო კოდი: 010100000.78.091.016017) და ბრძანებით დამტკიცებული წესის:
1. მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) სტაჟირება – სამსახურში ამ წესით რეგულირებადი, ვადიანი, ანაზღაურებადი საქმიანობა, რომლის მიზანია პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენა, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება და კვალიფიკაციის ამაღლება სამსახურისთვის კვალიფიციური ადამიანური რესურსის მოსამზადებლად;“. 2. II თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სტაჟიორის მიღება, სტაჟირების ვადა და ანაზღაურება“. 3. მე-5 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 მუხლი: „მუხლი 51. სტაჟიორის შრომის ანაზღაურება 1. სამსახურში სტაჟირება ანაზღაურებადია. 2. სამსახურში სტაჟირება ანაზღაურდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის 171 მუხლით დადგენილი წესითა და ზღვრული ოდენობის ფარგლებში.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2024 წლის პირველი თებერვლიდან. |
|
დოკუმენტის კომენტარები