„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის №10-48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 36-4
დოკუმენტის მიმღები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/01/2024
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/01/2024
სარეგისტრაციო კოდი 330090000.35.101.017184
36-4
23/01/2024
ვებგვერდი, 24/01/2024
330090000.35.101.017184
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის №10-48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
 
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №36-4

2024 წლის 23 იანვარი

ქ. თბილისი

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის №10-48 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შევიდეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 6 მაისის №10-48 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი: www.matsne.gov.ge, 10/05/2022, სარეგისტრაციო კოდი: 330090000.35.101.016985) და დადგენილების  პირველი მუხლით დამტკიცებული „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის“:

ა) მე-8 მუხლის:

ა.ა) მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) სხვენის ფართობი;“;

ა.ბ) მე-3 პუნქტს „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:

„ე) სხვა ფართები, გარდა საცხოვრებელი ან/და კომერციული სტატუსის მქონე ფართებისა.“

ა.გ)  მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. არსებული ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, პროექტის განმახორციელებლის გადაწყვეტილებით, დაინტერესებული პირის საკუთრებაში შესაძლებელია ჩაითვალოს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ-ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფართი ან მისი ნაწილი, თუ იგი კეთილმოწყობილია და ფაქტობრივად გამოიყენება საცხოვრებლად. ამასთანავე, დაინტერესებული პირების საკუთრებაში არ იანგარიშება რეგისტრირებული საცხოვრებელი ან/და კომერციული სტატუსის მქონე ფართები, რომელთა ფაქტობრივი მდგომარეობა არ შეესაბამება სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული ფართის დანიშნულებას.“;

ბ) მე-8 მუხლს:

ბ.ა) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 , 52 და 53 პუნქტები :

„51. დაინტერესებული პირების საკუთრებაში არ იანგარიშება დამოუკიდებელ ბინად/ერთეულად ან/და კომერციულ ფართად, ამ წესის ამოქმედების შემდეგ, უძრავი ნივთის დაყოფის შედეგად შექმნილი უძრავი ნივთი ან მისი ნაწილი, თუ იგი არ აკმაყოფილებს მე-9 მუხლის 21 პუნქტის მოთხოვნებს.

52. უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საფუძველზე ერთი პირის საკუთრებაში გადაცემული უძრავი ნივთები საანგარიშო ფართად განიხილება ერთობლიობაში, მიუხედავად საკადასტრო ერთეულების რაოდენობისა, თუ ინდივიდუალური საკადასტრო კოდი არ აკმაყოფილებს ამავე წესის მე-9 მუხლის 21 პუნქტის მოთხოვნებს.

53. ამ წესის ამოქმედების შემდეგ, უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საფუძველზე გადაცემული ფართების გასხვისებისას, თუ ეს ფართები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად  არ აკმაყოფილებენ ამავე წესის მე-9 მუხლის 21 პუნქტის მოთხოვნებს, გადასაცემი ფართი დაინტერესებულ პირებს დაუანგარიშდებათ საერთო ფართად და გადაეცემათ თანასაკუთრებაში.“;

გ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ავარიული სახლის ადგილას აშენებულ ახალ შენობა-ნაგებობაში, დაინტერესებულ პირს გადაეცემა არანაკლებ მის საკუთრებაში არსებული (ფაქტობრივი ანაზომის მიხედვით) ფართობის ტოლი ფართობი ამ წესის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ მდგომარეობაში, ჩასანაცვლებელი ფართის სტატუსის შესაბამისად, გარდა ამ წესის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის მე-2 წინადადებით გათვალისწინებული შემთხვევისა. დასაშვებია ფართის ცდომილება გონივრულ ფარგლებში, რომელიც რეგულირდება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ტყემალაძე