დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3 |
| დოკუმენტის მიმღები | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/01/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270070000.35.169.016558 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (25/01/2024 - 24/12/2024)
|
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ვ“, „დ.დ“, და „დ.ე“ ქვეპუნქტების, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტისა და 341 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ა დ გ ე ნ ს: |
| მუხლი 1 |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირების თანამდებობრივი სარგოების ოდენობა დამტკიცდეს დანართი 1-ის შესაბამისად. (დანართი 1 თან ერთვის). |
| მუხლი 2 |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობა და საშტატო ნუსხა დამტკიცდეს დანართი 2-ის შესაბამისად.(დანართი 2 თან ერთვის). |
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 აგვისტოს №44 (www.matsne.gov.ge, 270070000.35.169.016180) და „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 17 დეკემბრის №23 (www.matsne.gov.ge, 20/12/2021, 010250020.35.169.016496) დადგენილებები. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. |
|
დანართი 1
|
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობა
|
|
დანართი 2
|
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობა და საშტატო ნუსხა
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები