„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2024 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2024 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/01/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 25/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.169.016559
4
24/01/2024
ვებგვერდი, 25/01/2024
190040000.35.169.016559
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2024 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2024 წლის 24 იანვარი

ქ. დედოფლისწყარო

 

„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების 2024 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 დეკემბრის №28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო   ა დ გ ე ნ ს:

მუხლი 1
„დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების  მინიმალური სოციალური დახმარების 2024 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის  დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 20 დეკემბრის №28 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge. 21.12.2023 წ., სარეგისტრაციო კოდი:  190040000.35.169.01652)   შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 1 („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  მოქალაქეების  მინიმალური სოციალური დახმარების 2024 წლის პროგრამა“)  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით დანართის შესაბამისად (დანართი 1 დადგენილებას თან ერთვის).

2. დადგენილებით დამტკიცებული დანართი 2 („დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  მოქალაქეების  მინიმალური სოციალური დახმარების 2024 წლის პროგრამის ბიუჯეტი“)  ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით დანართის შესაბამისად (დანართი 2 დადგენილებას თან ერთვის).

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენუგზარ პაპიაშვილი



დანართი 1

 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  მოქალაქეების  მინიმალური სოციალური დახმარების  2024  წლის პროგრამა

 


მუხლი 1. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების  2024 წლის პროგრამა (შემდგომში – „პროგრამა“) განსაზღვრავს  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის  ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების მიღების პირობებს, მიმღებთა  კატეგორიებს, მათ მიერ, მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობასა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ახალდაბადებულ ბავშვიან ოჯახებზე წამახალისებელი თანხის გაცემის პირობებს 2024  წლის განმავლობაში.

მუხლი 2. სოციალური   დახმარების ქვეპროგრამები   და ბენეფიციარები
1. სოციალური   დახმარების ქვეპროგრამებია:

ა) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვან ბავშვთა, ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა, მარტოხელა მშობელთა, მრავალშვილიან მშობელთა (ერთი, ორი ან სამი არასრულწლოვანი ბავშვით მათ შორის, გერი შვილ(ებ)ი), საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულისა (რომელიც რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრებია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე)  და მეორე მსოფლიო ომის მონაწილის ოჯახთა  ყოველთვიური ფულადი დახმარება, მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად, ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად;

ბ) ხანძრით, მიწისძვრით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით  დაზარალებული, უსახლკარო და ავარიული საცხოვრებელი სახლის (ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი) მფლობელი ოჯახების  ბინის ქირით უზრუნველყოფის მიზნით ყოველთვიური ფულადი დახმარება;

გ)  ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქის, სამკურნალო სეანსების ჩასატარებლად, ტრანსპორტირების ხარჯის  უზრუნველყოფის მიზნით ყოველთვიური ფულადი დახმარება;

დ)  რეაბილიტაცია/აბილიტაციის  სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე 18 წლამდე ასაკის შშმ პირის ტრანსპორტირების ხარჯის დაფინანსების მიზნით ყოველთვიური ფულადი დახმარება;

ე)  გლუტენისადმი მგრძნობიარე „ცელიაკიას დიათეზით“ დაავადებული არასრულწლოვანი ბავშვებისთვის სპეციალური საკვები პროდუქტების შესაძენად  ყოველთვიური ფულადი დახმარება;

ვ)  მრავალშვილიანი ოჯახის (სადაც იზრდება ოთხი და მეტი შვილი, მათ შორის გერი შვილ(ებ)ი და ოთხი მაინც არის არასრულწლოვანი) ერთჯერადი ფულადი დახმარება;

ზ)  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული მეომრის (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული)  ოჯახის ერთჯერადი ფულადი დახმარება;

თ)  ფაშიზმზე გამარჯვების საიუბილეო დღესთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეზე  ერთჯერადი ფულადი დახმარება;

ი) სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარება;

კ)  საიუბილეო დღესთან დაკავშირებით, 100  და 100 წელზე ზევით ხანდაზმული მოქალაქის  ერთჯერადი ფულადი დახმარება;

ლ)  აუტიზმისა და დაუნის სინდრომის მქონე არასრულწლოვანი ბავშვიანი ოჯახის ერთჯერადი ფულადი დახმარება;

მ)  დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ახალდაბადებულ ბავშვიანი ოჯახების (სადაც ორივე მშობელი  ან მარტოხელა მშობელი რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე) ერთჯერადი ფულადი დახმარება; 

ნ)   სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ან თანადაფინანსების მსურველთა ფულადი დახმარება;

ო)  სოციალურად დაუცველი ოჯახების, გათბობის ხარჯის უზრუნველყოფის მიზნით, ერთჯერადი ფულადი დახმარება;

პ)  ა(ა)იპ „დედოფლისწყაროს სათნოების სახლის“  უმწეოთა და უპოვართა უფასო კვების ობიექტის დაფინანსება; 

ჟ) ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით, სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ხანდაზმულთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ზოგადად მოწყვლადი მოსახლეობისათვის კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების მიწოდება.

2. სოციალური  პროგრამის ბენეფიციარები არიან:

ა)  მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი;

ბ)  შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვანი ბავშვი;

გ)  ობოლი და მარჩენალდაკარგული არასრულწლოვანი ბავშვი;

დ) მრავალშვილიანი ოჯახი (ოთხი და მეტი შვილი),  რომელსაც ჰყავს  ერთი, ორი ან სამი არასრულწლოვანი  ასაკის  ბავშვი(ები);

ე)  მრავალშვილიანი ოჯახი (ოთხი და მეტი შვილი), რომელსაც ჰყავს  ოთხი და მეტი  არასრულწლოვანი  ასაკის  ბავშვი(ები);

ვ) მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს არასრულწლოვანი  ბავშვი(ები);

ზ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული მეომრის ოჯახი;

თ) მეორე მსოფლიო ომის   მონაწილე;

ი) დევნილთა ოჯახი, რომლებიც დროებით რეგისტრირებულნი არიან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე; 

კ) მარტოხელა პენსიონერის (პენსიონერთა) ოჯახი (მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი (II ჯგუფი) და ასაკით პენსიონერი), რომელსაც არ ჰყავს კანონით  გათვალისწინებული შრომისუნარიანი მარჩენალი  მისი საცხოვებელი ადგილის   მიუხედავად;

ლ)  ხანძრით, მიწისძვრით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით  დაზარალებული, უსახლკარო და ავარიული საცხოვრებელი სახლის (ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი) მფლობელი ოჯახი;

მ) სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ოჯახი (იგულისხმება მეომარი შესაბამისი კოდით: 100 –მეორე მსოფლიო ომის მონაწილე; 300 – აფხაზეთის ან სამაჩაბლოს ომის მონაწილე (1990-1993 წ.);  800 – 2008 წლის აგვისტოს ომის  მონაწილე); 

ნ) 100  და 100 წელზე ზევით ხანდაზმული მოქალაქე;

ო) ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი, რომლის ორივე მშობელი ან მარტოხელა მშობელი რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

პ)  ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქე;

ჟ) სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ან თანადაფინანსების მსურველი პირი;

რ)  აუტიზმისა და დაუნის სინდრომის მქონე არასრულწლოვანი ბავშვი;

ს) რეაბილიტაცია/აბილიტაციის  სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე 18 წლამდე ასაკის შშმ პირი;

ტ)   გლუტენისადმი მგრძნობიარე „ცელიაკიას დიათეზით“ დაავადებული არასრულწლოვანი ბავშვი;

3.  ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ კატეგორიებზე, გარდა  „ზ“; „თ“; „ი“; „მ“; „ნ“; „ო“; „პ“; „რ“; „ს“; „ტ“ ქვეპუნქტებისა, სოციალური დახმარება გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა 150 000 ან ნაკლებია.


მუხლი 3. პროგრამის  ბიუჯეტი
სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსების წყაროა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, სადაც სოციალური დაცვისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გათვალისწინებულია  1013700  (ერთი მილიონ ცამეტი ათას შვიდასი) ლარი.

მუხლი 4. სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია
მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობისა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვან ბავშვთა, ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა, მარტოხელა მშობელთა, მრავალშვილიან მშობელთა (ერთი, ორი ან სამი არასრულწლოვანი ბავშვით, მათ შორის გერი შვილ(ებ)ი), საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულისა (რომელიც რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრებია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე)  და მეორე მსოფლიო ომის მონაწილის ოჯახთა  ყოველთვიური ფულადი დახმარება, მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად, ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად.  

1. სოციალური დახმარების მისაღებად   წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა)  განცხადება;

ბ) განმცხადებლის (მშობელი, მინდობილი პირი, მხარდამჭერი, მეურვე, მარჩენალდაკარგული ოჯახის სრულწლოვანი წევრი, ან კანონით გათვალისწინებული პირი) პირადობის  დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

გ)  ბენეფიციარის პირადობის  დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

დ)   ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ქსეროასლი;

ე)  მშობლის ან მშობლების გარდაცვალების მოწმობ(ებ)ის ქსეროასლი(ები);

ვ) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის (მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის პირი, შეზღუდული შესაძლებლობის არასრულწლოვან ბავშვი, მარტოხელა მშობელი, მრავალშვილიანი  მშობელი,  ვეტერანის მოწმობა, საბრძოლო მოქმედებების დროს გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტი) ქსეროასლი;

ზ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილებიდან. ცნობა არ მოეთხოვება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულისა და მეორე მსოფლიო ომის მონაწილის ოჯახებს;

თ) სს „ეპ ჯორჯია მიწოდება“ დედოფლისწყაროს აბონენტთა მომსახურების ცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი;

ი) შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“  აღმოსავლეთის  რეგიონული ოფისის დედოფლისწყაროს სერვისცენტრიდან აბონენტის რეგისტრაციის ნომერი;

კ)  ადმინისტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა, სოციალური დახმარების მიღების თაობაზე, რომელიც შეიცავს ინფორმაციას, განმცხადებლისა და განცხადებაზე თანდართულ ქვითარში სააბონენტო ნომრის მფლობელს შორის კავშირის შესახებ.

2. ხანძრით, მიწისძვრით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით  დაზარალებული, უსახლკარო და ავარიული საცხოვრებელი სახლის (ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი) მფლობელი ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფის მიზნით ყოველთვიური ფულადი დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა)  განცხადება;

ბ)  განმცხადებლისა და ბინის მესაკუთრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ქსეროასლები;

გ) ცნობა ხანძრის, მიწისძვრის, ბუნებრივი კატასტროფის, სხვა განსაკუთრებული შემთხვევისა და სიცოცხლისათვის საშიში ავარიული სახლის შესახებ შესაბამისი სამსახურიდან;

დ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილებიდან (ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ არ მოეთხოვება ხანძრით, მიწისძვრით და ბუნებრივი კატასტროფით დაზარალებულ უსახლკარო ოჯახებს);

ე) ადმინისტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ოჯახის ბინის ქირით უზრუნველყოფის  შესახებ;

ვ)  ბინის მფლობელის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი საჯარო რეესტრიდან (სოფელ საბათლოს, ჭოეთსა და თავწყაროში საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტად შესაძლოა  ჩაითვალოს ადმინისტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა, ქონების მართლზომიერი მფლობელობის შესახებ, სისტემური რეგისტრაციის დასრულებამდე);

ზ)  ბინის მესაკუთრის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

თ) ცნობა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან აკრედიტაციის ცენტრის მიერ აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული დასკვნა საცხოვრებელი სახლის საცხოვრებლად უვარგისობის (ავარიულობის) შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, რომელსაც ადასტურებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური.

3. ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქის, სამკურნალო სეანსების ჩასატარებლად, ტრანსპორტირების ხარჯის  უზრუნველყოფის მიზნით ყოველთვიური ფულადი დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა)  განცხადება;

ბ)  განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის   ქსეროასლი;

გ)  ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დედანი ფორმა № 100);

დ)  განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

4. რეაბილიტაცია/აბილიტაციის  სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე 18 წლამდე ასაკის შშმ პირის ტრანსპორტირების ხარჯის დაფინანსების მიზნით ყოველთვიური ფულადი დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა)  განცხადება;

ბ)  განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) შშმ ბავშვის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი, თუ პირი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვია;

ე)  ადმინისტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა,18 წლამდე ასაკის შშმ პირის რეაბილიტაცია/აბილიტაციის კურსის ჩასატარებლად ტრანსპორტირების ხარჯის თანადაფინანსების შესახებ, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

ვ) ცნობა  მომსახურე კლინიკიდან/ცენტრიდან სარეაბილიტაციო მკურნალობის საჭიროების შესახებ;

ზ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დედანი ფორმა № 100);

თ) გადაწყვეტილება სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კახეთის რეგიონალური ცენტრიდან;

ი)  განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

5. გლუტენისადმი მგრძნობიარე „ცელიაკიას დიათეზით“ დაავადებული არასრულწლოვანი ბავშვებისთვის სპეციალური საკვები პროდუქტების შესაძენად  ყოველთვიური ფულადი დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა)  განცხადება;

ბ)  განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი;

გ)  ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დედანი ფორმა № 100);

ე)  განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

6.  მრავალშვილიანი ოჯახის (სადაც იზრდება ოთხი და მეტი შვილი, მათ შორის გერი შვილ(ებ)ი და ოთხი მაინც არის არასრულწლოვანი) ერთჯერადი ფულადი დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა)  განცხადება;

ბ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ქსეროასლები;

გ)  მრავალშვილიანი მშობლის  სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ)   ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი;

ე)   ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

ვ) ცნობა სარეიტინგო ქულის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილებიდან;

ზ) ადმინისტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა, შესაბამის ინფორმაციასთან ერთად, მრავალშვილიანი ოჯახის ერთჯერადი ფულადი დახმარების მიღების  შესახებ.

7. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული მეომრის (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული) ოჯახისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია: 

ა) განცხადება;

ბ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის   ქსეროასლი;

გ)  სტატუსის ან საბრძოლო მოქმედების დროს გარდაცვალების დამადასტურებელი  დოკუმენტის ასლი;

დ)   განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

8. ფაშიზმზე გამარჯვების საიუბილეო დღესთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეზე  ერთჯერადი ფულადი დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა)  განცხადება  (განმცხადებელი შეიძლება იყოს ბენეფიციარი ან მისი  ოჯახის წევრი, ახლობელი, ნათესავი,  ასევე  კანონით გათვალისწინებული წარმომადგენელი); 

ბ)  განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ქსეროასლი; 

გ) ვეტერანის მოწმობის ქსეროასლი;

დ)  საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

9.  სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ)  განმცხადებლის (დაკრძალვის ხარჯის გამღები პირი)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის   ქსეროასლი;

გ)  ვეტერანის მოწმობის ქსეროასლი;

დ)  ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

ე)  ადმინისტრაციულ ერთეულში დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის ცნობა, ვეტერანის დაკრძალვის ხარჯის გამღები პირის შესახებ (აქტთან ერთად);

 ვ)  განმცხადებლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

10.  საიუბილეო დღესთან დაკავშირებით, 100  და 100 წელზე ზევით ხანდაზმული მოქალაქის  ერთჯერადი ფულადი დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა)  განცხადება  (განმცხადებელი შეიძლება იყოს ბენეფიციარი ან მისი   ოჯახის წევრი,  ნათესავი, ახლობელი,  ასევე  კანონით გათვალისწინებული წარმომადგენელი); 

ბ)   განმცხადებლისა და ბენეფიციარის  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ქსეროასლები;

გ)  ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

11. აუტიზმისა და დაუნის სინდრომის მქონე არასრულწლოვანი ბავშვიანი ოჯახის ერთჯერადი ფულადი დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა)  განცხადება;

ბ)  მშობლის  (განმცხადებლის)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის   ქსეროასლი;

გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ქსეროასლი;

დ)   ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დედანი ფორმა № 100);

 ე)   ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

12.  დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახების (სადაც ორივე მშობელი  ან მარტოხელა მშობელი რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე) ერთჯერადი ფულადი დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) მშობლების  ან მარტოხელა მშობლის პირადობის  დამადასტურებელი დოკუმენტის   ქსეროასლი;

გ)  ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობ(ებ)ის ქსეროასლი;

დ) ერთ-ერთი მშობლის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები.

13. სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ან თანადაფინანსების მსურველთა ფულადი დახმარების მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

ა)  განცხადება (განმცხადებელი შეიძლება იყოს ბენეფიციარი ან მისი  ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი, ასევე  კანონით გათვალისწინებული წარმომადგენელი);

ბ)   განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის   ქსეროასლი;

გ) ამონაწერი-ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა №IV-100/ა, ფინანსური დოკუმენტი (ინვოისი, კალკულაცია ან სხვა), რომელებიც შეიძლება იყოს როგორც ელექტრონული ფორმით (ელექტრონული ფოსტა – dedoplistskaro_region@yahoo.com), ასევე ხელზე წარმოდგენილი დედნების სახით;

დ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან ცნობა მოსახლეობის სახელმწიფო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ლიმიტის ამოწურვის შესახებ (ასეთის არსებობის  შემთხვევაში);

ე) ცნობა სარეიტინგო ქულების შესახებ (საჭიროების შემთხვევაში);

ვ)  სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტის ე. წ. „მიმართვა“ (თანადაფინანსების  შემთხვევაში) ან წერილობითი დოკუმენტი (თანადაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ), გარდა მწვავე, გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისა;

ზ) უკვე ჩატარებული მწვავე, გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების დაფინანსება ან თანადაფინანსების შემთხვევაში, სამედიცინო დაწესებულებასა და პაციენტს შორის გაფორმებული  ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვა მსგავსი დოკუმენტი, რომელიც გულისხმობს ამ სამედიცინო დაწესებულების მიმართ პაციენტის მიერ აღიარებულ დავალიანებას და მიღებული სამედიცინო მომსახურების ღირებულების სრულად გადახდის ვალდებულებას.

თ) ცნობა ა(ა)იპ – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრიდან   იმ 18 წლამდე ასაკის სპორტსმენის ტრამვირების შესახებ, რომელიც რეგისტრირებულია ამავე ცენტრის ბაზაზე არსებულ სპორტულ წრეებზე და ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო სპორტულ ვარჯიშზე, შეჯიბრებაზე ან სპორტულ ღონისძიებაზე მონაწილეობის დროს (აქტთან ერთად);

ი) ცნობა ხანდაზმულთა პანსიონატიდან ან შშმ პირთა სათემო ორგანიზაციიდან ან სხვა სპეციალური დაწესებულებიდან ბენეფიციარის აღნიშნულ დაწესებულებაში ბინადრობის შესახებ;

კ) სსიპ – სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს  კახეთის რეგიონული საბჭოს გადაწყვეტილება  (ხანდაზმულთა პანსიონატში, შშმ პირთა სათემო ორგანიზაციაში ან სხვა სპეციალური დაწესებულებაში მყოფი ბენეფიციარების შესახებ).


მუხლი 5. სოციალური დახმარების ოდენობა
1. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახის სოციალური დახმარების ოდენობა შეადგენს 18 (თვრამეტი) ლარს, ყოველთვიურად მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად.

2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვან  ბავშვთა ოჯახის სოციალური დახმარების ოდენობა შეადგენს 18 (თვრამეტი) ლარს, ყოველთვიურად მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად.

3. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა  ოჯახის სოციალური დახმარების ოდენობა ერთი არასრულწლოვანი ბავშვის შემთხვევაში  შეადგენს  18 (თვრამეტი) ლარს, ყოველთვიურად მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად.

4. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა  ოჯახის სოციალური დახმარების ოდენობა ერთზე მეტი არასრულწლოვანი ბავშვის შემთხვევაში  შეადგენს  22 (ოცდაორი) ლარს, ყოველთვიურად მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად.

5. მარტოხელა მშობელზე, სოციალური დახმარების ოდენობა ერთი არასრულწლოვანი ბავშვის შემთხვევაში  შეადგენს  18 (თვრამეტი) ლარს, ყოველთვიურად მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად.

6. მარტოხელა მშობელზე სოციალური დახმარების ოდენობა ერთზე მეტი არასრულწლოვანი ბავშვის შემთხვევაში  შეადგენს  22 (ოცდაორი) ლარს, ყოველთვიურად მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად.

7.  მრავალშვილიანი ოჯახის,  რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი (მათ შორის გერი შვილ(ებ)ი) და მათგან ერთი არის არასრულწლოვანი,  სოციალური დახმარების ოდენობა  შეადგენს  18 (თვრამეტი) ლარს, ყოველთვიურად მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად.

8.  მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს ოთხი და მეტი შვილი (მათ შორის გერი შვილ(ებ)ი) და მათგან ორი ან სამი  არის არასრულწლოვანი, სოციალური დახმარების ოდენობა  შეადგენს  22 (ოცდაორი) ლარს, ყოველთვიურად მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად.

9.  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულის ოჯახის (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები) სოციალური დახმარების ოდენობა შეადგენს 18 (თვრამეტი) ლარს, ყოველთვიურად მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად.

10.  მეორე მსოფლიო ომის მონაწილის ოჯახის (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები) სოციალური დახმარების ოდენობა შეადგენს 18 (თვრამეტი) ლარს, ყოველთვიურად მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად.

11. ხანძრით, მიწისძვრით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით  დაზარალებული, უსახლკარო და ავარიული საცხოვრებელი სახლის (ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი) მფლობელი ოჯახების ბინის ქირით უზრუნველყოფის მიზნით ყოველთვიური ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს არაუმეტეს 105.27  (ას ხუთი ლარი 27 თეთრი) ლარს საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით.

12. ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქის, სამკურნალო სეანსების ჩასატარებლად, ტრანსპორტირების ხარჯის  უზრუნველყოფის მიზნით, სოციალური დახმარების ოდენობა შეადგენს 200 (ორასი) ლარს ყოველთვიურად;

13.  აუტიზმისა და დაუნის სინდრომის მქონე არასრულწლოვან ბავშვთა ოჯახის ერთჯერადი სოციალური დახმარების ოდენობა შეადგენს 500 (ხუთასი) ლარს;

14.  რეაბილიტაცია/აბილიტაციის  სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე 18 წლამდე ასაკის შშმ პირის ტრანსპორტირების ხარჯის თანადაფინანსების მიზნით  სოციალური დახმარების ოდენობაა:

ა) ქ. თბილისსა და სხვა ქალაქებში მდებარე სარეაბილიტაციო კლინიკებსა და ცენტრებში გადასაადგილებლად   200 (ორასი) ლარი ყოველთვიურად;

ბ)  ქ. დედოფლისწყაროში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრში გადასაადგილებლად  ახლომდებარე დასახლებული პუნქტებიდან (ქ. დედოფლისწყარო, სამრეკლო, ხორნაბუჯი, ჭოეთი (ხორნაბუჯის ადმინისტრაციული ერთეული), თავწყარო (ოზაანის ადმინისტრაციული ერთეული), გამარჯვება) – 50 (ორმოცდაათი) ლარი ყოველთვიურად;

გ)  სოფლებიდან (ზემო მაჩხაანი, არბოშიკი, მირზაანი, ოზაანი, ზემო ქედი, არხილოსკალო, ქვემო ქედი, სამთაწყარო, ფიროსმანი, საბათლო) ქ. დედოფლისწყაროში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრამდე გადასაადგილებლად – 100 (ასი) ლარი ყოველთვიურად.

15. გლუტენისადმი მგრძნობიარე „ცელიაკიას დიათეზით“ დაავადებული არასრულწლოვანი ბავშვისთვის სპეციალური საკვები პროდუქტების შესაძენად ყოველთვიური სოციალური დახმარების ოდენობა შეადგენს 150 (ას ორმოცდაათი) ლარს.

16.  მრავალშვილიანი ოჯახის (სადაც იზრდება ოთხი და მეტი შვილი, მათ შორის, გერი შვილ(ებ)ი და ოთხი მაინც არის არასრულწლოვანი) თითოეულ ბავშვზე, ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 50 (ორმოცდაათი) ლარს ერთჯერადად.

17. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული მეომრის (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული)  ოჯახზე სოციალური დახმარების ოდენობა შეადგენს 1000 (ერთი ათასი) ლარს ერთჯერადად.

18.  ფაშიზმზე გამარჯვების საიუბილეო დღესთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეზე   ფულადი დახმარების ოდენობა შეადგენს 250 (ორას ორმოცდაათი) ლარს ერთჯერადად;

19. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურებისათვის სოციალური დახმარების ოდენობა შეადგენს 300 (სამასი) ლარს ერთჯერადად;

20. საიუბილეო დღესთან დაკავშირებით, 100  და 100 წელზე ზევით ხანდაზმულ მოქალაქეზე ერთჯერადი ფულადი დახმარება შეადგენს 300 (სამასი) ლარს;

21. დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ახალდაბადებულ ბავშვიან ოჯახებზე (სადაც ორივე მშობელი  ან მარტოხელა მშობელი რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე) ერთჯერადი ფულადი დახმარება თითოეულ ახალდაბადებულ ბავშვზე შეადგენს 300 (სამასი) ლარს.


მუხლი 6. სამედიცინო მომსახურების დაფინანსების ან თანადაფინანსების თანხის ოდენობა და სოციალური დახმარების კომისიის მუშაობის წესი
2024  წლის განმავლობაში  სოციალური დახმარების კომისია გადაწყვეტილებას იღებს  მწვავე სტაციონარული მკურნალობის დაფინანსების ან თანადაფინანსების, გეგმური სტაციონარული მკურნალობის დაფინანსების ან თანადაფინანსების, მაგნიტურ- რეზონანსული, კომპიუტერული ტომოგრაფიისა და სხვა ძვირადღირებული კვლევის ან სამედიცინო მანიპულაციის (ექიმის დანიშნულებით, მკურნალობის შემდგომი ტაქტიკის განსაზღვრის მიზნით) დაფინანსების ან თანადაფინანსების  შესახებ:

ა) გეგმური, მწვავე,  სტაციონარული მკურნალობის  დაფინანსება ან თანადაფინანსება მოხდება ერთჯერადად, ფაქტობრივად გაწეული მკურნალობის შესახებ წარმოდგენილ ფინანსურ დოკუმენტში (ინვოისი, კალკულაცია ან სხვა) მითითებული თანხის პროპორციულად:

300 (სამასი) ლარამდე – გადაირიცხება მოთხოვნილი თანხის 100%

300 (სამასი) ლარიდან ზევით – 300 (სამასი) ლარს დამატებული 301 (სამას ერთი) ლარიდან ზევით თანხის 50%, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა;

ბ)   მაგნიტურ-რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფიული  კვლევების  დაფინანსება ან თანადაფინანსება მოხდება ერთჯერადად, ფაქტობრივად ჩატარებული გამოკვლევის შესახებ წარმოდგენილ  ფინანსურ დოკუმენტში (ინვოისი, კალკულაცია ან სხვა) მითითებული თანხის პროპორციულად:

300 (სამასი) ლარამდე – გადაირიცხება მოთხოვნილი თანხის 100%

300 (სამასი) ლარიდან ზევით – 300 (სამასი) ლარს დამატებული 301 (სამას ერთი) ლარიდან ზევით თანხის 50%, მაგრამ არაუმეტეს 500 (ხუთასი)ლარისა;

გ)  სხვა ძვირადღირებული კვლევის ან სამედიცინო მანიპულაციის (რომლის ერთეულის ღირებულებაც აღემატება 200 (ორასი) ლარს) დაფინანსება ან თანადაფინანსება,  მოხდება ერთჯერადად ფაქტობრივად ჩატარებული გამოკვლევის შესახებ წარმოდგენილ  ფინანსურ დოკუმენტში (ინვოისი, კალკულაცია ან სხვა) მითითებული თანხის პროპორციულად:

201 (ორას ერთი)-დან  300 (სამასი) ლარამდე – გადაირიცხება მოთხოვნილი თანხის 100%

300 (სამასი) ლარიდან ზევით – 300 (სამასი) ლარს დამატებული 301(სამას ერთი) ლარიდან ზევით თანხის 50%, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა;

დ) უკვე ჩატარებული მწვავე, გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების დაფინანსება ან თანადაფინანსება მოხდება ერთჯერადად, ფაქტობრივად გაწეული მკურნალობის შესახებ წარმოდგენილ ფინანსურ დოკუმენტში (ინვოისი, კალკულაცია ან სხვა) მითითებული თანხის პროპორციულად:

300 (სამასი) ლარამდე – გადაირიცხება მოთხოვნილი თანხის 100%;

300 (სამასი) ლარიდან ზევით – 300 (სამასი) ლარს დამატებული 301 (სამას ერთი) ლარიდან ზევით თანხის 50%, მაგრამ არაუმეტეს 500 (ხუთასი)ლარისა;

ამ შემთხვევაში პაციენტი ვალდებულია წარმოადგინოს სამედიცინო დაწესებულებასთან გაფორმებული ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვა მსგავსი დოკუმენტი, რომელიც გულისხმობს ამ სამედიცინო დაწესებულების მიმართ პაციენტის მიერ აღიარებულ დავალიანებას და მიღებული სამედიცინო მომსახურების ღირებულების სრულად გადახდის ვალდებულებას. ამ ტიპის სამედიცინო მომსახურების დაფინანსება ან თანადაფინანსება მოხდება მისი მიღებიდან 14 სამუშაო დღის განმავლობაში;

ე)  18 წლამდე ასაკის  სპორტსმენის ტრამვირებისას, სპორტულ ვარჯიშზე,  შეჯიბრებაზე ან სპორტულ ღონისძიებაზე ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში გეგმიური, მწვავე,  სტაციონარული მკურნალობა, მაგნიტურ-რეზონანსული და კომპიუტერული ტომოგრაფია და 100 (ასი) ლარზე მეტი ღირებულების კვლევების  დაფინანსება ან თანადაფინანსება მოხდება ფაქტობრივად გაწეული მკურნალობის შესახებ წარმოდგენილ ფინანსურ დოკუმენტში (ინვოისი, კალკულაცია ან სხვა) მითითებული თანხის პროპორციულად:

300 (სამასი) ლარამდე – გადაირიცხება მოთხოვნილი თანხის 100%;

300 (სამასი) ლარიდან ზევით – 300 (სამასი)  ლარს დამატებული 301 (სამას ერთი) ლარიდან ზევით თანხის 50%, მაგრამ არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.

ვ) ხანდაზმულთა პანსიონატში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სათემო ორგანიზაციებში ან სხვა სპეციალურ დაწესებულებაში მყოფი ბენეფიციარის გეგმური, მწვავე და უკვე ჩატარებული მწვავე, გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების დაფინანსება ან თანადაფინანსება მოხდება ფინანსურ დოკუმენტში მითითებული თანხის შესაბამისად, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.

2. განმეორებით (ერთი წლის განმავლობაში ორჯერ) მომართვისას 0-დან 6 წლის ასაკის ბავშვებისა, ონკოლოგიური ავადმყოფებისა გლუტენისადმი მგრძნობიარე „ცელიაკიას დიათეზით“ დაავადებული არასრულწლოვანი ბავშვებისა და ტრამვირებული 18 წლამდე ასაკის  სპორტსმენის შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების  დაფინანსება ან თანადაფინანსება მოხდება ამავე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“  „ბ“  „გ“ „დ“ და „ე“  ქვეპუნქტებით განსაზღვრული პროპორციების გათვალისწინების გარეშე ფინანსურ დოკუმენტში მითითებული თანხის შესაბამისად, არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.

3.  თანადაფინანსება მოხდება სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფების პროცენტის შესაბამისად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის სახელმწიფო ჯანდაცვის  დეპარტამენტის ე. წ.  „მიმართვაში“  მითითებული თანხიდან გამომდინარე, გარდა 0-დან 6 წლის (ჩათვლით) ასაკის  ბავშვების, ონკოლოგიური პაციენტების,  გლუტენისადმი მგრძნობიარე „ცელიაკიას დიათეზით“ დაავადებული არასრულწლოვანი ბავშვებისა და სპორტულ ვარჯიშზე,  შეჯიბრებაზე ან სპორტულ ღონისძიებაზე  ტრამვირებული 18 წლამდე ასაკის სპორტსმენის შემთხვევაში.

4. დაფინანსება ან თანადაფინანსება მოხდება, თუ მოქალაქე განცხადებით მომართვის პერიოდში რეგისტრირებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონაცემთა ერთიან ბაზაში და  მინიჭებული აქვს სარეიტინგო ქულა 150 000 ან ნაკლები. აღნიშნული მოთხოვნა არ გაითვალისწინება 0-დან 6 წლის ჩათვლით ბავშვების, ონკოლოგიური პაციენტების, გლუტენისადმი მგრძნობიარე „ცელიაკიას დიათეზით“ დაავადებული არასრულწლოვანი ბავშვების, სპორტულ ვარჯიშზე, შეჯიბრებაზე ან სპორტულ ღონისძიებაზე  ტრამვირებული 18 წლამდე ასაკის სპორტსმენისა და ხანდაზმულთა პანსიონატში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სათემო ორგანიზაციებში ან სხვა სპეციალურ დაწესებულებაში მყოფი ბენეფიციარის  შემთხვევაში.

5. გეგმური,  მწვავე  სტაციონარული მკურნალობა და ამბოლატორიული კვლევები (მაგნიტურ - რეზონანსული, კომპიუტერული ტომოგრაფიული  და სხვა ძვირადღირებული კვლევა ან სამედიცინო მანიპულაცია)   არ დაფინანსდება ან არ თანადაფინანსდება თუ:

ა)  მოქალაქე ჩართულია  კერძო  სადაზღვევო სქემებში (გარდა ონკოლოგიური პაციენტებისა, 0 - დან 6 წლის ჩათვლით ბავშვებისა და  იმ შემთხვევისა, რომელსაც არ აფინანსებს კერძო სადაზღვევო კომპანია);

ბ)  მოქალაქეს ჩაუტარდა საკეისრო კვეთა ან იმშობიარა ფიზიოლოგიურად;

გ)   ალკოჰოლური ინტოქსიკაცია;

დ) მოქალაქე გამოთქვამს სურვილს სამედიცინო მომსახურება მიიღოს ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში, რომლიც ჩართული არ არის სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამაში, გარდა 0-დან 6 წლის ჩათვლით ბავშვების, ონკოლოგიური პაციენტებისა და გლუტენისადმი მგრძნობიარე „ცელიაკიას დიათეზით“ დაავადებული არასრულწლოვანი ბავშვებისა;

ე)  თუ მოქალაქე განცხადებით მომართვის პერიოდში არ არის  რეგისტრირებული სოციალური მომსახურების სააგენტოს სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მონაცემთა ერთიან ბაზაში ან მისი სარეიტინგო ქულა 150 000-ზე  მეტია,  გარდა ონკოლოგიური პაციენტებისა, 0-დან 6 წლის ჩათვლით ბავშვებისა, გლუტენისადმი მგრძნობიარე „ცელიაკიას დიათეზით“ დაავადებული არასრულწლოვანი ბავშვებისა  და  სპორტულ ვარჯიშზე, შეჯიბრებაზე ან სპორტულ ღონისძიებაზე  ტრავმირებული 18 წლამდე ასაკის სპორტსმენებისა;

ვ)  განმეორებით (ერთ წლის განმავლობაში მეორედ) მომართვისას, გარდა ონკოლოგიური პაციენტების, 0-6 წლის ჩათვლით ბავშვებისა და სპორტულ ღონისძიებაზე  ტრამვირებული  18 წლამდე ასაკის სპორტსმენისა და გლუტენისადმი მგრძნობიარე „ცელიაკიას დიათეზით“ დაავადებული არასრულწლოვანი ბავშვებისა;

ზ)   საზღვარგარეთ მკურნალობა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადება, უშვილობის მკურნალობა;

თ) ესთეტიური ქირურგია, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული, სამედიცინო მასაჟი, სანატორიულ-კურორტული, სტომატოლოგიური მკურნალობა;

ი)   ორგანოთა ტრანსპლანტაცია და ეგზოპროტეზირების ხარჯი;

კ)   უკვე ჩატარებული სამედიცინო მომსახურება მოქალაქის მიერ გადახდილი თანხის ან გარდაცვალების შემთხვევაში.

6.  გეგმური, მწვავე სტაციონარული მკურნალობისა და ამბოლატორიული კვლევების შემთხვევაში, პირველ ეტაპზე სამი თვის ვადით (ვადა აითვლება  შესაბამისი ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან) გაიცემა ადმინისტრაციული დაპირება.

7.  სოციალური დახმარების კომისიის მუშაობის წესი

კომისიის მუშაობა განისაზღვრება ამ წესით:

ა) კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება და მტკიცდება მუნიციპალიტეტის   მერის ბრძანებით;

ბ)  კომისიას ჰყავს  თავმჯდომარე, მოადგილე და მდივანი.

გ)  კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მოადგილე;

დ)  კომისიის მუშაობის პერიოდულობას განსაზღვრავს შესაბამისი კომისია;

ე)   კომისიის მდივანი აფორმებს  კომისიის სხდომის ოქმს;

ვ)  კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება;

ზ) კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სიით შემადგენლობის უმრავლესობა;

თ)   კომისია გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით;

ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა.

ი) კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით და ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი.   თითოეულ წევრს უფლება აქვს წერილობით გამოხატოს განსხვავებული აზრი, რომელიც   ერთვის ოქმს.

კ) კომისიის სხდომის ოქმი მტკიცდება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით.


მუხლი 7. სოციალურად დაუცველი ოჯახების  გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის წესი
1.  გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის წესი ვრცელდება ქვემოთ ჩამოთვლილ ბენეფიციართა ოჯახებზე:

ა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული მეომრის (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული)   ოჯახი;

ბ) დევნილთა ოჯახი, რომლებიც დროებით რეგისტრირებულნი არიან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;  

გ) მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი შვილი (მათ შორის გერი შვილი) და ერთი მაინც არის  არასრულწლოვანი;

დ)  მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახი;

ე)  შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვან ბავშვთა  ოჯახი;

ვ) მარტოხელა პენსიონერის (პენსიონერთა) ოჯახი (მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი (II ჯგუფი) და ასაკით პენსიონერი), რომელსაც არ ჰყავს კანონით  გათვალისწინებული შრომისუნარიანი მარჩენალი  მისი საცხოვრებელი ადგილის   მიუხედავად;

ზ)  ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი, რომელსაც ჰყავს არასრულწლოვანი   ბავშვი(ები);

თ)   მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს არასრულწლოვანი შვილი(ები);

ი)  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ოჯახი, რომელიც განიცდის ეკონომიურ ან სხვა ყოფითი გარემოებით გამოწვეულ გაჭირვებას ან აქვს ჯანმრთელობასთან  დაკავშირებული პრობლემები და არ მიეკუთვნება მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის  „ა“  „ბ“ „გ“ „დ“ „ე“ „ვ“ „ზ“ „თ“ ქვეპუნქტებით  განსაზღვრულ კატეგორიებს, მაგრამ რეკომენდაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი და შესაბამისი მაჟორიტარული წესით არჩეული საკრებულოს წევრი.

2.  მე-7  მუხლის 1-ლი პუნქტის  „გ“ ; „დ“;  „ე“;  „ვ“; „ზ“; „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ კატეგორიებზე    გათბობის ხარჯით უზრუნველყოფა მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ერთიან  ბაზაში და სარეიტინგო ქულა 150 000 ან ნაკლებია.

3. გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის მიზნით სოციალური დახმარების მისაღებად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია :

ა) განცხადება  (განმცხადებელი შეიძლება იყოს ბენეფიციარი ან მისი  ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი,  ასევე  კანონით გათვალისწინებული წარმომადგენელი);  

ბ)  განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) ცნობა სარეიტინგო ქულების შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილებიდან (საჭიროების შემთხვევაში);

დ) სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (იგულისხმება: მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის,  შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის  მქონე არასრულწლოვანი ბავშვის, მრავალშვილიანი მშობლისა და მარტოხელა მშობლის სტატუსები, ასევე დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტი);

ე) მარტოხელა პენსიონერის შემთხვევაში მერის წარმომადგენლის ცნობა;

ვ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

ზ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლისა და შესაბამისი  მაჟორიტარული წესით არჩეული საკრებულოს წევრის სარეკომენდაციო ხასიათის ცნობა მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის  „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კატეგორიისათვის).

4. გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის მიზნით სოციალური დახმარების  ოდენობა თითოეულ ბენეფიციარზე შეადგენს 100  ლარს.

5.  მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“  „ბ“ „გ“ „დ“ „ე“ „ვ“ „ზ“ „თ“ ქვეპუნქტებით   განსაზღვრულ  კატეგორიათა  განცხადებების  მიღების ბოლო ვადად განისაზღვროს 2024  წლის 16 თებერვალი,  ხოლო მე-7 მუხლის  1-ლი პუნქტის  „ი“ ქვეპუნქტით  განსაზღვრული კატეგორიისათვის - 2024 წლის 15 მარტი.

ბრძანებების გამოცემის პერიოდულობა განისაზღვროს საჭიროებისამებრ,  2024 წლის 20 მარტამდე.


მუხლი 8. პროგრამების განხორციელების მექანიზმი
1. სოციალური დახმარების გასაცემად საჭირო თანხა დაინიშნება, შეწყდება, შეჩერდება, გამოიყოფა და გაიცემა მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე ამ პროგრამით გათვალისწინებული ვადის შესაბამისად:

ა) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული   მოქალაქეების  მინიმალური სოციალური დახმარების 2024 წლის პროგრამის მე-5 მუხლის 1-10 პუნქტებით გათვალისწინებული ყოველთვიურად მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად განსაზღვრული სოციალური დახმარება - 18 ან 22 ლარი, 2024 წლის განმავლობაში დაინიშნება და გაიცემა განცხადების წარმოდგენის თვის პირველი რიცხვიდან;

ბ) მე-5 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ბინის ქირის დასაფარად ყოველთვიური ფულადი დახმარება დაინიშნება განცხადების წარმოდგენის დღიდან და გაიცემა მხარეთა მიერ უძრავი ქონების (საცხოვრებელი ბინის) ქირავნობის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დღიდან  წელიწადში ორჯერ  გადამოწმების საფუძველზე;

გ) მე-5 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქისათვის სამკურნალო სეანსების ჩასატარებლად, ტრანსპორტირების ხარჯის  უზრუნველყოფის მიზნით ყოველთვიური სოციალური დახმარება 200 (ორასი) ლარი, დაინიშნება და გაიცემა განცხადების წარმოდგენის თვის პირველი რიცხვიდან;

დ) მე-5 მუხლის მე-14 პუნქტით გათვალისწინებული რეაბილიტაცია/აბილიტაციის  სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე 18 წლამდე ასაკის შშმ პირის ტრანსპორტირების ხარჯით უზრუნველყოფის მიზნით, ყოველთვიური სოციალური დახმარება 50, 100 ან 200 ლარი  დაინიშნება და გაიცემა განცხადების წარმოდგენის თვის პირველი რიცხვიდან. აღნიშნული სოციალური დახმარების გაცემა მოხდება რეაბილიტაცია/აბილიტაციის კურსზე დასწრების შესაბამისად, მომსახურე ცენტრის მიერ გაცემული ინფორმაციის საფუძველზე.

ე)  მე-5 მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული გლუტენისადმი მგრძნობიარე „ცელიაკიას დიათეზით“ დაავადებული არასრულწლოვანი ბავშვისთვის სპეციალური საკვები პროდუქტების შესაძენად ყოველთვიური სოციალური დახმარება 150 (ას ორმოცდაათი) ლარი დაინიშნება და გაიცემა განცხადების წარმოდგენის თვის პირველი რიცხვიდან.

2. წარმოდგენილი დოკუმენტების სისწორეს აკონტროლებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური.

3. მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან მოქალაქის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულების დასაფარი თანხა   ჩაირიცხება   სს „ეპ ჯორჯია მიწოდება“  საბანკო ანგარიშზე, ხოლო  მოხმარებული ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარი თანხა ჩაირიცხება შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“  საბანკო ანგარიშზე  ამ პროგრამით გათვალისწინებული ვადის შესაბამისად, ეს პირობა   ვრცელდება ამ პროგრამის  მე-5 მუხლის 1-10 პუნქტებზე.

4. არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში, თანხა გაიცემა ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრზე ან მეურვეზე.

5.  ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახების შემთხვევაში თანხა გაიცემა ბავშვის დაბადებიდან არაუმეტეს 3 თვის განმავლობაში, ერთ-ერთი მშობლის მიერ წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე.

6. მოქალაქეზე გაწეული სამედიცინო მომსახურებისათვის მერიის მხრიდან ასანაზღაურებელი თანხის ჩარიცხვა მოხდება გაცემული ადმინისტრაციული დაპირების საფუძველზე, ფაქტობრივად  ჩატარებული მკურნალობის ან კვლევის შესახებ სამედიცინო დაწესებულების ან პაციენტის (მოსარგებლის) შესაბამისი მომართვის, ინვოისის, კალკულაციის ან სხვა ფინანსური  დოკუმენტისა  და ავადმყოფის ისტორიიდან ამონაწერის (ფორმა  №IV-100/ა) ან სამედიცინო დასკვნის წარმოდგენის შემდეგ, იმ სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, სადაც მოქალაქეს გაეწია შესაბამისი მომსახურება.

7. ა(ა)იპ „დედოფლისწყაროს სათნოების სახლში“ უმწეოთა და უპოვართა უფასო კვების ობიექტის დაფინანსება მოხდება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად, ხოლო ამ ობიექტში  ჩართვა მოხდება  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

8. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ხანდაზმულთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ზოგადად მოწყვლადი მოსახლეობის  მომსახურების დაფინანსება მოხდება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტსა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

9. მიმდინარე წლის შეუსრულებელი ვალდებულება გათვალისწინებულ იქნეს მომდევნო წლის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  მოქალაქეების მინიმალური სოციალური დახმარების  პროგრამის ბიუჯეტში.

10. პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის  შემთხვევაში დედოფლისწყაროს იუსტიციის სახლიდან წარმოდგენილი იქნას საინფორმაციო ბარათი რეგისტრაციის შესახებ. 


მუხლი 9. პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები
პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები არიან: საორგანიზაციო ნაწილში - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური. საფინანსო ნაწილში – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო–საბიუჯეტო  სამსახური.

მუხლი 10. პროგრამის განხორციელების ვადა
პროგრამის განხორციელების ვადაა 2024  წლის 1 იანვრიდან  2024  წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.


დანართი  2

 

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  მოქალაქეების  მინიმალური სოციალური დახმარების 2024 წლის პროგრამის ბიუჯეტი

 

 

დასახელება

სოციალური დახმარების

მოცულობა (ლარი)

 

ერთ  ბენეფიციარზე  ან ოჯახზე

სულ

 

1

1.   უფასო კვების ობიექტის დაფინანსება

 

312700

 

2

2.   სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა სარიტუალო მომსახურების დაფინანსება

300 ლარი

1000

 

3

  1. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარება

 

700 000

 

4

ა) მშშს, შშს მქონე არასრულწლოვან  ბავშვთა, ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა, მარტოხელა მშობელთა, მრავალშვილიან მშობელთა (ერთი, ორი ან სამი არასრულწლოვანი ბავშვით მათ შორის გერი შვილ(ებ)ი), საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულისა  და მეორე მსოფლიო ომის მონაწილის ოჯახთა ყოველთვიური ფულადი დახმარება, მოხმარებული ელექტროენერგიის ან ბუნებრივი აირის ღირებულების დასაფარად, ბენეფიციარის არჩევანის შესაბამისად

18 ან 22 ლარი ყოველთვიურად

45 000

 

5

ბ)   საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული მეომრის (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული) ოჯახზე ფულადი დახმარება

1000 ლარი ერთჯერადად

11000

 

6

გ)  ფაშიზმზე გამარჯვების საიუბილეო დღესთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეზე  ფულადი დახმარება

250 ლარი ერთჯერადად

400

 

7

დ) ხანძრით, მიწისძვრით, ბუნებრივი კატასტროფით, სხვა განსაკუთრებული შემთხვევით  დაზარალებული, უსახლკარო და ავარიული საცხოვრებელი სახლის (ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი) მფლობელი ოჯახების ყოველთვიური ბინის ქირით უზრუნველყოფა

105.27 ლარამდე ყოველთვიურად (საშემოსავლო  გადასახადის ჩათვლით)

20 000

 

8

ე)  საიუბილეო დღესთან დაკავშირებით, 100  და 100 წელზე ზევით ხანდაზმულ მოქალაქეზე ფულადი დახმარება

300 ლარი ერთჯერადად

4 000

 

9

ვ) დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ახალდაბადებულ ბავშვიანი ოჯახების (სადაც ორივე მშობელი  ან მარტოხელა მშობელი  რეგისტრირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე) ერთჯერადი ფულადი დახმარება (2023  წლის ვალდებულების გათვალისწინებით)

თითოეულ ბავშვზე     300  ლარი ერთჯერადად

56 000

 

10

ზ)   ჰემოდიალიზზე მყოფი მოქალაქისათვის სამკურნალო სეანსების ჩასატარებლად, ტრანსპორტირების ხარჯის  უზრუნველყოფის მიზნით სოციალური დახმარება

200 ლარი

ყოველთვიურად

35000

 

11

თ)   მრავალშვილიანი ოჯახის (სადაც იზრდება ოთხი და მეტი შვილი, მათ შორის გერი შვილ(ებ)ი და ოთხი მაინც არის არასრულწლოვანი) ფულადი დახმარება

თითოეულ ბავშვზე 50 ლარი ერთჯერადად

23 000

 

12

ი)    სამედიცინო მომსახურების  დაფინანსება ან თანადაფინანსება   (2023  წლის ვალდებულების გათვალისწინებით)

500 ლარამდე

315 000

 

13

კ)   სოციალურად დაუცველი მოქალაქეების გათბობის ხარჯით უზრუნველყოფის მიზნით სოციალური დახმარება

100 ლარი ერთჯერადად

80 000

 

14

ლ)   აუტიზმისა და დაუნის სინდრომის მქონე არასრულწლოვან ბავშვთა ოჯახზე სოციალური დახმარება

500 ლარი ერთჯერადად

10 000

 

15

მ) რეაბილიტაცია/აბილიტაციის  სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე 18 წლამდე ასაკის შშმ პირის ტრანსპორტირების ხარჯის დაფინანსება

50, 100 ან 200 ლარი ყოველთვიურად

25 000

 

16

ნ) გლუტენისადმი მგრძნობიარე „ცელიაკიას დიათეზით“ დაავადებულ არასრულწლოვან ბავშვისთვის სპეციალური საკვები პროდუქტების შასაძენად სოციალური დახმარება

150 ლარი      ყოველთვიურად

4 000

 

17

ო) სუბსიდია - სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, ხანდაზმულთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ზოგადად მოწყვლადი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ქალაქსა და სოფლებში

__

71 600

 

 

სულ:

1 013700