დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 აპრილის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/01/2024 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/01/2024 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.151.016376 |
|
,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 აპრილის №19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 აპრილის №19 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 07/05/2018, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.151.016247) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ე“ და ,,ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახური.“; „ვ) სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახური;“. 2. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტი ამოღებულია. 3. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების,მუნიციპალური პროგრამების პროექტების შემუშავება და დამტკიცებული დოკუმენტების განხორციელების კოორდინაცია, სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება, მუნიციპალიტეტის ქონების მართვა, სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების განხორციელების ხელშეწყობა, სასურსათო პროდუქტების გადამამუშავებელი, სახნავი მიწების, მრავალწლიანი ნარგავების, სათიბებისა და საძოვრებით დაკავებული ფართობების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება, ანალიზი, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება.“. 4. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვისა და ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შემუშავების, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადება; მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვა და ორგანიზება, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ორგანიზება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადებაგანხორციელებისა და შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადება, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ტროტუარების, სკვერების გარე განათების ობიექტების, სანიაღვრე არხების, საკანალიზაციო ქსელების, წყალსაცავების, ხიდების, კეთილმოწყობისა და კომუნალური საკითხების კოორდინაცია და სხვა ინფრასტრუქტურის სამუშაოების განხორციელება, მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე ინსპექტირების განხორციელება, მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე ელექტროფიცირების, გაზმომარაგების, კანალიზაციისა და წყალმომარაგების სამუშაოთა წარმოების განხორციელების მონიტორინგი, საგზაო ნიშნების გზაჯვარედინების მარეგულირებელი შუქნიშნების მოწესრიგება;“. 5. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-11 მუხლის მე-9 პუნქტი ამოღებულია. |
| მუხლი 2 |
დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე; |
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები