„ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 ოქტომბრის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 4
დოკუმენტის მიმღები ონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/01/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.118.016403
4
25/01/2024
ვებგვერდი, 26/01/2024
010250020.35.118.016403
„ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 ოქტომბრის N22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ონის მუნიციპალიტეტი
 
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2024 წლის 25 იანვარი

ქ. ონი

„ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 ოქტომბრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის და მიზნობრივი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 27 ოქტომბრის №22 (www.matsne.gov.ge 31/10/2022; სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.118.016346) დადგენილებაში შევიდეს  ცვლილება და დაგენილებით დამტკიცებული წესის:

1.   მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 2. ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამა

1.ერთჯერადი ფინანსური დახმარება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით გაეწევა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სოციალური საფრთხის წინაშე (შშმ, სსსმ, დანაშაულის ან/და ძალადობის მსხვერპლი, კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვი, მშობელთა ზრუნვის გარეშე დარჩენილი, უსახლკარო ან/და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მქონე) მყოფ ბავშვს, რომელსაც ესაჭიროება ფინანსური დახმარება.

2. დახმარების მიღების აუცილებელი პირობაა, დახმარების მიმღები ოჯახი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ფაქტობრივად ცხოვრობდეს ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რომელიც დამოწმებული იქნება  შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათით.“.

2.  მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:

ა) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ)   საჭიროების შემთხვევაში, ცნობას ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N IV-100/ა დედანი);“;

ბ) „თ“ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ)  მერის წარმომადგენლის მოხსენებით ბარათს ონის მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთულში, ბოლო ექვსი თვის მანძილზე  ფაქტობრივად ცხოვრების შესახებ;“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარებაჩანა მარკოიშვილი