დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მდინარე არაგვის ხეობაში განთავსებული წყალმომარაგების წყაროებისა და სასმელ-სამეურნეო დანიშნულების წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონების დადგენისა და მართვის წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/01/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.152.016510 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/01/2024 - 25/04/2025)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტისა და 21-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ,,ჟინვალის წყალსაცავის, როგორც წყალმომარაგების წყაროს და მასთან დაკავშირებული წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის სანიტარიული დაცვის ზონის აღწერა და მართვის წესი’’ დანართი №1-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ,,ჟინვალის წყალსაცავის, როგორც წყალმომარაგების წყაროს და მასთან დაკავშირებული წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის სანიტარიული დაცვის საზღვრების რუკა“ დანართი №2-ის შესაბამისად. |
| მუხლი 3 |
დამტკიცდეს „მდინარე არაგვის ხეობაში, ჟინვალის კაშხლის ქვედა ბიეფში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში განთავსებული, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული წყალმომარაგების წყაროებისა და სასმელ-სამეურნეო დანიშნულების წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონის აღწერა და მართვის წესი“ დანართი №3-ის შესაბამისად. |
| მუხლი 4 |
დამტკიცდეს „მდინარე არაგვის ხეობაში, ჟინვალის კაშხლის ქვედა ბიეფში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში განთავსებული, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის’’ საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული წყალმომარაგების წყაროებისა და სასმელ-სამეურნეო დანიშნულების წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონის საზღვრების რუკა“ დანართი №4-ის შესაბამისად. |
| მუხლი 5 |
დადგენილების ამოქმედების შემდგომ განსახორციელებელი დამატებითი ღონისძიებები
1. სანიტარიული დაცვის ზონის (სდზ) მეორე სარტყლის საზღვრების ცვლილების შესაძლებლობის შეფასების მიზნით, სარტყელში არსებული გაუნაშენიანებელი არეალების განაშენიანების შესაძლებლობის და მასშტაბის შესაფასებლად, საჭიროა ჩატარდეს მეცნიერულ საფუძვლებზე დამყარებული კომპლექსური კვლევები. ამ მიზნით, სანიტარიული დაცვის პროექტის დამტკიცებიდან არაუგვიანეს 5 თვის ვადაში, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერია (მერია), შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ თანამშრომლობით, შეიმუშავებს და დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (საკრებულო) წარუდგენს კვლევების ჩატარების სამოქმედო გეგმას. 2. კვლევების ჩატარების სამოქმედო გეგმა მტკიცდება საკრებულოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – განკარგულებით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამოქმედო გეგმა უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) კვლევებისთვის საჭირო კვალიფიკაცია და კომპეტენცია; ბ) საჭირო კვლევების განსაზღვრა; გ) კვლევების შესრულების ვადები; დ) კვლევების ჩატარებაზე პასუხისმგებლობის განსაზღვრა; ე) კვლევების ჩატარების ფინანსური უზრუნველყოფა; ვ) განაშენიანების პერსპექტიული არეალების ბლოკებად დაყოფის უზრუნველყოფა, ცალკეული ბლოკის ინდივიდუალურად შეფასების შესაძლებლობის მიზნით (საჭიროების შემთხვევაში). 4. დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია შეიმუშავოს როგორც კვლევების ჩატარების სამოქმედო გეგმა, ასევე შექმნას სამუშაო ჯგუფი კვლევების მიმდინარეობის უზრუნველსაყოფად. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში, მერიის მოსამსახურეებთან ერთად, შესაძლოა იყვნენ საკრებულოს წევრები, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლები, სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები და შესაბამისი დარგის სპეციალისტები. 5. სამოქმედო გეგმის შემუშავებიდან 1 წლის ვადაში (მაგრამ არაუგვიანეს 2 წლისა) უზრუნველყოფილი უნდა იქნეს კვლევების დასრულება და შესაბამისი ანგარიშის წარმოდგენა. 6. მერია, კვლევების დასრულების შემდგომ წარმოდგენილ ანგარიშს, სამუშაო ჯგუფის პოზიციასთან ერთად, განსახილველად წარუდგენს საკრებულოს. 7. საკრებულო, სანიტარიული ზონის სარტყლების საზღვრების ცვლილების ინიცირების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, დავალებას აძლევს მერიას წინამდებარე დადგენილების ცვლილების პროექტის მოსამზადებლად. 8. სანიტარიული ზონის ფარგლებში ჩასატარებელი კვლევების სარეკომენდაციო ჩამონათვალი ასეთია: ა) ტერიტორიის საკადასტრო კვლევა; ბ) პერსპექტიული წყალმომარაგების წყაროების (მიწისქვეშა, ზედაპირული) დადგენა; გ) პერსპექტიული განაშენიანების არეალების განსაზღვრა შემდგომი შეფასების მიზნით; დ) ჰიდროლოგიური გაანგარიშებები და წყალდიდობის/წყალმოვარდნების ზემოქმედების არეალების შესწავლა; ე) წყალდიდობის/წყალმოვარდნის პროგნოზები და შესაბამისი მოდელირება; ვ) ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევა (დაბინძურების ხარისხის და თვითგაწმენდის უნარის განსაზღვრა); ზ) ნიადაგის და გრუნტის ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევა (დაბინძურების და ფილტრაციული გაწმენდის უნარის შეფასება); თ) განაშენიანების პერსპექტიული არეალების რამდენიმე საორიენტაციო მასშტაბის მოდელირება და პროგნოზული დამაბინძურებლების ზეგავლენის შეფასება ზედაპირულ და მიწისქვეშა წყლებზე, ასევე ნიადაგზე და გრუნტზე; ი) განაშენიანების არეალის გამოყოფის შემთხვევაში დაბინძურების პრევენციული ღონისძიებების განსაზღვრა (წყალმოვარდნების პრევენციული ღონისძიებები, სანიაღვრე და საკანალიზაციო წყლების და ნარჩენების მართვა). 9. ზემოაღნიშნული კვლევები ამ მუხლის მესამე პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ცალკეული ბლოკისთვის შესაძლებელია ჩაატაროს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იყოს სამოქმედო გეგმით შემუშავებული კვლევების სპეციფიკის და სანიტარიული ზონების მოთხოვნები. |
| მუხლი 6 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
|
„ჟინვალის წყალსაცავის, როგორც წყალმომარაგების წყაროს და მასთან დაკავშირებული წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის სანიტარიული დაცვის ზონის აღწერა და მართვის წესი“
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ჟინვალის წყალსაცავის, როგორც სასმელ-სამეურნეო დანიშნულების წყალმომარაგების წყაროს და მასთან დაკავშირებული წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის დაბინძურებისაგან დაცვის მიზნით „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადგენილია სანიტარიული დაცვის ზონა. 2. ჟინვალის წყალსაცავის სდზ საზღვრები განისაზღვრება სდზ-ის საზღვრების რუკით. 3. ჟინვალის წყალსაცავის სდზ იყოფა სამ სარტყლად. თითოეულ სარტყელს წყლის რესურსების დაბინძურებისგან დაცვის მიზნით განსაკუთრებული რეჟიმი აქვს: ა) სდზ-ის პირველი სარტყელი – მკაცრი რეჟიმის ზონა, რომელიც მოიცავს ტერიტორიას, სადაც მდებარეობს წყალამღები კოშკები; ბ) სდზ-ის მეორე სარტყელი – წყლის დაცვის ზონა (მშენებლობის აკრძალვის ზონა), რომელიც მოიცავს ჟინვალის წყალსაცავის მთელს აკვატორიას (წყალსაცავის 812 მ ნიშნულზე, ფორსირებული შევსების მდგომარეობით - ცხრილი 2) და მის მომიჯნავე ხმელეთის ნაწილს, ცხრილ 3-ში მითითებული კოორდინატების თანმხვედრ ხაზამდე; გ) სდზ-ის მესამე სარტყელი – სამეთვალყურეო ზონა (შეზღუდული განაშენიანების ზონა), რომელიც მოიცავს მეორე სარტყლის მოსაზღვრე ტერიტორიას, სადაც განაშენიანება დაშვებულია შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვებით. 4. სდზ-ის მესამე სარტყლის საზღვარი დადგენილია ჟინვალის წყალსაცავის წყალშემკრები აუზის აქტიური ნაწილისთვის. 5. სდზ-ის პირველი სარტყლის საზღვრის გეოგრაფიული კოორდინატები მოცემულია ცხრილში 1. 6. სდზ-ის მეორე სარტყლის აკვატორიის ნაწილის საზღვრის გეოგრაფიული კოორდინატები მოცემულია ცხრილში 2. 7. სდზ-ის მეორე სარტყლის სახმელეთო ნაწილის საზღვრის გეოგრაფიული კოორდინატები მოცემულია ცხრილში 3. 8. სდზ-ის მესამე სარტყლის საზღვრის გეოგრაფიული კოორდინატები მოცემულია ცხრილში 4. 9. იმ ტერიტორიაზე, სადაც სდზ სარტყლების კოორდინატები ემთხვევა ერთმანეთს, ვრცელდება უფრო მკაცრი რეჟიმის სარტყლის რეგულაციები. მუხლი 2. სდზ-ის პირველი სარტყელი პირველი სანიტარიული სარტყლის საზღვრები წყლის აკვატორიისთვის განსაზღვრულია წყალაღების კოშკიდან წყალსაცავის შემოდინების საწინააღმდეგო მიმართულებით 125 მ-ით და მთლიანად ავლებს საზღვარს დამბის პარალელური წარმოსახვითი ხაზით და მოიცავს აკვატორიას დამბის თხემამდე, ხოლო სახმელეთო საზღვარი ვრცელდება წყალსაცავის ორივე ნაპირზე საკადასტრო კოდით წარმოდგენილი ტერიტორიის საზღვრამდე. მუხლი 3. სდზ-ის პირველ სარტყელში არსებული რეჟიმები 1. სდზ-ის პირველი სარტყელი წარმოადგენს მკაცრი შეზღუდვის ზონას, სადაც აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა წყალასაღების კომუნიკაციების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საქმიანობებისა, კერძოდ: ა) აკრძალულია მშენებლობა, რომელსაც არა აქვს უშუალო კავშირი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციასთან, რეკონსტრუქციასა და გაფართოებასთან; აგრეთვე, სხვადასხვა დანიშნულების მილების ჩაწყობა, საცხოვრებელი, საყოფაცხოვრებო, სამეურნეო შენობების განლაგება, ტერიტორიის სამოსახლოდ გამოყენება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა და, შესაბამისად, შხამ-ქიმიკატებისა და მინერალური სასუქების გამოყენება; ბ) ზონის საზღვრებში არ დაიშვებიან უცხო პირები, წყლის აკვატორიაში აკრძალულია ყოველგვარი მცურავი საშუალებების მოძრაობა, ბანაობა, თევზაობა, პირუტყვის დარწყულება და სხვა წყალსარგებლობის სახეობები, რომლებიც გავლენას ახდენენ წყლის ხარისხზე; გ) ნებისმიერი ჩამდინარე წყლის ჩაშვება (მათ შორის სანიაღვრე წყლები), გაწმენდილი ჩამდინარე წყლების ჩათვლით; დ) ინერტული მასალის მოპოვება; ე) წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული შენობების ფუნქციონირების შედეგად წარმოქმნილი ჩამდინარე წყლების შესაგროვებლად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დასაშვებია, სანიტარიული კვანძები მოეწყოს ჰერმეტულ ამოსანიჩბ ორმოებზე ან დაერთდეს კანალიზაციის ცენტრალიზებულ სისტემაზე ჩამდინარე წყლების სდზ-ის გარეთ გატანის უზრუნველყოფით. 2. სანიტარიული დაცვის ზონის პირველი სარტყლის აკვატორია შემოსაზღვრული უნდა იყოს მანიშნებელი ტივტივებით, ხოლო სახმელეთო ნაწილი უნდა იყოს დაცული და განთავსდეს ამკრძალავი და საინფორმაციო ნიშნები. აღნიშნული ღონისძიება უნდა განახორციელოს შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“. მუხლი 4. სდზ-ის მეორე სარტყლის აკვატორიის ნაწილი სდზ-ის მეორე სარტყლის საზღვარი აკვატორიისთვის დადგენილია ჟინვალის წყალსაცავის მთელ აკვატორიაზე და ამ სარტყლისთვის დადგენილი ყველა სახის შეზღუდვა ვრცელდება ჟინვალის წყალსაცავის სარკის ზედაპირის მთლიან ფართობზე წყალსაცავის 812 მეტრ ნიშნულზე შევსების მდგომარეობით, რომელიც წარმოადგენს წყალსაცავის ფორსირებული შეტბორვის დონეს (ფ.შ.დ.). მუხლი 5. მეორე სარტყლის აკვატორიის ნაწილში არსებული რეჟიმები 1. მეორე სარტყლის აკვატორიაში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა (გარდა წყალსაცავის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საქმიანობებისა), რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ჟინვალის წყალსაცავის დაბინძურება ან/და წყლის ხარისხის გაუარესება, მათ შორის: ა) მშენებლობა; ბ) ფსკერის დაღრმავების სამუშაოები; გ) ინერტული მასალების მოპოვება; დ) შიდაწვის ძრავიანი მცურავი საშუალებების გადაადგილება, თუ ეს არ არის დაკავშირებული სპეციალური სამსახურების გადაუდებელ სამუშაოებთან; ე) წყალსაცავის სანაპირო ზოლში ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რეცხვა; ვ) ნებისმიერი ჩამდინარე წყლის ჩაშვება გაწმენდილი ჩამდინარე წყლის ჩათვლით; ზ) გაუწმენდავი სანიაღვრე წყლების ჩაშვება; თ) თევზის მოშენება, გარდა სპეციალური სამსახურის მიერ წყლის ხარისხის შენარჩუნების ან გაუმჯობესების მიზნით გარკვეული სახეობის თევზის გამრავლებისა. 2. მეორე სარტყლის აკვატორიის ნაწილის დაშვებები და გასატარებელი ღონისძიებები: ა) ინერტული მასალის მოპოვება წყალსაცავის ფუნქციონირების (მათ შორის ექსპლუატაციის ვადის გაგრძელება) მიზნებიდან გამომდინარე, სპეციალურად შემუშავებული რეჟიმის და გეგმის შესაბამისად, რომლის დროსაც უზრუნველყოფილი უნდა იყოს გარემოს დაბინძურების პრევენციული და ზედამხედველობითი ღონისძიებები; ბ) ჟინვალის წყალსაცავის წყლის გამოყენება ბანაობისათვის, ტურიზმისათვის, საწყალოსნო სპორტისა და თევზჭერისათვის შესაძლებელია მხოლოდ ამისათვის სპეციალურად განსაზღვრულ ადგილებზე, რომელიც შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ შეთანხმებით უნდა შეიმუშაოს მუნიციპალიტეტმა; გ) არსებული შენობა-ნაგებობების საკანალიზაციო წყლები ჩართული უნდა იყოს ცენტრალურ საკანალიზაციო ქსელში ან საკანალიზაციო წყლების შესაგროვებლად მოეწყოს ჰერმეტული ინდივიდუალური/კოლექტიური რეზერვუარი; დ) ამ სარტყელში არსებულ ყველა შენობა-ნაგებობას და კომუნიკაციას უნდა განესაზღვროს კონკრეტული ღონისძიებები წყლის ხარისხზე ნეგატიური ზემოქმედების გამორიცხვის მიზნით; ე) დასაშვებია არსებული შენობა-ნაგებობების სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები არსებული მასშტაბების ზრდის გარეშე; ვ) დასაშვებია არსებულ შენობა-ნაგებობებზე სხვადასხვა სახის კომუნიკაციის დაერთების სამუშაოები. მუხლი 6. სდზ-ის მეორე სარტყლის სახმელეთო ნაწილი სდზ-ის მეორე სარტყლის სახმელეთო ნაწილი (მშენებლობის აკრძალვის ზონა) მოიცავს წყალსაცავის აკვატორიის მომიჯნავე ტერიტორიას, რომელიც შემუშავებულია არსებული დასახლებების, საშიში გეოდინამიკური პროცესების განვითარების რისკის მქონე უბნების და გაუნაშენიანებელი ტერიტორიების ფაქტორების გათვალისწინებით. მუხლი 7. სდზ-ის მეორე სარტყლის სახმელეთო ნაწილში არსებული რეჟიმები 1. გარდა სანიტარიული დაცვის მესამე სარტყელში მოცემული აკრძალვებისა, მეორე სარტყელში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის დაზიანება/დაბინძურება ან/და წყლის ხარისხის გაუარესება, მათ შორის: ა) ყოველგვარი ახალი შენობა-ნაგებობების მოწყობა და ექსპლუატაცია; ბ) არსებული შენობა-ნაგებობების ფუნქციონირება საკანალიზაციო სისტემაში ჩართვის ან ჰერმეტულ ინდივიდუალურ/კოლექტიურ რეზერვუარზე; გ) ყველა სახის არსებული შენობა-ნაგებობის განვითარება ან/და გაფართოება; დ) მინერალური რესურსის, მათ შორის ინერტული მასალის მოპოვება, გარდა წყალსაცავის ექსპლუატაციის საჭიროებასთან/მიზნებთან დაკავშირებული ან/და ნაპირდაცვისთვის აუცილებელი კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებებისა; ე) სასაფლაოების მოწყობა; ვ) ცხოველების შეყვანა, დაბანა ან/და დარწყულება; ზ) გრუნტში, მშრალ ხევებში და წყალსაცავის შენაკადებში ყოველგვარი ჩამდინარე წყლების ჩაშვება. 2. სდზ-ის მეორე სარტყლის სახმელეთო ნაწილის დაშვებები და გასატარებელი ღონისძიებები: ა) არსებული შენობა-ნაგებობების საკანალიზაციო წყლები ჩართული უნდა იყოს ცენტრალურ საკანალიზაციო ქსელში ან საკანალიზაციო წყლების შესაგროვებლად მოეწყოს ჰერმეტული ინდივიდუალური/კოლექტიური რეზერვუარი; ბ) ამ ზოლში არსებულ ყველა შენობა-ნაგებობას და კომუნიკაციას უნდა განესაზღვროს კონკრეტული ღონისძიებები წყლის ხარისხზე ნეგატიური ზემოქმედების გამორიცხვის მიზნით; გ) დასაშვებია არსებული შენობა-ნაგებობების სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები არსებული მასშტაბების ზრდის გარეშე; დ) დასაშვებია არსებულ შენობა-ნაგებობებზე სხვადასხვა სახის კომუნიკაციის დაერთების სამუშაოები; ე) მეორე სარტყელში არსებული ინფრასტრუქტურული ობიექტების ადგილმონაცვლეობა შესაძლებელია, თუ შერჩეული ალტერნატივა და განთავსება/მოწყობის საპროექტო გადაწყვეტები გააუმჯობესებს სანიტარიული სარტყლის არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობას; ვ) საფეხმავლო ან/და ველობილიკების, შესაბამისი გამაფრთხილებელი ან/და ამკრძალავი ნიშნების, ღამის განათების ინფრასტრუქტურის მოწყობა ან/და აღდგენა-რეაბილიტაცია; ზ) დეკორატიული გაფორმების ობიექტების, საპარკე სკამების, საბავშვო მოედნების განთავსება ან/და აღდგენა-რეაბილიტაცია; თ) მეორე სარტყელში შესაძლებელია ისეთი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, რომლის დანიშნულებაა არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათ შორის საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების მოწყობა და სხვ.; ი) სდზ-ის მეორე სარტყლის სახმელეთო ნაწილში უნდა განთავსდეს საინფორმაციო ნიშნები. მუხლი 8. სდზ-ის მესამე სარტყელი სდზ-ის მესამე სარტყელი მოიცავს ჟინვალის წყალსაცავის წყალშემკრები აუზის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც ასევე მოიცავს ჟინვალის კაშხლის ქვედა ბიეფის ნაწილს, წყალსაცავის სიღრმული წყალსაშვიდან გამონადენი წყლის კინეტიკური ენერგიის ჩამქრობი აუზის ჩათვლით. მუხლი 9. სდზ-ის მესამე სარტყელში არსებული რეჟიმები 1. სდზ-ის მესამე სარტყლის ტერიტორიაზე დაშვებულია ყველა იმ სამუშაოს შესრულება, რომლებიც უარყოფითად არ იმოქმედებს ტერიტორიის სანიტარიულ მდგომარეობაზე, მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების რესურსებზე და ხარისხზე. 2. სდზ-ის მესამე სარტყელში აკრძალულია: ა) გარემოზე ზემოქმედების მაღალი რისკის მქონე საწარმოების და ობიექტების განთავსება და ექსპლუატაცია. ასეთი ობიექტების განლაგება დასაშვებია, მხოლოდ წყალშემცველი ჰორიზონტის დაბინძურებისაგან დაცვის (ასევე, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის საექსპლუატაციო პირობების დაცვის) სპეციალური ღონისძიებების შემუშავების შემდეგ, გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი საქმიანობებისა: ა.ა) 100 ტ ან მეტი ჯამური მოცულობის სახიფათო ნივთიერებების და მასალების (მათ შორის შხამქიმიკატების და მინერალური სასუქების) საწყობების განთავსება და ექსპლუატაცია; ა.ბ) ზედაპირული წყლის ობიექტებში ყოველგვარი ჩამდინარე წყლების ჩაშვება; ა.გ) ნარჩენების (საყოფაცხოვრებო, სამრეწველო) სანაყაროების ან სამარხების მოწყობა; ა.დ) ცხოველთა სამარხების მოწყობა; ა.ე) შხამქიმიკატების, მინერალური სასუქების და მცენარეთა ზრდის მასტიმულირებელი საშუალებების უკონტროლო გამოყენება; ა.ვ) ნედლი ნავთობის (გარდა საზეთ-საპოხი მასალისა) გადამუშავება; ა.ზ) დღე-ღამეში 500 ტონა ან მეტი ქვანახშირის ან ბიტუმოვანი ფიქლის გათხიერება ან/და გაზიფიცირება; ა.თ) 10 მეგავატი ან მეტი სიმძლავრის თბოელექტროსადგურის ან/და წვის სხვა დანადგარის მშენებლობა და ექსპლუატაცია (მხოლოდ თხევად საწვავზე მომუშავე); ა.ი) ატომური ელექტროსადგურის ან სხვა ბირთვული რეაქტორის განთავსება, მისი დემონტაჟისა და დეკომისიის ჩათვლით, გარდა იმ კვლევითი დანადგარისა, რომელიც გამოიყენება დაშლადი მასალების, ბირთვული საწვავის წარმოებისა და გარდაქმნისათვის, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე 1 კილოვატ უწყვეტ სითბურ დატვირთვას არ აღემატება; ა.კ) ისეთ საქმიანობასთან დაკავშირებული დანადგარი, რომლის დანიშნულებაა:
ა.ლ) თუჯის, ფოლადის ან/და ფეროშენადნობების წარმოება, პირველადი ან/და მეორეული დნობის ჩათვლით; ა.მ) მეტალურგიული, ქიმიური ან ელექტროქიმიური პროცესების მეშვეობით მადნიდან, კონცენტრატებიდან ან მეორეული ნედლეულიდან ფერადი ლითონების წარმოება, გარდა საიუველირო წარმოებისა; ა.ნ) აზბესტის ამოღება, აზბესტისა და აზბესტშემცველი პროდუქციის დამუშავება ან/და გარდაქმნა; ა.ო) ქიმიური მრეწველობა; ა.პ) ქიმიური წარმოება; ა.ჟ) სახიფათო ნარჩენების განთავსება, ინსინერაცია ან/და ქიმიური დამუშავება; ა.რ) არასახიფათო და სახიფათო ნარჩენების განთავსება, ინსინერაცია ან/და ქიმიური დამუშავება; ა.ს) ურბანული ჩამდინარე წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა 50 000-იანი ან მეტი მოსახლეობისათვის, შესაბამისი წარმადობით; ა.ტ) 800 მილიმეტრი ან მეტი დიამეტრის და 40 კილომეტრზე მეტი სიგრძის მილსადენის მშენებლობა და ექსპლუატაცია ნავთობის ან ქიმიური ნაერთების ტრანსპორტირებისათვის; ა.უ) მერქნისგან ან მსგავსი ბოჭკოვანი მასალისგან ცელულოზის წარმოება, დღე-ღამეში 200 ტონაზე მეტი ქაღალდის ან/და მუყაოს წარმოება; ა.ფ) წიაღისეულის ღია კარიერული წესით მოპოვება, როდესაც მოპოვების ადგილის ზედაპირი 10 ჰექტარზე მეტია; ა.ქ) 100 მ3 ან მეტი ჯამური მოცულობის წიაღისეული საწვავის ან/და ქიმიური პროდუქტების საცავის მოწყობა და ექსპლუატაცია; ა.ღ) რადიოაქტიური ნარჩენების დამუშავება ან/და შენახვა; ა.ყ) 100 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა; ა.შ) შლამსაცავის მოწყობა და ექსპლუატაცია; ა.ჩ) ფეთქებადი ნივთიერებების აღდგენა ან განადგურება. 3. სდზ-ის მესამე სარტყლის დაშვებები და გასატარებელი ღონისძიებები: ა) ყველა სახის საწარმოო და კომერციული დანიშნულების შენობა-ნაგებობის განთავსება/ექსპლუატაციის (რომლებთანაც დაკავშირებულია ჩამდირე წყლების, სანიაღვრე წყლების, ნარჩენების წარმოქმნა და ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევა) დროს უზრუნველყოფილი უნდა იყოს ატმოსფერული ჰაერის, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების დაბინძურებისგან დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; ბ) ყველა ახალი შენობა-ნაგებობის მშენებლობის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს საკანალიზაციო წყლების მართვა. შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი საკანალიზაციო წყლები ჩართული უნდა იყოს ცენტრალიზებულ საკანალიზაციო სისტემაში ან ინდივიდუალურ/კოლექტიურ ჰერმეტულ შემკრებ რეზერვუარებში, ჩამდინარე წყლების სანიტარიული ზონის გარეთ გატანის პირობით; გ) ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს სდზ-ის მესამე სარტყელში არსებული საცხოვრებელი სახლების ჩამდინარე წყლების მართვა ამ პუნქტის ბ) ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობით; დ)სტიქიური ნაგავსაყრელების წარმოქმნის პრევენციის მიზნით უნდა განხორციელდეს ტერიტორიის სისტემატური მონიტორინგი და გამოვლენილი დაბინძურებული უბნების დასუფთავება. ცხრილი 1
ცხრილი 2
ცხრილი 3
ცხრილი 4
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №2
|
დანართი №3
|
„მდინარე არაგვის ხეობაში, ჟინვალის კაშხლის ქვედა ბიეფში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში განთავსებული, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული წყალმომარაგების წყაროებისა და სასმელ-სამეურნეო დანიშნულების წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონის აღწერა და მართვის წესი“
|
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. მდინარე არაგვის ხეობაში, ჟინვალის კაშხლის ქვედა ბიეფში განთავსებული, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული წყალმომარაგების წყაროებისა და სასმელ-სამეურნეო დანიშნულების წყალმომარაგების ინფრასტრუქტურული ობიექტების დაბინძურებისაგან დაცვის მიზნით დადგენილია სანიტარიული დაცვის ზონა და სანიტარიული ზოლი. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ობიექტების სდზ საზღვრები დადგენილია სდზ-ის საზღვრების რუკით. 3. არაგვის ხეობის სდზ იყოფა სამ სარტყლად, ხოლო წყალაღების ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული სასმელი წყლის ხაზოვანი ნაგებობებისთვის დადგენილია სანიტარიული დაცვის ზოლი. თითოეულ სარტყელს წყლის რესურსების დაბინძურებისგან დაცვის მიზნით განსაკუთრებული რეჟიმი აქვს: ა) სდზ-ის პირველი სარტყელი – მკაცრი რეჟიმის ზონა, რომელიც მოიცავს ტერიტორიას, სადაც განთავსებულია საინფილტრაციო აუზები, წყალშემკრები ჭები, სამიჯნო კამერები, საქლორატოროები, დახურული და ღია რეზერვუარები, სატუმბო სადგურები, წყალაღების ნაგებობები და წყალსატარები (ხაზოვან ნაგებობების შიდა განაწილების ქსელი) და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები; ბ) სდზ-ის მეორე სარტყელი – წყლის დაცვის ზონა (მშენებლობის აკრძალვის არეალი), რომელიც მოიცავს სასმელ-სამეურნეო დანიშნულების წყალმომარაგების ობიექტების მომიჯნავე გაუნაშენიანებელ ტერიტორიებს; გ) სდზ-ის მესამე სარტყელი – სამეთვალყურეო ზონა (შეზღუდული განაშენიანების ზონა), რომელიც მოიცავს მეორე სარტყლის მოსაზღვრე ტერიტორიას, სადაც მშენებლობა დაშვებულია კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი შეზღუდვებით. 4. სდზ-ის მესამე სარტყლის საზღვარი დადგენილია არაგვის ხეობის წყალშემკრები აუზის აქტიური ნაწილისთვის. 5. სდზ-ის პირველი სარტყლის საზღვრების გეოგრაფიული კოორდინატები მოცემულია ცხრილში 1. 6. სდზ-ის მეორე სარტყლის საზღვრის გეოგრაფიული კოორდინატები მოცემულია ცხრილში 2. 7. სდზ-ის მესამე სარტყლის საზღვრების გეოგრაფიული კოორდინატები მოცემულია ცხრილში 3. 8. ჟინვალი-ბოდორნას გვირაბის სანიტარიული დაცვის ზოლის საზღვრის გეოგრაფიული კოორდინატები მოცემულია ცხრილში 4. 9. ბოდორნა-ღრმაღელის გვირაბის, ბულაჩაურის გვირაბის და ბულაჩაურის მილსადენის დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში მოქცეული სანიტარიული ზოლის საზღვრების გეოგრაფიული კოორდინატები მოცემულია ცხრილში 5. 10. იმ ტერიტორიაზე, სადაც სდზ სარტყლების კოორდინატები ემთხვევა ერთმანეთს, ვრცელდება უფრო მკაცრი რეჟიმის სარტყლის რეგულაციები. მუხლი 2. სდზ-ის პირველი სარტყელი სდზ-ის პირველი სარტყელი განსაზღვრულია მთელი ინფრასტრუქტურისთვის, რომელიც მოქცეულია შემდეგი საკადასტრო კოდების ფარგლებში: 71.23.04.226; 71.64.72.226; 71.37.54.225; 71.38.72.153; 71.38.72.152; 71.38.70.154; 71.64.70.355 და 72.03.25.035-ის ნაწილი. სანიტარიული სარტყლის საზღვარი მთლიანად თანხვდება აღნიშნული საკადასტრო კოდების ქვეშ მოქცეული ტერიტირიის კონტურებს. მუხლი 3. სდზ-ის პირველი სარტყლის რეჟიმები 1. სდზ-ის პირველი სარტყელი წარმოადგენს მკაცრი შეზღუდვის ზონას, სადაც აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა წყალასაღების კომუნიკაციების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საქმიანობებისა, კერძოდ: ა)ზონის საზღვრებში არ დაიშვებიან უცხო პირები; ბ) აკრძალულია მშენებლობა, რომელსაც არა აქვს უშუალო კავშირი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციასთან, რეკონსტრუქციასა და გაფართოებასთან; აგრეთვე, სხვადასხვა დანიშნულების მილების ჩაწყობა, საცხოვრებელი, საყოფაცხოვრებო, სამეურნეო შენობების განლაგება, ტერიტორიის სამოსახლოდ გამოყენება, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა და შესაბამისად; გ) შხამ-ქიმიკატებისა და მინერალური სასუქების გამოყენება მცენარეთა დაცვის მიზნით; დ) წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული შენობების ფუნქციონირების შედეგად წარმოქმნილი ჩამდინარე წყლების შესაგროვებლად (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დასაშვებია, სანიტარიული კვანძები მოეწყოს ჰერმეტულ ამოსანიჩბ ორმოებზე ან დაერთდეს კანალიზაციის ცენტრალიზებულ სისტემაზე ჩამდინარე წყლების სდზ-ის გარეთ გატანის უზრუნველყოფით. 2. ზონაში განთავსებული წყალაღების წერტილები უნდა იყოს კეთილმოწყობილი და დაცული. ზონის არეალში განთავსებული უნდა იყოს შესაბამისი საინფორმაციო და გამაფრთხილებელი ნიშნები. აღნიშნული ღონისძიება უნდა განახორციელოს შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“. მუხლი 4. სდზ-ის მეორე სარტყელი სდზ-ის მეორე სარტყელი (წყლის დაცვის ზონა) მოიცავს სასმელ-სამეურნეო დანიშნულების წყალმომარაგების ობიექტების მომიჯნავე გაუნაშენიანებელ ტერიტორიებს. მუხლი 5. სდზ-ის მეორე სარტყლის რეჟიმები 1. გარდა სანიტარიული დაცვის მესამე სარტყელში მოცემული აკრძალვებისა, მეორე სარტყელში აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის დაზიანება/დაბინძურება ან/და წყლის ხარისხის გაუარესება, მათ შორის: ა) ყოველგვარი ახალი შენობა-ნაგებობების მოწყობა და ექსპლუატაცია; ბ) მინერალური რესურსის, მათ შორის ინერტული მასალის მოპოვება, გარდა ნაპირდაცვისთვის აუცილებელი კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებებისა; გ) სასაფლაოების მოწყობა; დ) მდინარე არაგვში, მის შენაკადებში და გრუნტში ყოველგვარი ჩამდინარე წყლების ჩაშვება. 2. მეორე სანიტარიული სარტყლის დაშვებები და გასატარებელი ღონისძიებები: ა) არსებული შენობა-ნაგებობების საკანალიზაციო წყლები ჩართული უნდა იყოს ცენტრალურ საკანალიზაციო ქსელში ან საკანალიზაციო წყლების შესაგროვებლად მოეწყოს ჰერმეტული ინდივიდუალური/კოლექტიური რეზერვუარი; ბ) ამ ზოლში არსებულ ყველა შენობა-ნაგებობას და კომუნიკაციას უნდა განესაზღვროს კონკრეტული ღონისძიებები წყლის ხარისხზე ნეგატიური ზემოქმედების გამორიცხვის მიზნით; გ) დასაშვებია არსებული შენობა-ნაგებობების სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები არსებული მასშტაბების ზრდის გარეშე; დ) დასაშვებია არსებულ შენობა-ნაგებობებზე სხვადასხვა სახის კომუნიკაციის დაერთების სამუშაოები; ე) არსებული ინფრასტრუქტურული ობიექტების ადგილმონაცვლეობა შესაძლებელია თუ შერჩეული ალტერნატივა და განთავსება/მოწყობის საპროექტო გადაწყვეტები გააუმჯობესებს სანიტარიული სარტყლის არსებულ ეკოლოგიურ მდგომარეობას; ვ) შესაძლებელია ისეთი ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობა, რომლის დანიშნულებაა არსებული ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათ შორის საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების მოწყობა და სხვ; ზ) სდზ-ის მეორე სარტყელში განთავსებული უნდა იყოს შესაბამისი საინფორმაციო ნიშნები; თ) უნდა მოხდეს ტერიტორიების საყოფაცხოვრებო და სამრეწველო ნაგვისგან რეგულარულად დასუფთავება. მუხლი 6. სდზ-ის მესამე სარტყელი მესამე სანიტარიული სარტყლის საზღვრები მოიცავს ჟინვალის კაშხლის ქვედა ბიეფში, მდინარე არაგვის ხეობის და მისი წყალშემკრები აუზის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელიც ექცევა დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში. მუხლი 7. სდზ-ის მესამე სარტყელში არსებული შეზღუდვები და დასაშვები საქმიანობები 1. სდზ-ის მესამე სარტყლის ტერიტორიაზე დაშვებულია ყველა იმ სამუშაოს შესრულება, რომლებიც უარყოფითად არ იმოქმედებს ტერიტორიის სანიტარიულ მდგომარეობაზე, მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების რესურსებზე და ხარისხზე. 2. სდზ-ის მესამე სარტყელში აკრძალულია: ა) გარემოზე ზემოქმედების მაღალი რისკის მქონე საწარმოების და ობიექტების განთავსება და ექსპლუატაცია. ასეთი ობიექტების განლაგება დასაშვებია მხოლოდ წყალშემცველი ჰორიზონტის დაბინძურებისაგან დაცვის (ასევე, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის საექსპლუატაციო პირობების დაცვის) სპეციალური ღონისძიებების შემუშავების შემდეგ, გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი საქმიანობებისა: ა.ა) 100 ტ ან მეტი ჯამური მოცულობის სახიფათო ნივთიერებების და მასალების (მათ შორის შხამქიმიკატების და მინერალური სასუქების) საწყობების განთავსება და ექსპლუატაცია; ა.ბ) ზედაპირული წყლის ობიექტებში ყოველგვარი ჩამდინარე წყლების ჩაშვება; ა.გ) ნარჩენების (საყოფაცხოვრებო, სამრეწველო) სანაყაროების ან სამარხების მოწყობა; ა.დ) ცხოველთა სამარხების მოწყობა; ა.ე) შხამ-ქიმიკატების, მინერალური სასუქების და მცენარეთა დაცვის საშუალებების უკონტროლო გამოყენება; ა.ვ) ნედლი ნავთობის (გარდა საზეთ-საპოხი მასალისა) გადამუშავება; ა.ზ) დღე-ღამეში 500 ტონა ან მეტი ქვანახშირის ან ბიტუმოვანი ფიქლის გათხიერება ან/და გაზიფიცირება; ა.თ) 10 მეგავატი ან მეტი სიმძლავრის თბოელექტროსადგურის ან/და წვის სხვა დანადგარის მშენებლობა და ექსპლუატაცია (მხოლოდ თხევად საწვავზე მომუშავე); ა.ი) ატომური ელექტროსადგურის ან სხვა ბირთვული რეაქტორის განთავსება, მისი დემონტაჟისა და დეკომისიის ჩათვლით, გარდა იმ კვლევითი დანადგარისა, რომელიც გამოიყენება დაშლადი მასალების, ბირთვული საწვავის წარმოებისა და გარდაქმნისათვის, რომლის მაქსიმალური სიმძლავრე 1 კილოვატ უწყვეტ სითბურ დატვირთვას არ აღემატება; ა.კ) ისეთ საქმიანობასთან დაკავშირებული დანადგარი, რომლის დანიშნულებაა:
ა.ლ) თუჯის, ფოლადის ან/და ფეროშენადნობების წარმოება, პირველადი ან/და მეორეული დნობის ჩათვლით; ა.მ) მეტალურგიული, ქიმიური ან ელექტროქიმიური პროცესების მეშვეობით მადნიდან, კონცენტრატებიდან ან მეორეული ნედლეულიდან ფერადი ლითონების წარმოება, გარდა საიუველირო წარმოებისა; ა.ნ) აზბესტის ამოღება, აზბესტისა და აზბესტშემცველი პროდუქციის დამუშავება ან/და გარდაქმნა; ა.ო) ქიმიური მრეწველობა; ა.პ) ქიმიური წარმოება; ა.ჟ) სახიფათო ნარჩენების განთავსება, ინსინერაცია ან/და ქიმიური დამუშავება; ა.რ) არასახიფათო და სახიფათო ნარჩენების განთავსება, ინსინერაცია ან/და ქიმიური დამუშავება; ა.ს) ურბანული ჩამდინარე წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა 50 000-იანი ან მეტი მოსახლეობისათვის, შესაბამისი წარმადობით; ა.ტ) 800 მილიმეტრი ან მეტი დიამეტრის და 40 კილომეტრზე მეტი სიგრძის მილსადენის მშენებლობა და ექსპლუატაცია ნავთობის, გაზის ან ქიმიური ნაერთების ტრანსპორტირებისათვის, აგრეთვე გეოლოგიური დასაწყობების მიზნით ნახშირბადის დიოქსიდის (CO2) ტრანსპორტირებისათვის; ა.უ) მერქნისგან ან მსგავსი ბოჭკოვანი მასალისგან ცელულოზის წარმოება, დღე-ღამეში 200 ტონაზე მეტი ქაღალდის ან/და მუყაოს წარმოება; ა.ფ) წიაღისეულის ღია კარიერული წესით მოპოვება, როდესაც მოპოვების ადგილის ზედაპირი 10 ჰექტარზე მეტია; ა.ქ) 100 მ3 ან მეტი ჯამური მოცულობის წიაღისეული საწვავის ან/და ქიმიური პროდუქტების საცავის მოწყობა და ექსპლუატაცია; ა.ღ) რადიოაქტიური ნარჩენების დამუშავება ან/და შენახვა; ა.ყ) 100 ტონაზე მეტი სახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტის მოწყობა; ა.შ) შლამსაცავის მოწყობა და ექსპლუატაცია; ა.ჩ) ფეთქებადი ნივთიერებების აღდგენა ან განადგურება. 3. სდზ-ის მესამე სარტყლის დაშვებები და გასატარებელი ღონისძიებები: ა) ყველა სახის საწარმოო და კომერციული დანიშნულების შენობა-ნაგებობის განთავსება/ექსპლუატაციის (რომლებთანაც დაკავშირებულია ჩამდინარე წყლების, სანიაღვრე წყლების, ნარჩენების წარმოქმნა და ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევა) დროს უზრუნველყოფილი უნდა იყოს ატმოსფერული ჰაერის, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების დაბინძურებისგან დაცვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; ბ)ყველა ახალი შენობა-ნაგებობის მშენებლობის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს საკანალიზაციო წყლების მართვა. შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი საკანალიზაციო წყლები ჩართული უნდა იყოს ცენტრალიზებულ საკანალიზაციო სისტემაში ან ინდივიდუალურ/კოლექტიურ ჰერმეტულ შემკრებ რეზერვუარებში, ჩამდინარე წყლების სანიტარიული ზონის გარეთ გატანის პირობით; გ) ეტაპობრივად უნდა განხორციელდეს სდზ-ის მესამე სარტყელში არსებული საცხოვრებელი სახლების ჩამდინარე წყლების მართვა ამ პუნქტის ბ) ქვეპუნქტით განსაზღვრული პირობით; დ) სტიქიური ნაგავსაყრელების წარმოქმნის პრევენციის მიზნით უნდა განხორციელდეს ტერიტორიის სისტემატური მონიტორინგი და გამოვლენილი დაბინძურებული უბნების დასუფთავება. მუხლი 8. ხაზოვანი ნაგებობების (წყალსადინარების) სანიტარიული დაცვის ზოლი 1. მდინარე არაგვის ხეობაში, დუშეთის მუნიციპალიტეტის ფარგლებში განთავსებულია რამდენიმე ხაზოვანი ობიექტი: ა) ჟინვალი-ბოდორნას გვირაბი – მთლიანად მოქცეულია დუშეთის მუნიციპალიტეტის ფარგლებში; ბ) ბულაჩაურის გვირაბი – ნაწილობრივ მოქცეულია დუშეთის მუნიციპალიტეტის ფარგლებში; გ) ბოდორნა-ღრმაღელის გვირაბი – ნაწილობრივ მოქცეულია დუშეთის მუნიციპალიტეტის ფარგლებში; დ) ბულაჩაურის მილსადენი – ნაწილობრივ მოქცეულია დუშეთის მუნიციპალიტეტის ფარგლებში. 2. ამ მუხლის პუნქტი 1-ის ა), ბ) და გ) ქვეპუნქტებში მოცემული წყალმომარაგების ხაზოვანი ნაგებობების დაბინძურებისაგან დაცვის მიზნით დადგენილია 20 მეტრი, ხოლო დ) ქვეპუნქტში – 10 მეტრი სიგანის სანიტარიული დაცვის ზოლი, რომელიც გაანგარიშებულია ხაზოვანი ნაგებობის ორივე განაპირა ხაზიდან. მუხლი 9. ხაზოვანი ნაგებობების (წყალსადინარების) სანიტარიული დაცვის ზოლში არსებული შეზღუდვები და გასატარებელი ღონისძიებები 1. წყალსადინარების სანიტარიული დაცვის ზოლში აკრძალულია: ა) წყალსადინარების სანიტარიული დაცვის ზოლში არ უნდა იყოს ნიადაგისა და გრუნტის წყლების დამაბინძურებელი წყაროები – საპირფარეშოები, ნაგვის ორმოები, ნაგვის ურნები, ცხოველთა სამარხები, სასაფლაოები, მინერალური სასუქების, შხამქიმიკატების და მცენარეთა მასტიმულირებელი საშუალებების გამოყენება ან სათავსები, სამრეწველო საქმიანობა და ა.შ.; ბ) ხაზოვანი ნაგებობის ორივე განაპირა ხაზიდან არანაკლებ 5 მ-ის დაშორებისა აკრძალულია შენობა-ნაგებობის და კომუნიკაციების განთავსება და ექსპლუატაცია; გ) ამ პუნქტის ბ) ქვეპუნქტით განსაზღვრული ტერიტორია არის გაზრდილი რისკის ზონა და ხაზოვანი ნაგებობების კონსტრუქციული მდგრადობის უზრუნველსაყოფად აკრძალულია მრავალწლიანი ნარგავების დარგვა; დ) სხვადასხვა სახის კომინიკაციების მოწყობისას ხაზოვანი ნაგებობების გადაკვეთები უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად. 2. წყალსადინარების დაცვის ზოლში შენობა-ნაგებობების განთავსება შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის პირობების დაცვით და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნების შესაბამისად მომზადებული საექსპერტო დასკვნის საფუძველზე. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საექსპერტო დასკვნა უნდა მომზადდეს ყოველი კონკრეტული პროექტისთვის, რომლის მომზადებას უზრუნველყოფს დაინტერესებული პირი. 4. დაინტერესებულმა პირმა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საექსპერტო დასკვნა უნდა შეუთანხმოს შპს ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“, რომელიც დადებითი პოზიციის შემთხვევაში გამოყოფს თავის წარმომადგენელს მშენებლობაზე ზედამხედველობისთვის. 5. წყალსადინარების დაცვის ზოლში საჭიროების შესაბამისად უნდა განხორციელდეს სანიტარიულ/ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებების ჩატარება, მათ შორის, ტერიტორიის დასუფთავება და მცენარეული საფარისაგან გაწმენდა.
ცხრილი 1
ცხრილი 2
ცხრილი 3
ცხრილი 4
ცხრილი 5
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დანართი №4
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები