„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 19 მაისის N25-28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 19 მაისის N25-28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 36-1
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/01/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 280080000.35.101.017181
36-1
23/01/2024
ვებგვერდი, 24/01/2024
280080000.35.101.017181
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 19 მაისის N25-28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №36-1

2024 წლის 23 იანვარი

ქ. თბილისი

 

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 19 მაისის №25-28 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 19 მაისის №25-28 დადგენილებაში (ვებგვერდი www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი 22/05/2023, სარეგისტრაციო კოდი: 280080000.35.101.017094 და დადგენილების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის“(დანართი №1):

ა) პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ 2. ეს წესი არ ვრცელდება დევნილის/ლტოლვილის სტატუსის მქონე პირებზე/ოჯახებზე (თუ ოჯახის ერთ წევრს მაინც მინიჭებული აქვს დევნილის სტატუსი), ეკომიგრანტებზე, შეჭრილებზე, სახელმწიფო/მუნიციპალური პროექტის/პროგრამის ფარგლებში საცხოვრებლით დაკმაყოფილებულ ან დასაკმაყოფილებელ პირებზე. გამონაკლისს წარმოადგენენ ის პირები/ოჯახები, რომელთა დაკმაყოფილება საცხოვრისით მოხდა პროექტის „სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში“ ფარგლებში.“;

ბ) მე - 3 მუხლის:

ბ.ა) მე-2 პუნქტს დაემატოს  შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ) განაცხადის ფორმის შევსებისას პირი არის სრულწლოვანი;“;

ბ.ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

„21.უსახლკარო პირად რეგისტრაციის გამომრიცხავი გარემოებები:

ა) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უსახლკარო სტატუსის მაძიებელი პირის გამოუცხადებლობა ა(ა)იპ-ში;

ბ) უსახლკარო სტატუსის მაძიებელი პირის უარი თავშესაფარში საცოვრებლად განთავსებაზე;

გ) ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი ქმედების განხორციელებისას/გამოვლენისას, რომლის შედეგადაც უსახლკარო სტატუსის მაძიებელმა პირმა თავშესაფრის მიღების მიზნით, ხელოვნურად წარმოქმნა მისი უსახლკაროდ რეგისტრაციის საფუძველი, მათ შორის, ისეთი ფაქტის გამოვლენისას, რომელიც ადასტურებს პირის მხრიდან არასული ან არასწორი ინფორმაციის მიწოდებას და/ან დროებითი საცხოვრისის მისამართის, დემოგრაფიული მდგომარეობის შეცვლის შესახებ, ინფორმაციის დამალვას.“;

ბ.გ) 21 პუნქტის შემდეგ დაემატოს 22 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„22) უსახლკარო სტატუსის მაძიებელ პირს შეუძლია ისარგებლოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის“ მართვაში არსებული ლილოს მიუსაფართა თავშესაფრით (თავშესაფრით).“;

ბ.დ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. იმ შემთხვევაში, თუ ა(ა)იპ-ის მიერ გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ პირი აკმაყოფილებს ამ წესით და ლილოს მიუსაფართა თავშესაფრის მართვის სამოქმედო ინსტრუქციით გათვალისწინებულ პირობებს, ა(ა)იპ ატყობინებს ამის შესახებ სამსახურს და სამსახური გამოსცემს ბრძანებას პირის უსახლკაროდ რეგისტრაციასთან დაკავშირებით.“

გ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად,  კომისიის მიერ ოჯახის შესახებ ინფორმაციის მოძიებამდე ბოლო 2 (ორი) წლის განმავლობაში ოჯახის თითოეული წევრი არის საქართველოს მოქალაქე უწყვეტად, და ამასთანავე, ბოლო 2 (ორი) წლის განმავლობაში ოჯახის წევრთა ნახევარზე მეტი (ორსულიანი ოჯახის შემთვევაში – ოჯახის ორივე წევრი)  უწყვეტად და ამავდროულად უსახლკარო ოჯახის სტატუსის მინიჭების მომენტისათვის რეგისტრირებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მათ შორის, ოჯახის წევრი, რომელსაც ამ 2 წლის განმავლობაში შეუწყდა და კვლავ განუახლდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრაცია, თუ ამგვარი შეწყვეტის შედეგად ის არ დარეგისტრირებულა სხვა მუნიციპალიტეტში.“;

დ) მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 პუნქტი:

„171. შემოწმების შედეგად კომისიის მიერ უარყოფითი რეკომენდაციის გაცემისა და მთავრობის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, სამსახური გამოსცემს ბრძანებას უსახლკარო ოჯახად რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე