დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ადაპტაციის ხელშეწყობისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების 2005 წლის პროგრამების და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების გაცემის წესისა და პრინციპების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 4 მარტის №67/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 175/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 06/07/2005 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 82, 13/07/2005 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 13/06/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280.120.000.22.035.007.544 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.035.007.544
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №175/ნ
2005 წლის 6 ივლისი
ქ. თბილისი
“შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ადაპტაციის ხელშეწყობისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების 2005 წლის პროგრამების და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების გაცემის წესისა და პრინციპების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 4 მარტის №67/ნ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
“ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ადაპტაციის ხელშეწყობისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების 2005 წლის პროგრამების და უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახების სოციალური დახმარების გაცემის წესისა და პრინციპების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2005 წლის 4 მარტის №67/ნ ბრძანების (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 09.03.2005 წ., №27, მუხ. 254) პირველი პუნქტით დამტკიცებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური ადაპტაციის ხელშეწყობის პროგრამის 1 პუნქტის 1.3 ქვეპუნქტის:
ა) “პრობლემების აღწერა:”-ს მესამე აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“ამ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია ბრაილის შრიფტით ბეჭდვის საშუალებების შეძენით, სადაც მოხდება ყველა იმ საჭირო წიგნისა და ჟურნალის დაბეჭდვა, რომელიც დაეხმარება უსინათლო ადამიანებს ცოდნის ამაღლებასა და ინფორმაციის შესაფერისი ფორმით მიღებაში.”;
ბ) “ღონისძიებები:” ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“ღონისძიებები:
სახელმწიფოს მხრიდან მოხდება მომსახურების შემდეგი ღონისძიებების ანაზღაურება:
· ბრაილის შრიფტით ბეჭდვის საშუალებების შეძენა;
· სპეციალური ქაღალდის შეძენა;
· ხმოვანი ლიტერატურის ჩამწერი საშუალებების შეძენა.”
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ლ. ჭიპაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები